მე რასაც დავწერ ჩემი აზრია მაგრამ ჩემი დაკვირვებით ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა და 99% დარწმუნებული ვარ რაში ჭირდება ესენი... მე თავიდან ბოლომდე ჩახედიდლი ვარ პარტიათა დაფინანსების საკითხებში, კვლევაც მაქვს გაკეთებული კანონმდებლობის...
შეიძლება გაგიკვირდეთ მარა ფულისთვის ჭირდება ესენი

თავისივე ფულისთვის

ამათ ყველას პარტია აქვთ... ხელისუფლება კი ამკცარებს დღითი დღე წესებს თუ როგორ უნდა მოხდეს საარჩევნო ფონდში დაფინანსებები და პარტიების დაფინანსებები... ამიტომ ის თავისი იურიდიული პირებიდან დღეს არსებულ ძალიან ბევრ პოლიტიკურ პარტიებში რიცხავს 200 000-ებს... თითო პარტიაში ერთი 2 მილიონი გადაუვა... ერთ 100 000-ს აჩუქებს კვარაცხალიებს და ძიძიგურებს და დანარჩენს უკვე თავის საარჩევნო ფონდში გადაარიცხვინებს მთელ მილიონებზე იქ საუბარი და ძალიან საჭირო ფულზე არჩევნებისთვის... (პარტიებიდან საარჩევნო ფონდში ფულის გადარიცხვას არანაირი შეზღუდვა არ აქვს... ნაციონალურმა მოძრაობამ 2010 წლის არჩევნების დროს თავისივე პარტიიდან გადარიცხეს 14 მილიონი ლარი ისე რომ საარჩევნო ფონდში შემოწირულობა არ მიუღიათ

) სანამ ახალი კანონი ამოქმედდება მანამდე ასწრებს ამ ყველაფერს დარწმუნებული ვარ... და მერე 60 000 ფიზიკურ პირებსაც იშოვნიან... იმენა რესურსებით ამოჭამს მიშას... მიშაც უკან არ დაიხევს და ხელფასები რო დაუგვაინდებათ საჯარო სამსახურში ხალხს აი მანდ გაწყდება ნაც. ხელისუფლება შუაში... იმდენი ტლუ სახელიმწიფო სამსახური რო აქვთ შექმნილი და ყავის სმაში რო უხდიან ხელფასებს მაგათ რჩენა ხო უნდათ...

ეს ვსაუბრობ კვარაცხელიას დონის ფიგურებზე... ძიძიგურის ნაირები კი მაგისთვისაც ჭირდება და გარკვეული ხმებისთვისაც (თბილისში 7% აიღო არ დაგავიწყდეს)... გარკვეულ მასას მოწონს და ჩასვავს მაქსიმუმ 20ეულში მინიმუმ 30-ში და ამით აიღებს დამატებით რადიკალ ფრთისგანაც ხმებს... არ დაკარგავს არავის ხმებს ბიძინა (ი აქვთ ნაცებს ამის იმედი თავისი რიტორიკით მარა აშკარად ეტყობა სიჭკვიანე ბიძინას და მე ეს მხიბლავს

)... ზუსტად იცის ყველაფერი და სწორად მოქმედებს...
ხოდა აქ საქმე ისე დადგება ან მიშა იქნება ან ბიძინა... ხოდა ბიძინა ხელისუფლებას თავის გოიმ კანონებს გადაახევს თავზე რადგან ფული მაინც ექნება... ჩაატარებს კამპანიას და მერე ხმის მიცემის დროს რო მიხვალ ბიულეტენთან, შემოსახაზი იქნება რეალურად ორი... ნაც. მოძრაობა ან ქართული ოცნება...
ხოდა შენ თუ არ შემოხაზავ ქართულ ოცნებას იმიტომ რომ ძიძიგური ეყოლება 30-ე სიაში, ხოლო კვარაცხელია დეკემბერში გამოიყენა ფულისთვის და მიცემ ხმას ნაციონალურ მოძრაობას (ან არ წახვალ არჩევნებზე ეგეც ნაცებისთვის ხმის მიცემაა) რომლის პირველ 10ე ეულში წიკლაურებისნაირი ტიპები, რომლის მინისტრებია ახალაიებისნაირი წარმონაქმნები... რომლის დამსახურებითაც მედია გადააქციეს ჭაობად... სასამართლო გაჟიმეს, ბიზნესი დაატერორეს და ა.შ.
ხოდა ამიტომ გეუბნები რომ არასერიოზული შენი "გადაფიქრების" მიზეზი...
ან არ ამბობს ნამდვილ მიზეზს ან უბრალოდ არ გაქვს... უბრალოდ არ უჭერ მხარს ბიძIნას და უჭერ ნაც. მოძრაობას... ნუ გექნებათ იმის ილუზია რომ ერთი ავტომატურად არ ნიშნავს მეორეს... ნიშნავს... ამ ორ ძალას შორის მოხდება ყველაფერი... არჩევანი ყველამ ჩვენით უნდა გავაკეთოთ...
This post has been edited by MacBook on 25 Dec 2011, 00:22