რომელი ფული, ვასილი, კონკრეტულად?
რომელიც აქამდე დახარჯა ქველმოქმედებაში, თუ რომელსაც ახლა ხარჯავს ან მომავალში დახარჯავს?
რომელიც აქამდე დახარჯა, ის ვერ ჩაითვლება დროის გრძელვადიან მონაკვეთში გაწეულ პოლიტიკური მოტივის მქონე დაბანდებად.
ხოლო ვარაუდი იმისა, რომ ქველმოქმედებას იმიტომ ეწეოდა, რომ ხელისუფლებაში მოსულიყო და ამოეღო იგი ფულად ექვივალეტშივე, სრული სისულელეა, თუნდაც ფინანსური მოსაზრებებით.
როგორ გგონია შენ, ადამიანი როდესაც ხედავს რომ ხალხი სამათხოვლო ვაუჩერებზე და ერთ ტომარა ფქვილზე გაიყიდა რამოდენიმეჯერ, ის 10 წლის განმავლობაში მილიარდზე მეტს გადაყრის?
ზოგადად, ამ სახით "ფულის ამოღების" ვარაუდები ტიპიურად არის იმ ხალხის აზროვნებისთვის დამახასიათებელი, ვისაც შეხება დიდი-დიდი 100,000 დოლარის ბრუნვასთან ჰქონია.
რაც შეეხება იმ ფულს რომელსაც ახლა ხარჯავს ქველმოქმედებაში, მის პოლიტიკაში მოსვლამდე იყო დაწყებული უამრავი პროექტი, რომელიც ახლაც მიმდინარეობს. და რადგან პოლიტიკაში მოვიდა, აქაოდა ვასილიმ და შურიგემ მოსყიდვაში არ ჩამოთვალონო, უნდა შეაჩეროს ეს პროექტები? შენ ასე მიქცეოდი?
ამაზე გარკვევით მე ვერ დავწერ
This post has been edited by Shurige on 6 Dec 2011, 01:58