მეც შევუერთდები დილანს კითხვაში. აშკარა წინააღმდეგობაა ბადრიანის პოსტში და იმიტო

)
ყველას ერთნაირად არ თხოვს პოსტის ფინალურ ნაწილში და ყველას ერტნაირად თხოვს დასაწყის ნაწილში

ძალიან კარგად ხსნის ჩვენი საზოგადოების ბუნებას ერთი ჩემი პირადი კონკრეტული მაგალითი;
ვიდრე 5-თეთრიან სისტემაზე გადავიდოდით, ჩვენც ვიხდიდით ლიფტის მხოლოდ დენის გადასახადს. რიგრიგობით აგროვებდნენ მეზობლები და იყო "მე ლიფტით არ ვსარგებლობ" აურზაური ყოველი აკრეფისას.
ჩემი რიგი რო დადგა, შევეცადე გადახდის სამარტლიანი სისტემა მომეფიქრებინა, რომლითაც, როგორც მე ვვარაუდობდი, ყველა უნდა ახხფრთოვანებულიყო.
გავაკეტე დიფერენცირება სართულების და სულადობის მიხედვით. ერთსულიანები და ხელმოკლე სამი ოჯახი გავათავისუფლე გადასახადისაგან და გადავანაწილე შეძლებულ ოჯახებზე. გადასახადი მერყეობდა ლარიდან 8 ლარამდე .
გამოვაკარი ლიფტში ანუ სრული გამჭვირვალობის დაცვით. მოკლედ ავაწყე ჩემს ჭკვაში საათივით

თურმე სად ბანაობ?! ზუსტად მაღალსართულიანმა, რომელსაც ნახევარი სადარბაზო უჭირავს და მრავალსულიანიცაა, გამოთქვა უკმაყოფილება- "მე და მეორე სარტულზე მცხოვრებს რატო უნდა გვქონდეს განსხვავებული გარასახადიო".
ვუხსნი: თუ ხუთთეტრიანებზე გადავედით, (და გადავალთ აუცილებლად, თუ ლიფტის გადასახადის ამკრეფს სულ ჩხუბი და დავიდარაბა ექნება მეზობლებთან) 7 ლარსაც გადაიხდი და ხუთჯერ შვიდსაც-თქო. იჯახის 8 წევრი რო ერთხელ ჩავიდეს- ამოვიდეს 10 თეთრია. დღეში 80 თეთრი, თვეში 24 ლარი. არადა რამდენჯერმე ავდივართ-ჩავდივართ მოკლედ
ეგრე დაღეჭილად ვუხსნი ყველას და მაინც ვერ გავაგებინე.
ხუთთეთრიანი მომსახურება ამჯობინეს ანუ ოთხჯერ ძვირის გადახდა და მეტჯერაც, გადასახადების სამარტლიან გადახდას გინდაც ფიქსირებულს , გინდაც სამარტლიანად განაწილებულს.
ჰააა როგორია
ამ ტიპის საზოგადოებაში ყველასათვის მისაღები საგადასახადო სისტემის შემოღება მაგარი უტოპიაა
This post has been edited by anichqa on 25 Nov 2011, 13:21
საბჭოთა სავოკის უკანასკნელ ნაგლეჯს ჩააზილა წიხლი 1 ოქტომბერს ქართულმა საზოგადოებამ (с)ჩოხა