უFF...
ამოვისუნთქე.
ვფიქრობდი იმ დღეს რა მეშველება მინაშვილის, ოჩიაურის, პალიკოს, გოკას, გიგის და ბაქრაძოს გარეშე-თქო.
მერე უცებ ვერაც მომაგონდა, ხათუნაც, გოროზიაც და თვალზე ცრემლი მომადგა.
აბა ესენი თუ არა, ვინ, ვინ განაგრძობს-მეთქი კეთილი საქმის კეთებას

აი, თქვენც გაგხარებიათ, ვხედავ.
განა გწყენიათ.
და საერთოდ, ვერ გამიგია, ადამიანს ისედაც ნაკლად გამოჰყოლია ეს დრო, და რას ვავიწროვებთ მის გასაქანს კიდევ უფრო ამ ფორმალური პროცედურებით. რა საჭიროა, ნუ, აი, ხო ხვდვებით რაც. მე ვერ გამიგია და ვერც გავიგებ. ქვეყანას ასე გაუმართლოს, ასეთი გუნდი მოევლინოს, ანგელოსებს ვგულისხმობ რასაკვირველია, და რაღაც ლურჯ სითხემდე დაიყვანო? კარგი რა, კარგი-თ რა

გახარებული ვარ და ბედნიერი.
მე მიყვარს ჩემი ქვეყნის ვერტიკალური, აჩონჩხლილი სისტემა

ის ლამაზია და მშვიდი.
როცა ცუდად ვიქცევი მომტყიპავს.
როცა კარგად მოვიქცევი ზეიმზე წამიყვანს.
რო იცოდეთ, როგორი გახარებული ვარ.
ყველაფერი კანონზომიერია.
რო წარმოვიდგენ, ზაალს მოაშთობენ, ნოდარის გააქრობენ. სად წავიდე, სიმართლე ვისღა მოვკითხო.
ასე რომ,
გახარებული ვარ და ბედნიერი.
სახეებზე, თქვენც გატყობთ კმაყოფილებას.
შვება ხომ იგრძენით?

ხომ კარგია და სასიამოვნო?
წინ გაუძეხი ფარასო,
დელია დელია რანუნი,
კარი მოკეტე დარაჯო,
დელია დეალი რანუნი.