#28424007 · 22 Nov 2011, 16:05 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
11:08 22.11.2011 [შორენა გოგოლაძე]
რუსეთის პატრიარქის, კირილის შესახებ სხვადასხვა ცნობები არსებობს, რომ ის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდა, აქვს მილიარდები და ოლიგარქის სტატუსითაც სარგებლობს.
თუმცა, რუსულ მედიაში რუსეთის პატრიარქის შესახებ ახალი ცნობები ჩნდება.
რამდენიმე დღეა რუსი ბლოგერები და ინტერნეტ-მედიის წარმომადგენლები კირილის წარსულის შესახებ, სხვადასხვა სახის ინფორმაციას ავრცელებენ.
ინფორმაციაში მითითებულია, რომ რუსეთის პატრიარქი, ერისკაცობაში კირილ გუნდიაევი, 1972 წლიდან კგბ–სთან თანამშრომლობს. ბლოგერები იმასაც წერენ, რომ რუსეთის პატრიარქის კგბ–სთან კავშირი პირველად მღვდელმა, იმ დროს დუმის დეპუტატმა, აკუნინმა აღმოაჩინა. აკუნინი სწორედ იმ კომისიის წევრი იყო, რომელმაც კგბ–ს არქივში კირილის მეტსახელი, კოდით მიხაილოვი აღმოაჩინა. მას შემდეგ, რაც აკუნინმა ეს აღმოჩენა გააკეთა და ინფორმაციაც გაავრცელა, ის ეკლესიიდან აღკვეთეს და ლოთად გამოაცხადეს.
აკუნინი ამბობდა, რომ 1988 წლამდე ვერცერთი სასულიერო პირი ვერ გახდებოდა ეპისკოპოსი, თუ სპეც-ორგანოებს არ მისცემდა თანხმობას ფარულ თანამშრომლობაზე.
ამას გარდა, რუსი ბლოგერები კირილის ფინანსურს მხარეზეც ამახვილებენ ყურადღებას და ამბობენ, რომ ის ოლიგარქია. გავლენიანმა გამოცემა „ფორბსმა“ რუსეთის პატრიარქზე სტატიაც გამოაქვეყნა სადაც წერია, რომ კირილი კგბ–ს ოფიცერი და მილიარდერია.
სტატიაში, აღნიშნულია, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, სახელმწიფომ რუსულ ეკლესიას პრივილეგიები მიანიჭა. კირილმა რუსეთში, განბაჟების გარეშე, თამბაქოს და ალკოჰოლიური სასმელების შეტანა დაიწყო. ის ხიზილალისა და კიბორჩხალის ბიზნესშიც ჩაება. მხოლოდ თამბაქოს გაყიდვიდან, კირილმა ერთ წელიწადში 75 მილიონი დოლარი იშოვა. 2006 წელს კი, კირილის შემოსავალმა 4 მილიარდი შეადგინა.
თუმცა, ეს ყველაფერი არ არის, რუსეთის პატრიარქის პირად ცხოვრებასა და წარსულზე. რუსი ბლოგერების ინფორმაციით, რომელთა ინფორმაციასაც შემდეგ რუსული გამოცემები ავრცელებენ, აღნიშნულია, რომ ის გულგრილი არც ქალბატონების მიმართ იყო. მას პეტერბურგელ, ლიდია ლეონოვასთან 30 წლიანი კავშირი ჰქონდა. კირილი და ლიდია ხშირად სტუმრობდნენ გუდაუთას.
ამას გარდა ცნობილია, რომ კირილისთვის საუკეთესო დასასვენებელი კურორტი შვეიცარიის ზამთრის კურორტია. მას ძალიან ჰყვარებია თხილამურები და საღამოს ბუხართან ყოფნა.
თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც კრილის დამოკიდებულებაა. ბლოგერები ამბობენ, რომ კირილი ანტიდასავლური და ანტილიბერალური შეხედულებებითაც გამოირჩევა. კირილს მიაჩნია, რომ წარსულში რუსული იმპერიის სივრცე სხვადასხვა სახელმწიფოების საზღვრებით დარღვეულია. კირილის აზრით, ისტორიული რუსეთი, საბჭოთა კავშირის დაშლამ დაარღვია და ა.შ.
|