ფრიდრიხ....ვაისთ დუ ვას?



სამი თვეა აქ დავდივარ, ამ ხარაჩოებში
დღეს მივედი აპარატით, რომ შენთვის მეჩვენებინა:*
მაგ გასასვლელში აქამდე ნანგრევების მთა იდგა, ეხლა მთა აღარ იყო, მაგრამ რაცაა ხედავ და მაგის გარდა რამდენჯერმე ცხვირწინ ჩამომიშვეს მუშებმა თოკზე გამობმული ვედრო შესვლა-გამოსვლი დროს, ანუ მუშაობას არ აჩერებენ
მაგრამ ვერც რჩებიან
ხოდა დღეს მივედი და მოვითხოვე გამოეყოთ ჩემთვის კასკა, ან მოეცათ სხვა მისამართი,
ვუთხარი, რომ ჩემთვის არ მოუსჯიათ საკუთარი სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდება ყოველ კვირა
ამაზე განცხადებების მიმღებმა გოგომ გადმომძახა:
-არ იცოდნენ ქალბატონო, თორემ შეგითანხმებდნენ ამასაც
გამოდის ვიღაც ბავშვი და მეუბნება, რომ არის ოფიცერი
საყვარლად კისკისებს და მეკითხება: რა გნებავთ ქალბატონო, აღარ გნებავთ აქ სიარული???
მე ვეუბნები იმას, რაც დაგიწერე
ამაზე პასუხი
-დიახ მაგრამ ჩვენც აქ დავდივართ
მე ვეუბნები, რომ ეგენი თავიანთი ნებით დადიან და თან ფულს იღებენ ამაში, მე კი ჩამსვამენ ციხეში თუ არ მოვალ და მომარჭობენ 100-200-300-400 ლარიან ჯარიმებს
-დიახ, სწორედაც რომ ვალდებული ხართ!:Dდა რას მოითხოვთ ჩემგან?
კასკაზე და სხვა მისამართზე მითხრეს კალოჩე უარი და დამცინეს(შეეცადნენ)
მერე განვიხილავ მეორე პრობლემას.
100 ლარი გადავიხადე მეთქი ხომ დავწერე აქ და ალბათ გახსოვს
1 ტვის მერე მომდის იუსტიციის სახლიდან რამდენიმე ფურცლიანი წერილი და მწერენ, რომ ის 100 ლარი არ გადამიხდია და კიდევ 30 ლარი ჯარიმა. უნდა გადავიხადო 7 დღეში, თორემ გამიყინავენ ანგარიშებს და დამიყადაღებენ ქონებს
ვაძლევ გადახდის ქვითარს ამ ###ბავშვას და მეუბნება, თქვენ ეს ქვითარი უნდა მოგეტანათ გადახდიდან რამდენიღაცა დღეში და რომ ეხლა უნდა წავიდე აღმაშენებლის ხეივანში, მივიტანო ქვითარი, ისინი მოსწერენ ამას, რომ ქვითარი მივიტანე და მოიხსნება პრობლემა.
ვეუბნები, რომ ოფიცერს არც ის უთქვამს, ქვითარი აქ რომ უნდა მომეტანა, არც დღეების რაოდენობა უცნობებია, არც ის, რომ ქვითარი საერთოდ უნდა შემენახა
ამაზე ჩაიქირქილა და მეუბნება
-მეეჭვება
ანუ მატყუებო რა
ხოდა ფრიდრიხ, სწორედ მაგ არაპროფესიონალი მამიკოებით და პარტიული ნიშნით სამსახურში მოხვედრილი ბიუროკრატების დაკარგული საბუთების გამო მომისაჯეს 2, 6 წელი პირობითი, მანამდე 7 თვიანი გამოძიების გამო ჩამორთმეული მქონდა მართვის მოწმობა და მაგის გამო დავკარგე სამსახური
ეხლა ეს ###ქალა ლაწირაკები ივიწყებენ და კარგავენ რაღაცეებს და ამის გამო მიწევს რაღაც ხეივნებში სიარული სამსახურის გაცდენა. მე არ ვიცი, რა მოხდებოდა ქვითარი რომ გადამეგდო.
ამას იმიტომ გწერ, რომ როცა გამოვედი ვფიქრობდი შენზე, რა კარგი იუზერი ხარ და როგორ მიყვარს შენი პოსტები და რომ ამის მიუხედავად, მართლა ნაბიჭვარმა დამნაშავეებმა რომ დაგიჭირონ და ლინჩის წესით გაგასამართლონ ჩემს თვალწინ, რომ ხმის ამომღები არ ვარ
ენდე დერ კონვერზაციონ