ეს არც შაშია და არც ჭადრაკია...
ეს უბრალოდ ცხოვრებაა წუთისოფელში.
კიბის მხგავსია ზევით და ქვევით
აღმაც მიილტვის, ქვეითაც... დროშია საფეხურები.
თამაში ჭვავის ყანაში სოფლის ორღობეა,
გამოზრდილი მედროვე კი - თამაშის უცოდინარი.
მარიონეტი უფრო საწყალია...ნების უქონელია!
მართვა და მოძრაობა მისი უსულგულოდ დაფარულია.
ამაოა უმიზნო სვლა და უიდეო ცხოვრება განკიცხულისა,
რამეთუ ბნელში ვალს უილაჯოდ და იცლება ქვიშის საათივით....
უნაყოფოა მისი ნაყოფიერება --- რადგან მოჩვენებითია ალაფი მისი.
რადგანაც გამარჯვების ჟამსაც კი ესმის სუნთქვა დამარცხებისა.
და რა არის ადამიანის არსი ნამდვილი და მიზანი სიცოცხლისა?
და რა არს მიზანი ესე, თუ ყოველი არს წარმავალი ოცნებასავით?
ამაოებაა ამაოების უსასრულო ბაზარი და წარმავალით ვაჭრობაა ამაოება!
რამეთუ ქარის მდევნელი მუდამჟამს ქარიშხალს იმკის წარწყმედის.
და მძვინვარე ბნელი ღამე --- როდესაც ბორგავს ქარიშხლოვანი და ულმობელი...
მაინც დროებითია!... და წარმავალი ნისლივით უკან დაიხევს განთიადისას!
მზეო ამოდი!...ნათელ მოჰფინე! მაცოცხლებელი სხივნი ალაშქრე წყვდიადს!
სეზამ გაიღე! სეზამ გაიღე!... ახსენ ამირან დაუსაბამოდ და უნამუსოდ დატყვევებული!...