merkuriela
Super Crazy Member ++

       
ჯგუფი: Members
წერილები: 28861
წევრი No.: 114108
რეგისტრ.: 17-April 10
|
#31323062 · 24 May 2012, 08:44 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
არ ვიცით რატომ, მაგრამ ახალი ამბების სააგენტოები საინფორმაციო გამოშვებებში მხოლოდ ცუდ ამბებს იუწყებიან. რომელიც გინდა არხი გადართე, ყველგან საშინელება და აპოკალიფსისის მოლოდინია!
ხოლო თუ ამ დამთრგუნავ დინებაში რაიმე სასიხარულო გამოკრთება, ის ან უადგილოდ მოსჩანს ან კიდევ სრულიად უმნიშვნელოდ არის მიჩნეული. არადა, სინამდვილეში კარგი ამბებიც სავსეა მსოფლიოში! და ზოგიერთი მათგანი სრულიად იმსახურებს იმას, რომ გახდეს დღის საინფორმაციო მოვლენა.
შვიდი სასიხარულო ცნობა, რომელთა შესახებაც არაფერს იუწყებიან.
მაგალითად, იცოდით თუ არა რომ...
1. მექსიკის ყურე თითქმის აღადგინეს ნავთობკატასტროფის შემდეგ. ჯერაც არავის დავიწყნია ეს შემთხვევა, მაგრამ მაინც შევახსენებთ მკითხველს, რომ 2010 წლის 20 აპრილს მექსიკის ყურეში მოხდა აფეთქება, რომელმაც გამოიწვია ძლიერი ხანძარი სანავთობო ანძაზე Deepwater Horizont, რომელიც ეკუთვნოდა კომპანიას British Petroleum. ორი დღის შემდეგ პლატფორმა ჩაიძირა, ხოლო ნავთობმა ჭაბურღილებიდან მექსიკის ყურეში ამოხეთქა.
ნავთობი კატასტროფული რაოდენობით დაიღვარა. სიტუაცია მართლაც რომ საგანგაშო იყო და ამაში არავინ დავობს. მაგრამ, ეს კატასტროფა რომ მომხდარიყო არა 2010, არამედ 2011 წელს, იმის შემდეგ შეცვლილი ოკეანის დინებები მთელს ამ ნავთობს ფლორიდა-კისის (ფლორიდის ნახევარკუნძულის სამხრეთ ნაწილის კუნძულთა ჯაჭვი - რედ.) კუნძულებამდე სულ რაღაც ერთ კვირაში მიაღწევდა. ანუ, ყველაფერი შესაძლოა ბევრად უარესად ყოფილიყო.
ახლა კი კარგი ცნობა: მექსიკის ყურე იმაზე სწრაფად იწმინდება, ვიდრე ამაზე ვინმე თუ იოცნებებდა.
სანამ ვინმე ირონიულ კომენტარებს მოიმარჯვებს, შევნიშნავთ, რომ არავინ ამტკიცებს თითქოსდა ამჯამად მექსიკის ყურეში იდეალური მდგომარეობაა. და ყოველ შემთხვევაში, შვებულების გატარება მექსიკის ყურის ნაპირებზე ჯერაც ნაადრევია. მაგრამ, აი, რა არის საკვირველი - სადღეისოდ ყურე ისეთივე მდგომარეობაშია, როგორც კატასტროფამდე. და არავინ, თვით ВР-ს წარმომადგენლობაც კი, ვინც ამ კატასტროფის მთავარი დამნაშავეა, ვერ წარმოიდგენდა, რომ მისი გაწმენდა მოხდებოდა ასე მალე.
კატასტროფიდან ერთი წლის შემდეგ ათობით მეცნიერმა მასშტაბური შეფასება მისცა მექსიკის ყურის მდგომარეობას. შეისწავლეს ყველაფერი, რაც კი შეიძლებოდა: ზღვის ფსკერი, სხვადასხვა თევზები, პლიაჟები... და დაასკვნეს, რომ ყურის მდგომარეობა 100 შესაძლო ბალიდან უტოლდება 68. სკოლის ტერმინოლოგიას თუ გამოვიყენებთ, ეს "დამაკმაყოფილებელია". ასეთი ნიშნებით კი მოსწავლის მშობელს დირექტორთან არ იბარებენ. ასე, რომ შეგვიძლია მშვიდად ვიცხოვროთ.
კატასტროფამდე, მექსიკის ყურის მდგომარეობა ფასდებოდა 71 ბალით. ეს ნიშნავს, რომ კატასტროფამდეც არ იყო ის ბრწყინვალე მდგომარეობაში. მაგრამ, ამის შესახებ ჩვენ არ ვისაუბრებთ, რადგან ეს სტატია მხოლოდ კარ ცნობებს ეძღვნეა. არც დელფინების ამოწყვეტაზე, არც ნავთობბუშტუკებზე, რომლებიც დრო და დრო ამოდიან ხოლმე ოკეანის ზედაპირზე - არაფერს ვიტყვით. დღეს არა, როდესმე სხვა დროს.
ჩვენ იმაზე ვილაპარაკებთ, რასაც არავინ ელოდა, რომ ნავთობის შთანმთქმელმა მიკროორგანიზმებმა სწრაფად და ოსტატურად შეასრულეს თავიანთი საქმე. და რაც მთავარია. წრიული დინება, რომელსაც შეეძლო ნავთობის მიტანა ფლორიდა-კისამდე, ამასწინათ შეჩერდა. ხოლო როდესაც შეჩერდა, ერთ უზარმაზარ ორმოდ გადაიქცა, რომელმაც, ყველას გასაკვირად, ნავთობი გააჩერა თავის არეალზე.
ეს რომ არ მომხდარიყო (და არავინ იცის რატომ მოხდა), ნავთობი ჯერ მოთხვრიდა მთელ კისს, შემდეგ კი აღმოსავლეთ სანაპიროსაც მიაშურებდა. და ამისი შეჩერების შანსი არავის ექნებოდა.
2. კარგი ცნობები შიდსის შესახებ მრავალ ჩვენთაგანს ახსოვს ის დრო, როდესაც შიდსის დიაგნოზი ავტომატურად გულისხმობდა სასიკვდილო განაჩენს. არა აქვს მნიშვნელობა, რამდენად მდიდარი იქნებოდა ვინმე, სად ცხოვრობდა, და როგორი სახის სამედიცინო დახმარებას მიიღებდა. თუ სისხლის გადასხმით ან სხვა საშუალებით (მაგ.: დანტისტთან მკურნალობის დროს) დასნებოვნდებოდა ვინმე, მის სიცოცხლეს უკვე მისტიროდნენ.
ახლა კი კარგი ამბავი:
ანტირეტროვირუსული საშუალებების წყალობით, შიდსის დიაგნოზის მქონე პაციენტებს შეუძლიათ სიცოცხლე ათეულობით წლებით გაიხანგრძლივონ. ცხადია, სრული სიხარულისთვის ჯერ კიდევ საბაბი არა გვაქვს, მაგრამ ეს სასიკვდილო განაჩენი მაინც არ არის. და აი, კიდევ ერთი, ამაზე უკეთესი სიახლე: 2001 წლიდან შიდსით დაავადებულთა რაოდენობამ 25 %-ით იკლო.
აშშ-ში ანტირეტროვირუსული პრეპარატებმა მნიშვნელოვანწილად შეამცირა სნეულების გადაცემა დედიდან ახალშობილზე. დაავადების კონტროლის ცენტრის მონაცემებით, 2009 წელს სულ დარეგისტრირდა ბავშვთა დასნეულების მხოლოდ ოცდაათი შემთხვევა. შედარებისთვის: 1999 წელს ეს რიცხვი აღწევდა 195, ხოლო 1992 წელს - 896.
და აქ ჩვენ მივუახლოვდით ამაზე უფრო საუკეთესო სიახლეს: ეს მონაცემები მხოლოდ დასავლეთის სამყაროს არ ეხება. სამხრეთ აფრიკაში, მაგალითად, შიდსის გადაცემის პრევენციამ 95,6 პროცენტს მიაღწია. ინდოეთში ახალი ავადმყოფების რიცხვმა 10 წლის განმავლობაში 50 პროცენტით იკლო, ხოლო შიდსით დამოწვეული სიკვდილიანობა 64 პროცენტით შემცირდა.
რა თქმა უნდა, შიდსი ჯერ კიდევ რჩება საშინელ დაავადებად. და, მაინც, ახლა მრავალი ადამიანი შიდსის დიაგნოზით ხანგრძლივად ცხოვრობს - იწყებს მუშაობას, დადის სკოლაში, ქორწინდება...
3. ატლანტიდის თავზე ოზონის ხვრელი ვიწროვდება აგერ უკვე ოცი წელია ოზონის ხვრელზე საშინელებისა და სასოწარკვეთის გარდა არაფერი გვსმენია. 1985 წელს მისი აღმოჩენის მომენტიდან, იმდენად შეშფოთებულნი ვიყავით ოზონის შრის დათხელებასთან დაკავშირებით, რომ 1987 წელს ამ პრობლემის გადასაწყვეტად სასიკვდილოდ გადაკიდებული მტრებიც კი გაერთიანდნენ. და რა? ამჯერადა საერთაშორისო თანამშრომლობამ კარგი შედეგი გამოიღო.
სასიხარულო ცნობა: ოზონის ხვრელი ნელა, მაგრამ ნამდვილად ვიწროვდება და იკვრება. წლიდან წლამდე ის სულ უფრო და უფრო მცირე ხდება.
წარმოიდგინეთ 25 კილომეტრიან საბანში გახვეული დედამიწა. გაზაფხულისთვის ეს საბანი ისე ცვთება, რომ თავის გაცვეთილ და გაცრეცილ ადგილებში არ შეუძლია სახიფათო, ულტრაიისფერი სხივების შეკავება, რითაც საფრთხე ექმნება მთელს დედამიწას. ამასთანავე წარმოიდგინეთ, რომ საბანი სწორედ ჩვენი მიზეზით გაცვდა.
ამ ხვრელთან პრობლემა კიდევ იმიტომ არის დაკავშირებული, რომ რთული ატმოსფერული პროცესების გამო ოზონის კონცენტრაცია წლიდან წლამდე იცვლება. ამიტომაც, რა ხდება იქ, მაინც ძნელი გასარკვევია.
მაგრამ, სულ ახლახან ავსტრალიელმა მეცნერებმა შეისწავლეს ეს რხევები და გამოარკვიეს, რომ ხვრელი ოზონის შრეში, რომელმაც თავის პიკს 90-იან წლებში მიაღწია, თხუთმეტი პროცენტით შემჭიდროვდა.
მეტიც, ხვრელი ყოველწლიურად ვიწროვდება. ანუ, ეს არის დადებითი ტენდენცია. და ის ნიშნავს, რომ 2060 წლისთვის ოზონი სრულიად აღსდგება. ეს ძალზედ სასიხარულო ამბავია მთელი პლანეტისთვის.
4. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებში სიკვდილიანობამ რეკორდულად დაბალ დონეს მიაღწია მაგრამ, არის კარგი ინფორმაციაც:
მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყოველდღიურად გვესმის ამგვარი საგზაო შემთხვევების შესახებ, ავტოავარიების რაოდენობა, 1949 წლიდან მოყოლებული, დღეს ყველაზე დაბალ დონეზეა.
თუმცა ნუ ცთუნდებით. უსაფრთხოების დაცვა აუცილებელია და მას მანქანის მართვის თქვენეულ ოსტატობასთან არაფერი აკავშირებს. მთელი საიდუმლო უსაფრთხო ავტომობილებშია. ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც მანქნამ მართლაც გაამართლა მასზე დამყარებული იმედები.
5. მცირდება არასრულწლოვანთა ფეხმძიმობა
შეუძლებელია ჩართო ტელევიზორი და რომელიმე პროგრამამ არ აჩვენოს სიუჟეტი მოზარდ გოგონებზე, რომელთაც ხელში თავიანთი ჩვილი ბავშვები უჭირავთ. როგორც ჩანს, იმისთვის გვაჩვენებენ, რათა სამართლიანად აღვშფოთდეთ და ვიმსჯელოთ თანამედროვე ახალგაზრდობის გარყვნილების დონეზე. ჩვენს ტელევიზიებს თუ დავუჯერებთ, მრავალ ქვეყანაში მოზარდთა ფეხმძიმობის ნამდვილი ეპიდემიაა. სინამდვილეში კი საქმე არც თუ ისე ცუდადაა.
საიმედო ცნობა: როგორც საგზაო კატასტროფათა შემთხვევაში, მოზარდთა დედობა დღეს ბოლო 70 წელთან შედარებით ყველაზე დაბალ დონეზეა.
რას უნდა ვუმადლოდეთ ასეთ ბედნიერებას? უბიწოების პროპაგანდას? მოზარდთა აღზრდას? სქესობრივ განათლებას? არავინ იცის. ზოგიერთი ექსპერტი ამ ფენომენს ცხოვრების დონის დაწევასა და რეცესიას მიაწერს. თითქოსდა მოზარდებმა უცებ შეიგნეს, რომ ბავშვების გაზრდა არცთუ იოლია.
იქნებ სასწაული მოხდა, და დღევანდელმა თაობამ თავში შეუშვა ის აზრი, რომ გარყვნილ ცხოვრებას თავისი უარყოფითი შედეგები მოჰყვება?
6. ასაკის მომატებასთან ერთად, ადამიანები თავს უფრო ბედნიერად გრძნობენ
ჩვენ ყველამ კარგად ვუწყით, რომ სიბერე არც თუ სასიხარულოა. მოხუცი ადამიანები ადვილად გაღიზიანებადნი, მიკერძოებულნი და ჭირვეულნი არიან. სიკვდილიანობაც ხომ არც ისე იშვიათია ამ ასაკის ადამიანთა შორის. და რა არის აქ სასიხარულო?
სასიამოვნო ცნობა:
სინამდვილეში, მოხუცებს თურმე გააჩნიათ საფუძველი სიხარულისა.
უკიდურეს შემთხვევაში, ასეთი დასვკნა გამოდის იმ გამოკითხვიდან, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში ჩაატარეს და სადაც 18-დან 85 წლამდე ასაკის ასობით ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ყველა მათგანს აძლევდნენ შეკითხვას, რომელიც ეხებოდა ყველაფერს, დაწყებულს ინტიმური ცხოვრებიდან, ფინანსური მდგომარეობით დამთავრებული.
ყველაზე საინტერესო შედეგი მიიღო კითხვამ: "როგორი გრძნობა გეუფლებათ გუშინდელი დღის გასვლის შემდეგ: კმაყოფილება, ბედნიერება, სტრესი, მშფოთვარება, ჯავრი და ბოღმა თუ სევდა და მწუხარება?
გაითვალისწინეთ, კითხვა ეხებოდა ადამიანის გუშინდელ, და არა შარშანწინდელ ემოციურ მდგომარეობას, ბავშვობას ან სტუდენტობას, რადგან არ სურდათ, რომ რესპოდენტებს გაეხსენებინათ შორეული წარსული, რომელიც ყოველთვის ვარდისფერებში იხატება.
აღმოჩნდა, რომ ყოველ ემოციას საკუთარი ტენდენცია გააჩნიუა. მაგრამ ყველა მათგანი ერთზე მეტყველებს: 85 წლიანები თავს უფრო ბედნიერად გრძნობენ, ვიდრე 50 წლიანები.
აი, მაგალითებიც:
კმაყოფილება და ბედნიერება: 50 წლამდე ადამიანები ამ ემოციებს სულ უფრო იშვიათად განიცდიან, სამაგიეროდ 50-დან 75 წლამდე, უფრო და უფრო ხშირად.ს
სტრესი: მცირდება ყოველწლიურად, დაწყებული 22 წლიდან და ყველაზე დაბალ დონეს 85 წლის ასაკში აღწევს.
მშფოთვარება: ერთსა და იმავე დონეზეა 18-დან 50 წლამდე, შემდეგ კი მკვეთრად მცირდება.
გაღიზიანება: მცირდება ყოველწლიურად, მოყოლებული 18 წლის ასაკიდან.
დარდი და სევდა: თავის პიკს 50 წლისას აღწევს, შემდეგ კი მცირდება და ყველაზე დაბალ დონეს 73 წლისას აღწევს.
7. ჩვენ ყველანი უფრო მეტ ხანს და უკეთესად ვცხოვრობთ
თვით ის ფაქტი, რომ ვლაპარაკობთ ხანდაზმულ ადამიანთა ცხოვრების ხარისხზე - ჩვენი დროების სერიოზული მონაპოვარია. რადგან კაცობრიობის ისტორიაში ორმოც წლამდე მიღწევა იშვიათ ბედნიერებად ითვლებოდა.
ის ფაქტი, რომ მედიცინის მონდომებით ადამიანები დღეს უფრო დიდ ხანს ცხოვრობენ, არ გვაკვირვებს. თუმცა კარგი ცნობა ამაში როდია, არამედ იმაში, რომ ადამიანთა ცხოვრების დონე მთელს დედამიწაზე ამაღლდა, ვიდრე ეს ანალოგიური ვითარებებში შესაძლოა ყოფილიყო 200 წლის წინათ.
მეტიც: ყველაფერი, რაც წარსული საუკუნეების ბოროტებად მიგვაჩნია - გლობალიზაცია, მსხვილი სასოფლო-სამეურნეო გაერთიანებები, წარმოების მექანიზაცია, რომელმაც შრომის ბირჟაზე სერიოზული ცვლილებები გამოიწვია, არის სწორედ ის, რამაც ჩვენი ცხოვრების პირობები აამაღლა.
სასიამოვნო ცნობა:
ციფრები არ ტყუიან. ჰანს როსლინგმა, სპეციალისტმა სტატისტიკი სფეროში ჩაატარა საკუთარი გამოკვლევა და შემდეგ დასკვნამდე მივიდა:
1810 წელს არც ერთ ქვეყანაში ცხოვრების საშუალო ხანგრძლივობა 40 წელს არ აჭარბებდა. ხოლო აზიასა და აფრიკაში 25 წლის კაცი ლამის დღეგრძელ ადამიანად ჩაითვლებოდა. ამ მხრივ სხვადასხვა ქვეყნებს შორის განსხვავება არც თუ დიდია. თითქოსდა ყველანი ერთ ნავში ისხდნენ და ნავმაც წყალი გააპარა.
შემდეგ კი მოხდა საწარმოო რევოლუცია და სიცოცხლის ხანგრძლივობის მხრივ დასავლეთის ქვეყნები წინ გაიჭრნენ, ასევე წინ წაიწიეს მათ მოსახლეობის შემოსავლიანობის მხრივაც. თუმცა აფრიკის, ახლო აღმოსავლეთისა და აზიის მოსახლეობა იმავე ძირმომპალ და წყალშემოპარებულ ნავში ჩარჩა.
1915 წლისთვის უღარიბესი ქვეყნები იყვნენი იქ, სადაც ასი წლის წინათ, მაშინ როდესაც ყველაზე მდიდარი ქვეყნების მცხოვრებლები გამოიმუშავებდნენ ათასობით დოლარს. და ყოველწლიურად ეს უფსკრული სულ უფრო და უფრო იზრდებოდა.
მაგრამ, შემდეგში საოცარი გარდატეხა მოხდა:
ბოლო 60 წლის განმავლობაში სასოფლო სამეურნეო პროდუქციის წარმოების ახალმა ტექნოლოგიებმა, ასევე სამედიცინო სფეროს განვითარებამ, სწრაფად განვითარებად ეკონომიკასთან ერთად, ყოფილი ღარიბი ქვეყნებიც სოლიდურად წინ წასწია.
ღარიბ და მდიდარ ქვეყნებს შორის განსხვავება ჯერაც აშკარაა, მაგრამ მათი უმრავლეოსობა უკიდურეს სიღარიბეში უკვე აღარ ცხოვრობს, არამედ სადღაც შუალედურ მდგომარეობაშია. დედამიწის ყველაზე უღარიბეს კუთხეებშიც კი, როგორიცაა მაგალითად, სუბსახარის აფრიკა (აფრიკის კონტინენტის იმ ნაწილის სახელწოდება, რომელიც სახარის უდაბნოს სამხრეთით მდებარეობს და უმეტესწილად ნეგროიდული ხალხებითაა დასახლებული, რის გამოც ამ მხარეს ადრე "შავ აფრიკასაც" უწოდებდნენ - რედ.), სადაც ადამიანები უფრო ხანგრძლივად ცხოვრობენ, ვიდრე 100 წლის წინათ, შიდსის ეპიდემიის, საშინელი გვალვისა და სამოქალაქო ომების მიუხედავად...
რა თქმა უნდა, არავინ ამტკიცებს, რომ კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ცხოვრება პირდაპირ სამოთხეში ცხოვრებას ედრება. თუმცა, იქნებ ასეც არის, ვინ ვართ ჩვენ ასე რომ ვსაჯოთ? ფაქტი ერთია - ცხოვრება უმჯობესდება და ეს საზოგადო ტენდენციაა.
|