
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი ტუღუშმა დაამტკიცა იმ პირთა სია, რომელთაც სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დაქვემდებარებაში არსებულ პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლება მიენიჭათ.
უფლებამოსილ პირებს ეძლევათ უფლება, როგორც სამუშაო, ასევე არასამუშაო საათებში შევიდნენ ყველა დაწესებულებაში, გაეცნონ იქ არსებულ მდგომარეობას და შეხვდნენ თავისუფლებააღკვეთილ პირებს. ადმინისტრაცია ვალდებულია უფლებამოსილი პირის მიერ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში დაუბრკოლებლად შეუშვას ის დაწესებულებაში.
აღნიშნული ბრძანების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2013 წლის 31 იანვრამდე.
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დაქვემდებარებაში არსებული პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლება შემდეგ პირებს მიენიჭათ:
1. თეონა კუჭავა - გაეროს ბავშთა ფონდი, არასრულწლოვანთა სამართლის პროექტის ოფიცერი;
2. ნათელა ფარცხალაძე - გაეროს ბავშთა ფონდი, ოჯახისა და ბავშვის კეთილდღეობის სპეციალისტი;
3. თეონა ასლანიშვილი - გაეროს ბავშთა ფონდი, არასრულწლოვანთა სამართლის პროექტის ოფიცერი;
4. გელა მთივლიშვილი - შპს საინფორმაციო ცენტრების ქსელის ხელმძღვანელი;
5. გიორგი მელაძე - თავისუფლების ინსტიტუტი;
6. თამარ გაბიანი - ორგანიზაცია „ახალგაზრდები სამართლიანობისათვის - საქართველო“;
7. ირინა ფუტკარაძე - ორგანიზაცია „საზოგადოებრივი დამცველი“;
8. ზაურ ხალილოვი - არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი“;
9. ვაგიფ აქპეროვი - სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო, სრულიად საქართველოს შეიხი;
10. ქეთევან ადამია - არასამთავრობო ორგანიზაცია „დედათა კომიტეტი“;
11. ია მამალაძე - საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია;
12. ნინო ბოლქვაძე - ააიპ „იდენტობა“;
13. რამინ შავაძე - „სიმართლისა და სამართლის, ჩაგრულთა და პატიმართა უფლებების დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის საერთაშორისო ორგანიზაცია;
14. ანა ჭანკოტაძე - სტუდენტური ორგანიზაცია „ლაბორატორია 1918“-ს წარმომადგენელი;
15. ირმა ჭკადუა - საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი;
16. მალხაზ ჯანგირაშვილი - საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი;
17. დიმიტრი ლორთქიფანიძე - საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი;
18. ვლადიმერ ბოჟაძე - საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი;
19. არჩილ გულედანი - მუსიკოსი;
20. პაატა შავაძე - საქართველოს ანტიკორუფციული პალატის თავმჯდომარე;
21. ლალი მოროშკინა
22. უჩა ნანუაშვილი
23. ზურაბ ვარდიაშვილი - ჟურნალი „ლიბერალი“;
24. ია ბობოხიძე - „ახალი გაზეთი“;
24. დაჩი ცაგურია
26. ლიანა კინწურაშვილი - „მედიის განვითარების ფონდი“;
27. ვლადიმერ მგალობლიშვილი - არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო საზოგადოება ადამიანის უფლებებისთვის“;
28. მარიამ ჯიშკარიანი - წამების, ძალადობისა და გამოხატული სტრესული ზემოქმედების მსხვერპლთა ფსიქო-რეაბილიტაციის ცენტრი „ემპათია“;
29. კახაბერ მიქაძე - წამების, ძალადობისა და გამოხატული სტრესული ზემოქმედების მსხვერპლთა ფსიქო-რეაბილიტაციის ცენტრი „ემპათია“;
30. გიორგი ბერულავა - წამების, ძალადობისა და გამოხატული სტრესული ზემოქმედების მსხვერპლთა ფსიქო-რეაბილიტაციის ცენტრი „ემპათია“;
31. პარმენ ჯალაღონია - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია;
32. გიორგი ჭიქაბერიძე - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია;
33. გაგი მოსიაშვილი - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია;
34. ეკატერინე ფოფხაძე - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია;
35. ნინო გობრონიძე - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია;
36. იოსებ მანჯავიძე
37. ნაზიბროლა ჯანეზაშვილი - ააიპ „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“;
38. როლანდ ასკაშვილი - ააიპ „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“;
39. ზურაბ მახაშვილი - წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი;
40. თეიმურაზ რეხვიაშვილი - წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი;
41. აგიტ მირზოევი
42. ცირა ჭანტურია - ორგანიზაცია „ციხის საერთაშორისო რეფორმა“;
43. ზოია ხასია - ორგანიზაცია „ციხის საერთაშორისო რეფორმა“;
44. ირენა გაბუნია - ორგანიზაცია „ციხის საერთაშორისო რეფორმა“;
45. ლელა ხონელიძე
46. მანანა ლომიძე-მანაგაძე - „საზოგადოებრივი მონიტორინგისა და სამოქალაქო ინტერესების დაცვის ცენტრი“;
47. გიორგი თევზაძე - „ადამიანის უფლებების დაცვისა და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის საერთაშორისო ორგანიზაცია“;
48. ხათუნა გაგნიძე - საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“;
49. ლევან სუთიძე - ჟურნალი „ტაბულა“;
50. ნინო ზურიაშვილი - ჟურნალისტი;
51. ლაშა ჯუღელი - გაეროს ასოციაცია.
---
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2012 წლის 12 ოქტომბრის „პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოთა მოსამსახურეების ფულადი ანაზღაურების შესახებ“ #147 ბრძანების თანახმად, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლებს გაეზარდათ თანამდებობრივი სარგოები.
აღნიშნულ ბრძანებას წინ უძღვოდა საქართველოს მთავრობის 2012 წლის 10 ოქტომბრის #1869 განკარგულება, რომლითაც თანხმობა მიეცა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრს, რომ სამინისტროს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოთა მოსამსახურეების თანამდებობრივი სარგოები ხელახლა განესაზღვრა.
სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მინისტრობის პირველივე დღეს განაცხადა, რომ შეუძლებელია სისტემაში მოიზიდო კვალიფიციური კადრები, როცა მათი ხელფასი 250 ლარს შეადგენს და როცა მოსამსახურეებს არ აქვთ შესაბამისი სოციალური გარანტიები.
სასჯელაღსრულების სისტემაში არაადეკვატურად დაბალი ხელფასების თაობაზე გიორგი ტუღუში ჯერ კიდევ სახალხო დამცველის პოზიციაზე ყოფნის დროს საუბრობდა.
მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ცვლილება საშუალებას მისცემს სამინისტროსა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ახალ ხელმძღვანელობას შეარჩიოს კვალიფიციური კადრები, რომელთაც ექნებათ სათანადო ხელფასი და სხვა სოციალური გარანტიები.
სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს, გიორგი ტუღუშს, ასევე აუცილებლად მიაჩნია სისტემაში მომსახურე ჯანდაცვის სფეროს თანამშრომლების არსებული შრომის ანაზღაურების ოდენობების გადახედვა და ჯანდაცვისთვის გამოყოფილი ფინანსური რესურსების მკვეთრი ზრდა, რადგან ჯანდაცვის კუთხით სისტემაში არსებული მდგომარეობა სერიოზულ დაფინანსებასა და ცვლილებებს საჭიროებს.
ვიმედოვნებთ, რომ ახალი მინისტრი სათანადო რესურსების მოსაძიებლად გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას, რაც წინაპირობაა სასჯელაღსრულების სისტემაში ჯანდაცვის რეფორმის ეფექტურად განსახორციელებლად.
---