SUPERTV
Super Crazy Member +

      
ჯგუფი: Members
წერილები: 10960
წევრი No.: 48126
რეგისტრ.: 29-November 07
|
#28683363 · 9 Dec 2011, 17:05 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
IRI–ის კვლევების გამოქვეყნების შემდეგ, მთაწმინდის შუშის სასახლეში დიდი ალიაქოთი ატყდა. თავდაჯერებული ოლიგარქი და მისი ნაზირ–ვეზირები, ასეთ ფიასკოს, როგორც ჩანს, მაინც არ ელოდნენ.
ზღვარდაუდებელი ამბიციების მქონე მილიარდერი, რომელიც გამოჩენის დღიდან გარშემო ყველა ოპონენტს თითს უქნევს, საზოგადოებას ჭკუას არიგებს და მუდმივად იმაზე საუბრობს, თუ როგორ მოვა საქართველოს ხელისუფლებაში აბსოლუტური უმრავლესობით, აშკარად ძალიან შეშფოთდა... მსხვილ ჯიბეზე ხელი გაიკრა და სასწრაფო წესით, საკუთარი, პერსონალური გამოკითხვა შეუკვეთა. თუმცა, მისთვის სრულიად წარმოუდგენელი შედეგი მიიღო...
ე.წ. სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა გამოკითხვა ჩაატარა და მეტად არაორდინარულ სიტუაციაში აღმოჩნდა. თვით ივანიშვილის მიერ შეკვეთილი გამოკითხვის მიხედვითაც კი, პირველ ადგილზე, მმართველი პარტია – ნაციონალური მოძრაობა გავიდა. ოლიგარქმა, საკუთარი მოლოდინისა და სურვილის წინააღმდეგ, ფაქტობრივად, ფული იმისათვის დახარჯა, რომ სხვა ორგანიზაციის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგების სისწორე, კიდევ ერთხელ გაემყარებინა.
აშკარაა, რომ ბიძინა ივანიშვილის პოპულარობის მაჩვენებელი იმდენად მოკრძალებული აღმოჩნდა, რომ რეიტინგში, მისი პირველ ადგილზე გაყვანა წარმოუდგენელი შეიქმნა.
ფაქტობრივად, მცირე მასშტაბებში, ის სცენარი გამეორდა, რაც რამდენიმე დღის წინ, რუსეთში, ოლიგარქის ჩრდილოელმა ლობებმა განახორციელეს, როცა, საზოგადოების მკვეთრად დაბალი მხარდაჭერის გამო, იძულებულნი შეიქმნენ, რომ მხარდამჭერთა რაოდენობაში, მხოლოდ 50 % დაეწერათ, საკუთარი თავისა და პარტიისათვის.
მოკლედ, ივანიშვილს ვარდისფერ ოცნებებში აგებული ვირტუალური კოშკები, მეტად მოკლე დროში ჩამოეშალა. მიუხედავად იმისა, რომ მისი ორგანიზაცია ბევრს ეცადა, რეიტინგში მმართველი პარტია რაც შეიძლება მწირი შედეგებით, ხოლო საკუთარი კუმირი და მუსიკის შემკვეთი – გრანდიოზული მიღწევებით წარმოეჩინა, ფაქტია, რომ პოპულარობის მაჩვენებლის სიაში, ის და მისი ქართულ–რუსული ოცნება, მხოლოდ მეორე ადგილზე ფიგურირებს, მნიშვნელოვნად გაბერილი, მაგრამ მაინც მოკრძალებული 32 პროცენტით.
ეს კი, ზედმეტად დაბალი მაჩვენებელია მესიისათვის, რომელიც რიხითა და შემართებით, საქართველოს გადამრჩენლის ამბიციით და პიტერ პენის მოსასხამით შემოიჭრა ქართულ პოლიტიკაში.
ფაქტია, რომ ქართველმა ამომრჩეველმა ამბიციურ მილიარდერს რეალობის შეგრძნების მეტად მწარე გაკვეთილი ჩაუტარა. რამდენად იმოქმედებს ეს ოლიგარქის და მისი მფარველების გეგმებზე, ახლო მომავალში გაირკვევა.
თუმცა, თუ ჭორვილელ მილიარდერს ანალიზის მცირე უნარი მაინც შერჩა, წესით, მისი უსაზღვრო ამბიციები მნიშვნელოვნად უნდა მოითოკოს. სხვა საკითხია ოლიგარქის გარემოცვა, რომლისთვისაც ივანიშვილი მხოლოდ „ძროხაა“, რომელიც გვარიანად იწველება...
პ.ს.: მართალია, ყველაფრის ექსპერტი და „ჭკუის კოლოფი“, გია ხუხაშვილი, ჭორვილელის საამებლად თავს არ ზოგავს, მაგრამ თუ ივანიშვილს ცოტაოდენი ანალიზის უნარი მაინც შერჩა, ალბათ უნდა ხვდებოდეს, რომ ყოფილი შევარდნაძისტი, ყოფილი ბადრისტი, ყოფილი გრეჩიხა-ბურჯანაძისტი და მოკლედ ყველა დროის „ისტი“, ოლიგარქს მხოლოდ 30 ვერცხლის გამო ეტენება და მისი „თითიდან გამოწუწნული“ იდეები სულ ე.წ. სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტზე ჰკიდია.
|