საგანგაშო ნამდვილად არაა ივანიშვილისთვის. ნორმალური პროცენტებია, მე მეტს არც ველოდი.
აქ საქმე სხვა რამეშია.
ამ გამოკვლევის შედეგები სანამ დაიდებოდა, ოპოზიციის მომხრეთა უმრავლესობა უსიკვდილოდ დარწმუნებული იყო, რომ ივანიშვილს 81,98% აძლევდა ხმას და არც ერთით ნაკლები.
ჰოდა ახლა ყველას ვეკითხები, საიდან იყო ეს რწმენა?
თქვენ ძმებო, მიშიზმი, უბრალო მოვლენა გგონიათ და ისკლუჩიტელნა დებილების, ნაყიდი ნაძირალების და ჩინოვნიკების თავშესაფარი. არადა მანდ უფრო რთულადაა საქმე.
ნებისმიერ შემთხვევაში ერთი პლუსი ივანიშვილს, რომ არ გამოიყენა საზოგადოების დიდი ნაწილში არსებული რწმენა, რომ ეს ნაწილი კიდევ უფრო დიდია

, არ გამოედევნა მოკლევადიან პიარს, არ მოიტყუა და არ თქვა, რომ 80% უჭერს მხარს. ეს მინიმუმ იმას ამტკიცებს, რომ ივანიშვილი აქამდე ცნობილი პოლიტიკანებისგან დადებითად განსხვავდება.
გარდა ამისა მე მართალი გითხრათ მეეჭვება რომ, ივანიშვილმა რამენაირად ხმების მეტი რაოდენობა მიიზიდოს. ამ ადამიანის პოპულარობა მისი პოლიტიკური ან ეკონომიკური პროგრამის ხარისხით კი არ განისაზღვრება, არამედ საზოგადოებაში არსებული ანტისახელისუფლებო პროტესტით და მისი, როგორც ქველმოქმედი, ანუ საერთოდ "კარგი ადამიანის" იმიჯით.
მისი პოლიტიკური და ეკონომიკური პროგრამის ნებისმიერი სპეციფიზაცია მხოლოდ მისი მომხრეების გაფილტრვას გამოიწვევს ჩემი აზრით. ნებისმიერ შემთხვევაში, თუ ივანიშვილმა პროცენტები მოიმატა, ეს ალბათ რაღაც საოცარი პროგრამის წარდგენის გამო კი არ იქნება, არამედ ხელისუფლების მხრიდან მორიგი ღრმა ქინძობის გამო, რომელიც ხალხში პროტესტს გაზრდის.
ასეთია ჩემი უბეჟდენია.
არა თუმცა უფალმან აღაშენა სახლი, ცუდად შურებიან მაშენებელნი მისნი; არა თუმცა უფალმან დაიცვა ქალაქი, ცუდად იღუიძებენ მხუმილნი მისნი.
ფს. 126