#34678642 · 10 Jan 2013, 16:55 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
forumeli64 ახალი წლის წინა ღამეს ჩავიარე ქუთაისში. პირველი, რაც გავიფიქრე, იყო "მოგითხანთ საპარლამენტო დედაქალაქი-მეთქი". ნახევარი ქუთაისი ჩაბნელებული იყო (ვასილის დამიძახეთ, მაგას გონია მარტო ნუცუბიძეა ცვეტში), არავითარი საახალწლო მორთულობა. პარლამენტის შიგნიდან მკრთალად განათებული, აქეთ-იქედან ამწეებ შემორტყმული შენობა ცივად გამოიყურებოდა ჩაბნელებული მიდამოს ფონზე. ჭავჭავაძეზეც ფეხოსნები ისევ ძველებურად, ბატებივით კვეთდნენ ქუჩას ყველა მიმართულებით. ერთად-ერთი, ავტომშენის ქუჩაზე ლამპიონების ბჟუტურა ნათურები შეუცვლიათ და ნორმალურად ანათებდნენ ქუჩას.
--------------------
"არ არსებობს სამყაროში ბოროტება, რომელიც ქოცმა არ დაიჯეროს თუ ნაცებზეა ლაპარაკი, და არ არსებობს სისულელე, რომელიც ნაცმა არ დაიჯეროს თუ საქმე ქოცებს ეხება.”
|