ქართველების ერთად ყოფნა....
ისევ მტკივა მორჩენილი იარა,
შენ მიხმე და თავს გაახლებ ღმერთო…
ქართულს სინჯავს სიტყვას, როგორც იარაღს,
ჩემ საყვარელ იადონებს ვერ ვთმობ.
იმერლების იმერლობა კი არა
გურულების გურულობა კი არა,
კახელების კახელობა კი არა
ქართველების ქართველობა დამილოცე ღმერთო!
ერთი კაცის გამარჯვება კი არა
ორი კაცის გამარჯვება კი არა
სამი კაცის გამარჯვება კი არა
საქართველოს გამარჯვება დამილოცე ღმერთო!
ისევ მტკივა მორჩენილი იარა
შენ მიხმე და თავს გაახლებ ღმერთო,
ჩვენთან ერთად გაზაფხულმა იარა
მათრახს ჩვენში ვინ აკადრებს თეთრონს.
..მარტო ჩემი ერთგულება კი არა
მარტო ჩემი სიყვარული კი არა,
მარტო ჩემი სიმღერები კი არა
ქართველების ერთად ყოფნა დამილოცე ღმერთო!
გილოცავთ ყველას ახალ წელს.
უდიდესი თქვენს შორის თქვენი მსახური იყოს.
თორმეტმა ამირჩია. ერთზე გავიფიქრე იუდაა მეთქი და არ შევმცდარვარ.
ესენი უნდა მახსოვდეს.