კახა მიქაია: "ხელისუფლება პროვოკაციების მოსაწყობად ემზადება"
17:22 - 21.11.2011
"დაიცავი საქართველოს" წევრის კახა მიქაიას განცხადებით, "ხელისუფლება სამხედრო ფორმირებებში კრიმინალებს ყრის და პროვოკაციების მოსაწყობად ემზადება".
როგორც "პირWელს" მიქაიამ განუცხადა, "იმ კრიმინალებს, რომლებიც ხელისუფლებასთან თანამშრომლობენ, პირობით სასჯელს უხსნიან".
"ხელისუფლებამ სამხედრო უწყებებში "ტყის ძმებისა" და სხვა კრიმინალების, ასევე "ზვიადისტების" შეყრა "გააოფიციალურა" და ამას "ნებაყოფლობითი რეზერვი" უწოდა. თავის დროზე შევარდნაძემაც "გააკეთილშობილა" "მხედრიონი" და მას "მაშველთა კორპუსი" დაარქვა. გინდ "ნებაყოფლობითი რეზერვი" უწოდე, გინდ "მაშველთა კორპუსი", ფაქტია, რომ ხელისუფლება კრიმინალებს აგროვებს და საკითხავია, რისთვის. ალბათ, ეს პროვოკაციებისთვის კეთდება, მაგრამ რა დროს გამოიყენებს ხელისუფლება ამ ძალას, ძნელი განსასაზღვრია", - განუცხადა "პირWელს" მიქაიამ, რომლის ინფორმაციით, "გარკვეული პირები დევნილების ჩასახლებებშიც დადიან და აფრთხილებენ, "თუ რამე მოხდება, თქვენ ჩვენთან მობილიზებულად უნდა გამოცხადდეთ და უნდა იყოთ ჩვენთანო".
მისსივე ინფორმაციით, ერთ-ერთი ასეთი ვიზიტი ზუგდიდის რაიონის ერთ-ერთ სოფელში - ინგირში დაფიქსირდა.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ "პირWელმა" გაავრცელა ინფორმაცია ახალაიების მიერ ზუგდიდში, რესტორან "დიარონში" გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც დაახლოებით 150 კაცი, მათ შორის "ტყის ძმების" წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
http://pirweli.com.ge/index.php?option=com...=81464&Itemid=1 რაც შეეხება ნებაყოფლობით რეზერვს, როგორც "პირWელს" თავდაცვის სამინისტროში განუცხადეს, ეს 5-დღიანი ღონისძიება იქნება.
"არსებობს 5 დღიანი რეზერვი, თუმცა ის ჯერ არ დაწყებულა და ჯერ საქართველოს არც ერთ მოქალაქეს არ გაუვლია. როდის დაიწყება 5-დღიანი ნებაყოფლობითი რეზერვი, ჯერ-ჯერობით ვერ დაგისახელებთ", - განუცხადეს "პირWელს" თავდაცვის სამინისტროში.
"პირWელის" წყაროს ცნობით კი, აღნიშნული რეზერვის გავლის შემდეგ თითოეულ მოქალაქეს ინდივიდუალური ნომერი მიენიჭება და მასზე იარაღი გაფორმდება. საგანგებო სიტუაციის შექმნის დროს რეზერვგავლილი მოქალაქეები შესაბამის უწყებაში გამოცხადდებიან და იარაღს მიიღებენ.
გარდა ამისა, წყარო იმასაც აცხადებს, რომ პირებს, რომლებიც "კომანდოს" ბატალიონში მსახურობენ, აღნიშნული სწავლებების გასავლელად სამ-სამი პირის მიყვანა დაევალათ.
ყოველივე ამის ფონზე საინტერესოა ის ფაქტიც, რომ 2011 წლის ბიუჯეტში შესატანი ერთ-ერთი ცვლილება თავდაცვის ბიუჯეტის 45 მილიონი ლარით გაზრდას ითვალისწინებს.
ექსპერტი თავდაცვის საკითხებში ირაკლი ალადაშვილი აცხადებს, რომ "მიმდინარე წლის ბოლოს თავდაცვის ბიუჯეტის 45 მილიონი ლარით ზრდა შესაძლოა, ახალი საფრთხეების გამოჩენას უკავშირდებოდეს".
"რისთვის შეიძლება, გაიზარდოს წლის ბოლოსთვის სამხედრო ბიუჯეტი - ამის თქმა ცოტა რთულია. არსებობს რამდენიმე ვარიანტი. კერძოდ, ეს შეიძლება, გამოწვეული იყოს იმით, რომ თავდაცვის უწყების დაფინანსება თავის დროზე სწორად არ იყო დაგეგმილი. ასევე შეიძლება, ეს ჯარის რაოდენობის გაზრდას, ახალი ტექნიკის შეძენას, ან კიდევ რაიმე ახალი სამხედრო საფრთხის გამოჩენას უკავშირდებოდეს", - განუცხადა "პირWელს" ალადაშვილმა, თუმცა კონკრეტულად რა სახის საფრთხეზე შეიძლება, იყოს საუბარი - ამის დაზუსტებისგან თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ "ეს მთავრობის კომპეტენციაა".
ამასთან, ალადაშვილისთვის "გაუგებარია, როგორ შეძლებს თავდაცვის უწყება ბოლო ორი თვის განმავლობაში 45 მილიონი ლარის ათვისებას".
This post has been edited by forumeli64 on 21 Nov 2011, 22:25