
პირველი საერთო და მკაცრი რეჟიმის დაწესებულება
პირველი მკაცრი და საერთო რეჟიმის დაწესებულებაში დღეისათვის ერთი თანამედროვე სტანდარტებით რეკონსტრუირებული საცხოვრებელი კორპუსი ფუნქციონირებს. დაწესებულება 1948 წლიდან ფუნქციონირებს, სიძველის გამო მოხდა მისი დემონტაჟი და დაიწყო ახლით ჩანაცვლება. სრულად კომპლექსის მშენებლობა 2010 წლის ბოლოსთვის დასრულდება, პატიმართა საცხოვრებელი ლიმიტი 2093-მდე გაიზრდება. ძველი ინფრასტრუქტურიდან დარჩება მხოლოდ ეკლესია. ეკლესიების მშენებლობა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში სწორედ #1 საერთო და მკაცრი რეჯიმის დაწესებულებიდან დაიწყო.
მისამართი: ქ. რუსთავი, მშენებელთა ქუჩა #60 ; ტელ 202240; 185391
საფოსტო ინდექსი 0114

მე-3 საერთო და მკაცრი რეჟიმის დაწესებულება
მე3 საერთო და მკაცრი რეჟიმის დაწესებულების მთავარი შენობა ექსპლუატაციაში 1985 წლიდან შევიდა. თავდაპირველად იქ მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულება იყო განთავსებული. ახალი სამკურნალო დაწესებულების გახსნის შემდეგ შენობა გარემონტდა და 2008 წლიდან ფუნქციონირება დაიწყო როგორც #3 საერთო და მკაცრი რეჟიმის დაწესებულებამ. საპატიმროს ტერიტორიაზე განთავსებულია ეკლესია.
მისამართი: ქ. თბილისი გორგასლის ქ. # 77 ა ტელ: 752691
საფოსტო ინდექსი 0114

მე2 საერთო და მკაცრი რეჟიმის დაწესებულება
მე-2 საერთო და მკაცრი რეჟიმის დაწესებულების კომპლექსში ოთხი საცხოვრებელი კორპუსი შედის. დაწესებულება თანამედროვე სტანდარტების დაცვითაა აგებული. 2006 წლიდან პატიმართა რესოციალიზაციისთვის სხვადასხვა პროექტი განხორციელდა. ამჟამად პატიმრები დაწესებულებაში კომპუტერულ საოფისე პროგრამებს ეუფლებიან. დაწესებულების ტერიტორიაზე ფუნქციონირებს ეკლესია, რომლის აღდგენითი სამუშაოები 2008 წელს ჩატარდა. ამჟამად მიმდინარეობს ეკლესიის მოხატვა.
მისამართი: ქ. რუსთავი, მშენებელთა ქუჩა #64 ტელ. 268083; 824 185332. საფოსტო ინდექსი 3700
------------
მსენებარე დაწესებულებები

სასჯელაღსრულების მშენებარე დაწესებულება
ნინოწმინდის რაიონის სოფელ საღამოში სასჯლაღსრულების დაწესებულების მშენებლობა 2007 წელს დაიწყო, თუმცა რამდენიმე თვეში დროებით შეჩერდა. პროექტის მიხედვით ახალი დაწესებულება იქნება თანამედროვე სტანდარტების. კომლექსში შევა საერთო, მკაცრი და საპყრობილის რეჟიმის კორპუსები, ასევე სამედიცინო, ადმინისტრაციის და სამეურნეო შენობა-ნაგებობები. დაწესებულების საცხოვრებელი ლიმიტი იქნება 3 500, აქედან 2 000 ადგილი გათვლილია მსჯავრდებულზე (ზონა) და 1 500 საპყრობილის რეჟიმის მქონე პატიმარზე.
მის: ნინოწმინდის რაიონი, სოფელი საღამო.

მე-7 საერთო და მკაცრი რეჟიმის დაწესებულება
მე-7 საერთო და მკაცრი რეჟიმის დაწესებულება 1952 წლიდან ფუნქციონირებს. დაწესებულებას რამდენჯერმე ჩაუტარდა რემონტი. დაწესებულების ტერიტორიაზე ფუნქციონირებს ეკლესია. #7 საერთო და მკაცრი რეჟიმის დაწესებულების მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი, თანამედროვე სტანდარტების დაწესებულება შენდება. მშენებლობა დასრულდება 2010 წლის ნოემბერში. ახალი კომპლექსი ამჟამად მოქმედ დაწესებულებას ჩაანაცვლებს. ის 2 180 საცხოვრებელ ადგილზეა გათვლილი. კომპლექსში შედის სამი საცხოვრებელი და ერთი ადმინისტრაციის კორპუსი. დაწესებულების ტერიტორიაზე განთავსდება რამდენიმე სასპორტო მოედანი. პროექტში გათვალისწინებულია თანამედროვე სტანდარტების უსაფრთხოებისა და კომუნიკაციების სისტემები. საცხოვრებელი ოთახების ტევადობა ორიდან რვამდე იქნება. ყველა ოთახს ექნება სველი წერტილი (ხელსაბანი), საპირფარეშო, ვინტილაცია და სათავსოები. დაწესებულების კომპლექსში გათვალისწინებულია რამდენიმე პალატიანი სამედიცინო ნაწილი (მსუბუქი ავადობისა და პირველადი დახმარებისთვის).
მისამართი: მცხეთის რაიონი, დაბა ქსანი. ტელ: 758312; 758313
საფოსტო ინდექსი 3312

ოზურგეთის რაიონის სოფელ ლაითურში სასჯლაღსრულების დაწესებულების მშნებლობა 2007 წელს დაიწყო, თუმცა საძირკვლის ჩასხმის შემდეგ რამდენიმე თვეში დროებით შეჩერდა. ამ ეტაპზე დაგეგმილია საამშენებლო სამუშაოების გაგრძელება. ახალი დაწესებულება იქნება თანამედროვე სტანდარტების. კომლექსში შევა საერთო, მკაცრი და საპყრობილის რეჟიმის კორპუსები, ასევე სამედიცინო, ადმინისტრაციის და სამეურნეო შენობა-ნაგებობები. დაწესებულების საცხოვრებელი ლიმიტი იქნება 3 500 აქედან 2 000 ადგილი გათვლილია მსჯავრდებულზე (ზონა) და 1 500 საპყრობილის რეჟიმის მქონე პატიმარზე.
მისამართი: ოზურგუთეის რაიონი, სოფელი ლაითური