აქაც იყოს

მოდი ასე ვთქვათ...
დავუშვათ ბიძინა არის რუსეთის პროექტი... ამ შემთხვევაში ბიძინას მეშვეობით სავარაუდოდ რა შეიძლება უნდოდეს რუსეთს საქართველოსთან? რუსეთთან გაერთიანებაო ვინც მეტყვის ჩათვალოს რომ სათვალავში არ ვთლი იმ იუზერს, რადგან აზროვნება არ შეუძლია... საქართველოსთან ეკონომიკური კავშIრები რუსეთს სულ ყვერზე კიდია მთელი ევროპა და აშშ ეხვეწება ეკონომიკურ ურთიერთობას... ანუ ესე იგი რუსეთს უნდა საქართველოს არ განვითარდეს დასავლური გზით და არ დაუახლოვდეს ევროპას...
აქვე შენიშვნა ევროპა დასაახლოვებლად ერთ-ერთ პირობას გვიყენებს რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებას...
აქედან გამომდინარე, იმისათვის რომ რუსეთმა შეძლოს და არ დაგვიშვას დასავალურ ორბიტაზე აუცილებელია:
1. არ დარეგულირდეს ურთიერთობა რუსეთთან
2. არ განვითარდეს დემოკრატიულად საქართველო
3. ხელთ იგდოს საქართველოს ეკონომიკის სტრატეგიული ობიექტები.
პირველი შესაძლებელია იმ შემთხვევაში როცა 24 საათი პუტინს დედის#####ს აგინებ, ონიშენკოს მანიაკს ეძახი, რუსეთი გამოგყავს მსოფლიო მტრად და ტერორისტად... (რასაც შესანიშნავად ახერხებს ნაც. მოძრაობა)
მეორე ასევე თვალნათლივ ჩანს როგორი დემოკრატიულია სახელმწიფო ნაცები მმართველობის დროს...
და მესამე, მთელი სტრატეგიული ობიექტი ბენდუქიძემ მიყიდა რუსებს...
აქედან გამომდინარე ნაცებმა ამიხსნას როცა ასეთი სიტუაცია აქვს საქართველოსთან რუსეთს, რატომ დაუძახებდა ისეთ კაც რომელიც
1. გარკვეულწილად დაათბობს ურთიერთობას რუსეთთან, თუნდაც იმ დონეზე რომ დედის#####ი არ ეგინება რუსეთს ტელევიზიიდან 24 საათი (რაც ავტომატურად გზას გვიხსნის ევროპასთან სალაპარაკოდ)
2. შექმნის დემოკრატიულ სისტემას, (რაც ბიძინას სამოქალაქო საზოგადოებაში გადანაცვლებით 100%იანი გარანტირებული იქნება)
3. ასევე რატო დაუძახებდა იმ ხელისუფლას რომელსაც აქვს
ნება სასამართლო და მედია გახადოს დამოუკიდებელი?
ეს ყველაფერი ხომ პირდაპირ გვიხნის გზას ევროპისკენ...
არ ურჩევნია ასეთი ხელისუფლება როგორიც ახლა არის?
არადემოკრატიული, არაევროპული, სტარტეგიული ობიექტები მიყიდული რუსეთს, რუსეთთან დაძაბული ურთიერთობები რასაც შესანიშნავად იყენებს რუსეთი აშშ-სთან სავაჭროდ და ა.შ.
ბიძIნა რო პუტინის კაცი იყოს საქართველოში:
1. დედის #####ს აგინებდა პუტინს და უწოდებდა ოკუპანტს (რადგან კარგად იცის რა არაპოპულარულია პუტინი ქართველ ხალხში)
2. რუსეთს დააბრალებდა საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობას და ყველაფერს დააბრალებდა რუსეთს რითაც საბოლოოდ მოიწმენდდა იმიჯს თითქოს რუსეთის კაცია...
ბიძინა რომ საქართველოს პატრიოტი იყოს:
1. შეეცდებოდა მკაცრ დიპლომატიურ ჩარჩოებში ჩამჯდარიყო როცა საუბრობდა ამხელა მეზობელის პირველ პირზე.
2. ჩამყაყებულ პოლიტიკურ მდგომარეობას გაწმენდდა და საბოლოოდ მოახდენდა ლუსტრაციას ვინ პოზიციაა და ვინ ოპოზიცია.
3. ფულს ჩადებდა დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლირებაში ( + სამოქალაქო სექტორში)
ახლა თქვენ გამოიტანეთ დასკვნები ვინ არის რუსეთის პროექტი და ვინ არა...
როგორი საქართველო ჭირდება რუსეთს და როგორი არა...