საქართველოს მოქალაქეთა კონსტიტუციურ უფლებათა აღდგენის მოთხოვნის
დეკლარაცია
საქართველოს 1921 წლის 21 თებერვლის, კონსტიტუციით მონიჭებული ჩვენი უფლებების ცხოვრებაში გატარების მოთხოვნის შესახებ.
ვინაიდან, საქართველო ნებაყოფილობით არ შესულა სსრ კავშირში და იგი არ არის სსრკ-ს დაშლის შედეგად წარმოქმნილი სახელმწიფო.
ვინაიდან, 1921 წლის თებერვალ-მარტში, საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული; აგრესიის, ინტერვენციის, ოკუპაციის და ანექსიის შედეგად, ფეხქვეშ იქნა გათელილი საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული, საქართველოს მოსახლეობის უფლებები.
ვინაიდან, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობას ხელი არ მოუწერია კაპიტულაციაზე მტერთან.
ვინაიდან, 1921 წლის თებერვალ-მარტში, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ განხორციელებული; აგრესიის, ინტერვენციის, ოკუპაციისა და ანქესიის შემდეგ დღემდე, საქართველოში არ არსებობდა და არ არსებობს კომპეტენტური და უფლებამოსილი ორგანო, რომელსაც ხელეწიფებოდა ან ხელეწიფება, საქართველოს კონსტიტუციის; ბათილად გამოცხადება, გაუქმება, კონსტიტუციის მოქმედების შეჩერება, ხსენებულ კონსტიტუციაში რაიმე ცვლილებებისა და დამატებების შეტანა.
ვინაიდან, საქართველოს 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუცია მოქმედებს „მუდმივ და შეუწყვეტლივ“ ამავე კონსტიტუციის მე-10 მუხლის თანახმად.
ვინაიდან, საქართველოს საოკუპაციო ხელისუფლებამ, საქ: სსრ უმაღლესმა საბჭომ, თავისი, 1990 წლის 9 მარტის დადგენილებით, აღიარა საქართ ანექსირებულ ქვეყანად.
ვინაიდან, საქ: სსრ 1990 წლის 9 მარტის დადგენილების მიუხედავად, ხსენებული დადგენილების მიღების შემდეგაც კი, საქართველოში არ ჩატარებულა, მოქმედი 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუციის მოთხოვნების შესაბამისად, წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნები.
ვინაიდან, ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას არ გააჩნია არავითარი ლეგიტიმაცია იურიდიული თვასლსაზრისით.
ვინაიდან, 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუციის თანახმად ძალაუფლება (ხელეწიფება) უნდა ეკუთვნოდეს მთელ ერს,
ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები მოვითხოვთ: საქართველოს დღევანდელმა ფაქტიურმა ხელისუფლებამ;
ა) შესაბამისობაში მოიყვანოს, საქართველოში დღეს მოქმედი ნორმატიული აქტები, საქართველოს 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუციასთან, 2012 წლის პირველ ნოემბრამდე.
ბ) 2012 წლის 10 ოქტომბრადე ჩაატაროს საქართველოს უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს არჩევნები, საქართველოს 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუციის მოთხოვნების შესაბამისად
მოწოდება
საინიციატივო ჯგუფი მოგიწოდებთ საქართველოს მოქალაქეებს, პოლიტიკურ მოძრაობებს, გაერთიანებებს, ორგანიზაციებს, პარტიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და ყველას: შემოუერთდით ამ მანიფესტს რათა ერთობლივი ბრძოლით აღვიდგინოთ, საქართველოს 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუციით მონიჭებული ჩვენი უფლებები!
მიმაგრებული სურათი