Mr_Crowleyწერე და იკითხე რამდენიც გინდა

ბოტნეტი, დოსი, ესა, ისა... მე მაქილიკებენ ტერმინების რახა-რუხზე და გაუცნობიერებელი ხალხის გულის გახეთქვას მეტი რა უნდა?

დაწერ რო პროგრამა "მწვანე კომბოსტოში" თურმე ჩაშენებულია რაღაც ბოტნეტი რომელიც შენს კომპიუტერს აზომბირებს და დოსავს საიტებს და რაც მთავარია 2008-ში ქართულ საიტებს დოსავდა. ვინც ბოტნეტი და დოსი პირველად გაიგო იმისთვის ეფექტურია, მითუმეტეს ვიკიპედიას 1-2 ლინკსაც დაამატებ და მორჩა

(იმის არ იყოს, ჩვენთან რო ონლაინ-შოპინგმა ფეხი მოიკიდა, რ2-ზე ვრცელი სიუჟეტი რო გავიდა, რა საშიშია ინტერნეტით შოპინგი. ვინც ტყემალზე იჯდა ონლაინ კი არა მაღაზიაში აღარ შედიოდა მერე კაი ხანი შიშით

)
მარა პატივცემული ვასილი იმას რატო არ ამბობს, რო საქართველოში კიბერუსაფრთხოების არანაირი სტანდარტი არ არსებობს? იმას რატო არ ამბობს, რო 2008 წელს ჰიტლერის და სააკაშვილის სურათები რო გამოკიდეს ლამის ყველა ქართული სამინისტროს საიტებზე რუსებმა, ეგ კასპერსკის ბოტნეტების დამსახურება კი არა, არაკეთილსინდისიერი ქართველი ვებ-მასტერების + "ფეხებზემკიდია" პოლიტიკის ბრალი იყო?

ან იმას რატო არ ამბობს, კერძო ჰოსტერებთან რო იყო მთელი სამთავრობო სექტორის საიტები გამოკიდებული და მაგათ დადოსვას რო არაფერი უნდოდა?
რაღა შორს წავიდე, 3-4 წლის წინ, ერთი ფორუმელი მასტი ეძრობოდა, ტიმს ძილი დაუფრთხო, სახელი არ მახსოვს, მარა მახსოვს რო შემოვიდა, დაიმუქრა, დასცინა ყველამ და მერე ნახევარი დღე ფორუმი გაითიშა. კიდე შემოვიდა, კიდე დაიმუქრა, კიდე დასცინეს და მერე ერთი დღე გაითიშა

მერე რა უქნეს იმ ტიპს არ ვიცი, მარა ფაქტი ისაა, რო ქართული ინტერნეტ-სივრცე და არა მარტო ინრნეტ სივრცე, იტალიური ეზოსავითაა და თავისი გაჭირვება ეყოფა, კასპერსკიზე ბაიკები რო არ მოყვეს კიდე ვინმემ. მარა ჩვენთან ხო "სკანდალური ინფორმაცია" წყურია ხალხს და აჰა.
ნახევარი საქართველო დაზომბირებულია და ეგ არ ადარდებს არავის და კასპერსკი რო კომპს აზომბირებდეს ეგ გააკვრივებს ვინმეს?