
------------
განცხადება - საზოგაოდების შეცდომაში შეყვანის მიზნით, პენიტენციურ სისტემაში კვებასთან დაკავშირებული მცდარი ინფორმაციის შესახებ
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტერო კატეგორიულად უარყოფს უკანასკნელ პერიოდში ზოგიერთი საინფორმაციო საშუალების მიერ, მასმედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, პენიტენციურ სისტემაში ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა არაჯანსაღ კვებასთან დაკავშირებით.
ზოგიერთი ე.წ. „ადამიანის უფლებათა დამცველი“ სუბიექტი, საზოგადოებაში შეგნებულად ავრცელებს აბსოლუტურად მცდარ ინფორმაციას, რომელიც შეურაცხყოფს არამხოლოდ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს, არამედ ასევე ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა ღირსებასა და პატივს (პატიმრების ინფორმაციაზე დაყრდნობით).
აღსანიშნავია, რომ უპირველეს ყოვლისა, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს პრიორიტეტია ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა ჯანსაღი კვება, როგორც სასიცოცხლო მნიშვნელობის კომპონენტი.
ვარდების რევოლუციის შემდეგ პენიტენციურ სისტემაში ამ მიმართულებით გატარდა უმნიშვნელოვანესი რეფორმები, რომლის შედეგადაც ნებისმიერ ბრალდებულს/მსჯავრდებულს შესაძლებლობა აქვს მიიღოს ნორმით გათვალისწინებული, შესაბამისი კალორიულობის საკვები.
პენიტენციურ სისტემაში ყოველდღიური საკვები მენიუს შედგენა ხშირ შემთხვევაში პატიმრების ინტერესთა გათვალისწინებით ხდება, საკვები ულუფის კალორიულობის მკაცრი დაცვით და ასევე გათვალისწინებულია სხვადასხვა სარწმუნოების მიმდევართა მოთხოვნებიც და თავისთავად დიეტური მაგიდებიც, ექიმის დანიშნულებით.
უკლებლივ ყველა პენიტენციური დაწესებულების კვების ბლოკი, საწყობი და სასადილო სისტემატიურად ექვემდებარება შემოწმებას, როგორც სან-ჰიგიენური ასევე სხვა პარამეტრების გათვალისწინებით.
აღსანიშნავია, რომ ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა კვებასთან მიმართებაში უკანსკნელ წლებში სისტემაში გატარებული რეფორმების შედეგად შესაძლებელი გახადა ნებისმიერმა პატიმარმა მისი ნებასურვილით შეიძინოს დამატებითი კვების პროდუქტები, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტერიტორიაზე მოქმედ მაღაზიებში.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პენიტენციურ სისტემაში კვების მაღალი ხარისხის შესანარჩუნებლად და გასაუმჯობესებლად, სამინისტრო მომავალშიც გეგმავს მოაწყოს დამატებითი არაგეგმიური შემოწმებები საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად, რათა ყველასათვის ცხადი იყოს ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა კვების რაციონი და კალორაჟი.
This post has been edited by FRIDRIX on 27 Jan 2012, 07:36