ამაში კატეგორიულად ვერ დაგეთანხმებით!! თქვენ რასაც ამბობთ ეს არის ქართული რეალობიდან გამომდინარე დამოკიდებულება, ნორმალურ ქვეყნებში სახელმწიფოს აქვს სერიოზული ბერკეტები იმისა რომ დაეხმაროს ბიზნეს ან პირიქით შეუზღუდოს საქმიანობა თუ ის არ აკმაყოფილებს მის მიერ დადგენილ მოთხოვნებს, რაც ითვალისწინებს პირველ რიგში პაციენტის უსაფრთხოებას.
პ.ს. მე დამიწერე ამ ფორუმზე და ეხლაც გავიმეორებ, წამალი არ არის ჩვეულებრივი პროდუქტი, ეს არის საშუალება რომელმაც შეიძლება გარგოს და პირიქით გავნოს, აქედან გამომდინარე წამლის მხოლოდ ბიზნესზე მინდობა არ შეიძლება, სახლმწიფო უნდა იყოს ჩართული როგორც მის მიმოქცევაში, ასევე სხვა მასთან დაკავშირებულ პროცესში.
ტალიდომინის ტრაგედია ალბათ მედიცინის მუშაკებს კარგად ახსოვთ, მაშინ ბიზნესმა ანუ ფარმაცევტულმა კომპანიამ ყველა კვლევა ჩაატარა ამ მედიკამენტზე და მოხდა ბაზარზე გაშვება, დაახლოებით 3-4 წელი იყო ეს მედიკამენტი ბაზარზე, დაიწყო აქტიური რეკლამირება, დაახლოებით 40 000 ექიმის ინფორმირება მოხდა ამ მედიკამენტის უსაფრთხოებაზე ორსულებში, ერთი სიტყვით ფარმაცევტული კომპანია ყველაფერს აკეთებდა იმისათვის რომ რაც შეიძლება მეტი მოგება მიეღო (რაც ბუნევრივია, ბიზნესი პირველ რიგში მოგებაზე ფიქრობს), მაგრამ მოხდა ის რაც მოხდა, დაიბადა უამრავი ბავშვი სხვადასხვა ანომალიებით და ამ მედიკამენტით გამოწვეული უარყოფითი გავლენა წლების განმავლობაში ვლინდებოდა...
ბევრი ქვეყანა საკმაოდ გვიან გაერკვა სიტუაციაში და მას შემდეგ რაც თვალნათელი იყო ამ მედიკამენტის უარყოფითი გავლენა ნაყოფზე, მიუხედავად ამისა (ალბათ ბიზნესმენების გავლენით) საკმაოდ დაგვიანებით ამოიღეს ეს მედიკამენტი ბაზრიდან.
საქართველოში ეხლაც არის რამოდენიმე ჩემთვის ნაცნობი მედიკამენტი რომელსაც შეჩერებული აქვს ევროპის გარკვეულ ქვეყნებში რეალიზაცია, მაგრამ საქართველოში აქტიურად იყიდება.
ეს პარალელები გავავლე იმისათვის რომ დავფიქრდეთ რასთან გვაქვს საქმე.
http://www.medportal.ge/pg2.php?Id=6084&ac...Id=49&act2=fullესეც ქართული სტატია მედიატორთან დაკავშირებით, რომელზეც დღესაც არ ცხრება მწვავე დისკუსიები საფრანგეთში...
This post has been edited by ზაზა_147 on 10 Dec 2011, 03:14