#28346996 · 16 Nov 2011, 23:50 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
საჩხერის საავადმყოფო ადგილობრივმა ხელისუფლებამ 82 ათასი ლარით დააჯარიმა 17:14 16.11.2011
[ექსპრესნიუსი]
საჩხერის საავადმყოფო ადგილობრივმა ხელისუფლებამ 82 ათასი ლარით დააჯარიმა.
როგორც, „ექსპრესნიუსს“ საჩხერის საავადმყოფოს მედპერსონალმა აცნობა, სოლიდური თანხით დაწესებულების დაჯარიმება ბიძინა ივანიშვილს უკავშირდება.
მათივე ინფორმაციით, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა დაჯარიმების შეტყობინების მიტანის შემდეგ განუცხადეს: “ გაფინანსოთ ეხლა ბიძინამ“.
მედპერსონალი აცხადებს, რომ საქმე შეთითხნილია და საავადმყოფოს დახურვაა გადაწყვეტილი.
აღნიშნულ ინფორმაციას, საჩხერის მუნიციპალიტეტის აპარატში ადასტურებენ და აცხადებენ, რომ დაწესებულების სოლიდური თახით დაჯარიმება, გადარიცხვებს და თანხების გაწერებს უკავშირდება.
როგორც ცნობილია, საჩხერის საავადმყოფოს ბიზნესმენი ბიძინ ივანიშვილი აფინანსებს, მისივე დახმარებით, მოხდა საავადმყოფოს რეაბილიტაცია და თანამედროვე ტექნიკით აღჭურვა.
|