ჯერჯერობით ესაა.
სათაურების გამუქება არ ვიცი და უფალი ბურზო თუ დამეხმარება მთლად უკეთესი

პროლოგი
ოდესღაც დიდმა ბუმბერაზმა, ბრძენმა ციკლონმა,
სულისშემძვრელი , დიდებული შექმნა ბალადა.
და ეს ამბავი სიზმრიდან ,კი არ მოიგონა,
ყოველის შემსწრე და მომსმენი იყო თავადაც.
ჟამნი მიჰქრიან მიშკოდექსას პოსტებზე სწრაფად,
რანი ვიქნებით ეს ამაგიც არ ვაღიაროთ ?!
არ ვეთაყვანოთ პოეზიის ცისაკენ სწრაფვას?!
კარლსონის ლექსთა ბრწყინვალებას არ ვეზიაროთ?!
თვალის უპეზე ნემსის წვერით დაწერილ ამბავს,
როცა ვკითხულობ ვემსგავსები შლეგსა და შეშლილს,
ციკლონ შენს ამაგს ვერასოდეს ვერ გადაქარგავს
სელის ძაფებად დახვეული ,,ბოღმა და დეზლი"
მაშ ასე ვიწყებ: - ,,პოლიტგანყის" დიადი ველი,
ხრიოკი მიწა და ჰელიოსის სხივები მწველი.
კარი პირველი
მეხთამტეხელი ტიმი და უკვდავნი ,,პოლიტგანყის" ველს მუსრავენ
შავით მოსილი პოლიტგანყის დიადი ველი,
გადაშლილიყო ,,მამრისა და მდედრისა" ზედა,
ხრიოკი მიწა და ჰელიოსის სხივები მწველი
ფესვებს უხმობდა ეულად მდგარ მუხას და კედარს.
ოდესღაც ველზე ბინადრობდა ზეკაცთა ტომი,
ლამაზნი, ბრძენნი ახოვანნი ყოფილან თურმე,
თუმცა დაადგნენ , უწინ ქველნი შარაგზას ცთომილს,
მერე კი რაღა გაასწორებს , წაქცეულ ურემს
სხარტი, ჭკვიანი და მამაცი კოდექსა იყო,
თურმე ამ ტომის იდეების გენერატორი
სწორედ მას სურდა , გადმოცემის თანახმად თითქოს
აეგო ველზე გიგანტური კონდენსატორი.
ჩოხათა გვარის წინაპარნი ზელავდნენ თიხას,
რომ გამოეწვათ საფუძვლისთვის აგური მყარი.
ვოტერსის გვარი საძირკვლიდან იღებდა მიწას
კარდუთა პაპებს პრარაბებზე ეჭირათ თვალი.
წეროვანის მერს არმატურის ჩაწყობა ერგო,
ნიკუშა მარქსი ნამგალსა და უროს ლესავდა,
ტანკეს წინაპარს რკინის ცეხი ქონია კერძო,
სექსი ბიცოლა საცვლებსა და ნასკებს რეცხავდა
This post has been edited by avimusaifi on 28 Nov 2011, 17:33