აქაც იყოს...
ვიღაცამ გადაცმული კარდუა-ო და ხომ იცით ხარი ხართან დააბიო...
თბილისი, 18 იანვარი (პირველი) -- კოალიციამ "ევროპული საქართველოსთვის" დღეს პირველი კონგრესი გამართა და საბჭოს შემადგენლობა აირჩია.
საბჭოს წევრები თამარ ჩერგოლეიშვილი, გიორგი კეკელიძე,
გიგა ნასარიძე, ბექა მინდიაშვილი, დავით ბერიტაშვილი, ვასო გაბუნია, ნანა ჯანაშია, გია ნოდია, ალექსანდრე რონდელი, მერაბ ბასილიცა, მაია თოდუა,
ქეთევან გაბიანი, ზურაბ ჯაფარიძე, ლევან რამიშვილი, გია ჯანდიერი, ვახტანგ მეგრელიშვილი, ვახტანგ ბარამიძე, მიშა თავხელიძე, ლევან ჩოლოყაშვილი, ზაურ ხალილოვი, მარი მიქოიანი, მამა კალენიკე, თეონა ლავრელაშვილი გახდნენ.
კოალიციის საბჭო კოალიციის მიერ მიღებულ რეკომენდაციებს განიხილავს და მთავრობისთვის სარეკომენდაციოდ მოამზადებს.
"ჩვენ გვინდა, რომ ევროპული გამოცდილებიდან საქართველოში საუკეთესო გადმოვიტანოთ", - განაცხადა "პირWელთან" საუბრისას კოალიციის წევრმა მიშა თავხელიძემ.
დღევანდელ კონგრესზე კოალიციამ სამომავლო გეგმებიც დასახა.
"კოალიცია, როგორც ყველაზე ფართო საზოგადოებრივი გაერთიანება საქართველო-ევროკავშირის მოლაპარაკებებში აქტიურ ჩართვას გეგმავს. ამ მიზნით კოალიცია როგორც საქართველოს ხელისუფლებასთან, ასევე ევროპულ სტრუქტურებთან თანამშრომლობას აპირებს. კოალიციის მიზანია, გახდეს საქართველოს ევროპული პოლიტიკის განმსაზღვრელი მთავარი საზოგადოებრივი ძალა" - აცხადებენ კონგრესის მონაწილეები.
კოალიციაში "ევროპული საქართველოსთვის" საქართველოში მოქმედი 70-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია შედის.
http://pirweli.com.ge/index.php?option=com...k=view&id=61935http://www.facebook.com/notes/coalition-fo...171932679516171სადაა ბატონი კარდუ?
Absolute zero is cool...
Black hole sucks...