და აი გამოჩნდა აუქციონზე ბანკში დაგირავებული ქონება, რომელზეც ნოდარ ჯავახიშვილი ამბობდა:
ვაკეში ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ერთი კორპუსი:
https://www.eauction.ge/Lots/LotDetailsOnli...59-dfd012205d9bმეორე კორპუსი:
https://www.eauction.ge/Lots/LotDetailsOnli...fb-d90f999d0e7aეს სად არის არ ვიცი, ვეკუას ქუჩა:
https://www.eauction.ge/Lots/LotDetailsOnli...8f-4d70903562f9ეს ვერაზე პედიატრიის ინსტიტუტი(ლოტის აღწერაში 8 სართულიანი წერია შეცდომით):
https://www.eauction.ge/Lots/LotDetailsOnli...41-9d428deb27e5ესეც ისტორიის ინსტიტუტი ვერაზე:
https://www.eauction.ge/Lots/LotDetailsOnli...67-91baf33902a3ესეც სამკერვალო ფაბრიკა:
https://www.eauction.ge/Lots/LotDetailsOnli...a4-95ca5b1dd8e3აუქციონი ტარდება 19 დეკემბერს 30 წუთიანი შუალედებით ლოტებს შორის.
ის რომ ლოტები მიწის კატეგორიაშია მოხვედრილი და არა შენობა-ნაგებობებში შემთხვევითი არ არის. თავს იზღვევენ, ვინმეს ღმერთი არ გაუწყრეს და ჩამოფასებამდე განაცხადი არ გააკეთოს. მე მგონია, რომ პირველივე აუქციონზე არ გაიყიდება და შემდეგ ჩამოფასებულს ისევ მაგათი წარმომადგენელი იყიდის.
ყველაზე საინტერესო სულ სხვა რამეა.
ამ ლოტების საკადასტრო კოდით ადვილად მოძებნით ამ ქონების ისტორიას საიტზე:
https://naprweb.reestri.gov.ge/და თუ არ დაიზარებთ ამას(საჯარო რეესტრის ამონაწერებსაც გახსნით), ნახავთ რომ ყველა მათგანი არც თუ ისე შორეულ წარსულში იყო სახელმწიფო საკუთრებაში და აუქციონზე გაყიდვის გარეშე(და საერთოდ გაყიდვის გარეშე) გადავიდა კერძო საკუთრებაში. ამონაწერში ფიგურირებს უძრავი ქონების გაცვლის ხელშეკრულება კერძო და სახელმწიფო სტრუქტურებს შორის.
ამდენი უძრავი ქონების სანაცვლოთ ალბათ სახელმწიფომ ადეკვატური ქონება მიიღო. ნეტავ სად? რომელი? რამდენი?
არა, არ იფიქროთ, რომ ეს ხალხი რომ იყო ბნელი(ვარდების რევოლუციამდე) მაშინ მოხდა. 2010 წლის ამბებია.
მიუხედავად ივანიშვილის განცხადებებისა(არავის არ დავსჯიო), მოუწევს ვიღაც-ვიღაცეებს თავისივე აშენებული ვირის აბანოს ხეხვა.