კარი პირველი
მეხთამტეხელი ტიმი და უკვდავნი ,,პოლიტგანყის" ველს მუსრავენ
შავით მოსილი პოლიტგანყის დიადი ველი,
გადაშლილიყო ,,მამრისა და მდედრისა" ზედა,
ხრიოკი მიწა და ჰელიოსის სხივები მწველი
ფესვებს უხმობდა ეულად მდგარ მუხას და კედარს.
ოდესღაც ველზე ბინადრობდა ზეკაცთა ტომი,
ლამაზნი, ბრძენნი ახოვანნი ყოფილან თურმე,
თუმცა დაადგნენ , უწინ ქველნი შარაგზას ცთომილს,
მერე კი რაღა გაასწორებს , წაქცეულ ურემს
სხარტი, ჭკვიანი და მამაცი კოდექსა იყო,
თურმე ამ ტომის იდეების გენერატორი
სწორედ მას სურდა , გადმოცემის თანახმად თითქოს
აეგო ველზე გიგანტური კონდენსატორი.
(ბაბილონის გოდოლის პონტია რა

)