ბიძინას უჭერს მაქსიმუმ 25 %, მიშას 75.



"Facebook-ში დაწყებულ გამოკითხვაში ამ დროისთვის სოციალური ქსელის 15.445-მა მომხმარებელმა მიიღო მონაწილეობა.
ბიძინა ივანიშვილს მხარს უჭერს 12.078 ადამიანი, ხოლო პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს 3.379 ხმა აქვს.
ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში ჩართვის შემდეგ, მცირე სოციოლოგიური გამოკითხვა „ტრიბუნა.ge“-ც ჩაატარა.
„მიაღწევს თუ ვერა ბიძინა ივანიშვილი წარმატებას პოლიტიკაში?“ – ამ კითხვით „ტრიბუნა.ge“–მ ინტერნეტგაზეთის მომხმარებლებს მიმართ.
გამოკითხულთა 81,7% მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში წარმატებებს მიაღწევს. 10,6%–ი ფიქრობს, რომ ივანიშვილი პოლიტიკაში წარმატებებს ვერ მიაღწევს, ხოლო, 7,7%–მა არ იცის, მიაღწევს თუ ვერა წარმატებებს პოლიტიკაში წარმატებული ბიზნესმენი."
"კახეთის საინფორმაციო ცენტრის ვებგვერდზე გამოკითხვა მიმდინარეობდა. დასმული იყო ერთი შეკითხვა - ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები რომ დაინიშნოს, ვის მისცემთ ხმას. გამოკითხვაში მონაწილეობა 561-მა ადამიანმა მიიღო. გამოკითხულთა 64% (359 რესპონდენტი) მხარს ბიძინა ივანიშვილს უჭერს.
18,7% (105 რესპონდენტი) მხარს ნაციონალურ მოძრაობას უჭერს; 5,5% (31 რესპონდენტი) სხვა პარტიებს; 3,6%-ს (20 რესპონდენტი) კითხვაზე პასუხის გაცემა უჭირს; 8,2 % (46 რესპონდენტი) ხმას არცერთ პოლიტიკურ პარტიას არ მისცემდა."
ესეც სტუდენტური გამოკითხვა, ამას მაინც არავინ უკვეთავს
http://giorgibenashvili.wordpress.com/2011...ri_gamokitkhva/
"არავინ არ იმყოფება ისეთ იუმედო მონობაში, როგორც ისინი, ვისაც გულუბრყვილოდ სჯერა, რომ ბოლომდე თავისუფალია." ი. ვ. გოეთე
"Welche Regierung die beste sei? Diejenige, die uns lehrt, uns selbst zu regieren." J.W. Goethe
"War is over (If you want it) " John Lennon & Yoko Ono