merk13
Super Crazy Member

     
ჯგუფი: Members
წერილები: 5457
წევრი No.: 126841
რეგისტრ.: 1-February 11
|
#29137653 · 10 Jan 2012, 20:03 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გიორგი ცაგარეიშვილი - "სააკაშვილს ყველაფერი პირდაპირ სამოქალაქო დაპირისპირებისკენ მიჰყავს... თუ ჰგონია, რომ საქართველოში ბუხენვალდს ან მაიდანეკს გააკეთებს, ძალიან შემცდარა"
"პარტიის შექმნას წინ ვერაფერი დაუდგება, "ქართული ოცნება" ძალას იკრებს. თემატური ჯგუფები ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობენ და ძალიან მალე დაიდება ის ფუძემდებლური დოკუმენტი, რომელიც სათავეს დაუდებს ჩვენი პოლიტიკური ერთიანობის პროგრამულ ნაწილს. ეს იქნება საქართველოს მომავლის დოკუმენტი და ამაშიც ეტყობა "ქართულ ოცნებასა" და ოპოზიციის ლიდერებს, რომ საკითხის გადაწყვეტისადმი მიდგომა ძალიან სერიოზულია. ჩვენ გვინდა საზოგადოებას შევთავაზოთ ალტერნატივა, რით ვართ უკეთესი - ეს უნდა გაკეთდეს არა გულზე მჯიღის ცემით, არამედ სერიოზული პროგრამით და დოკუმენტით, როგორ წარმოგვიდგენია ჩვენ ამ ქვეყნის განვითარება ყველა მიმართულებით", - აცხადებს "თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენელი დეპუტატი გიორგი ცაგარეიშვილი გაზეთ "რეზონანსისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით რა შანსია თებერვალში ივანიშვილის პარტიის შექმნისთვის? / გიორგი ცაგარეიშვილი: "სააკაშვილს ყველაფერი პირდაპირ სამოქალაქო დაპირისპირებისკენ მიჰყავს".
"7 ოქომბრის შემდეგ ყველაფერი კეთდება, რომ ივანიშვილის პოლიტიკური აქტიურობა იყოს მაქსიმალურად შეზღუდული და ყველა ლეგალური საშუალება პოლიტიკაში ჩართვისა ამ ადამიანს მოესპოს. საქართველოს ხელისუფლებამ თავისი წარმოდგენით მტრის ხატად აქცია ეს ადამიანი და ყველაფერს აკეთებს, რომ მათი წარმოდგენით, გადაულახავი წინააღმდეგობები შეგვიქმნან, რაც სრული კრახისთვის არის განწირული. რა თქმა უნდა, იქნება კანონმდებლობაში შეტანილი უამრავი დრაკონული და უაზრო ჩანაწერი, რაც განსაზღვრულ პრობლემებს შეგვიქმნის, მაგრამ ამაზე დიდი წინააღმდეგობები აღმართულა პროგრესული განვითარების გზაზე, ყველა ასეთი წინააღმდეგობა აძლიერებს პროტესტს და უფრო კრავს ადამიანებს... წინა არჩევნები ცხრა პოლიტიკურ პარტიას რომ გაგვიყალბეს, ჩვენ უბრალოდ ჩვენი ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირებისთვის არ გავწირეთ, თორემ ჩვენ რომ ხელი გაგვეშვირა სააკაშვილისკენ და ის 300 ათასი ადამიანი დაგვეძრა იპოდრომიდან, დღეს სულ სხვა რეალობა იქნებოდა", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი ცაგარეიშვილი.
"მაგრამ ეს სავსებით შეგნებულად არ გაკეთდა და ნამდვილად არ ვნანობ. რა თქმა უნდა, დღესაც იმავეს გავაკეთებდი იმიტომ, რომ მე არ ვარ არც მიხეილ სააკაშვილი, არც მიშა მაჭავარიანი ან პავლე კუბლაშვილი, რომლებსაც თავისი სავარძელი ყველაფერს და მათ შორის სამშობლოს ურჩევნიათ. ეს ადამიანები სამშობლოთი ვაჭრობენ - უამრავი ადამიანი ვაჭრობს საქართველოს ხელისუფლებაშიც და ე.წ. ოპოზიციაშიც, რომელიც სააკაშვილის თბილ კალთას არის ამოფარებული. ამიტომაც ვფიქრობ, რომ ბრძოლა დაუნდობელი იქნება და უამრავ წინააღმდეგობას შექმნიან, მაგრამ ეს ყველაფერი ხალხს უფრო შეაკავშირებს, უფრო გააერთიანებს და ჩვენთვის მიზანი უფრო ნათელი იქნება. როდესაც უკან დასახევს არ გიტოვებენ, ერთადერთი გზა რჩება, რომ იარო წინ იმ მიზნის მისაღწევად და ეს არის ამ ქვეყნის თავისუფლება. ჩვენ ამ მიზნიდან ვერავინ და ვერაფერი გადაგვახვევინებს. თუ სააკაშვილს ჰგონია, რომ საქართველოში ბუხენვალდს ან მაიდანეკს გააკეთებს, ძალიან შემცდარა, რადგან XXI საუკუნეში ამის საშუალებას არავინ მისცემს", - მიიჩნევს რესპონდენტი.
"სააკაშვილს ყველაფერი პირდაპირ სამოქალაქო დაპირისპირებისკენ მიჰყავს - ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ასე მოხდეს, მაგრამ არ ვიცი, სხვა რა დავარქვა იმას, რასაც ვითომდა იურისპრუდენციის მამები აკეთებენ. სურდათ, კანონიერი დაფინანსების საშუალება არ მოეცათ და ჩვენთვის მანამდე გადმორიცხული ფულიც წაერთმიათ. მათი გეგმა იყო, ყოველგვარი დაფინანსების გარეშე დავეტოვებინეთ... მე საგანგებოდ მოვითხოვე ამ ანგარიშების გამოქვეყნება. რადგან როდესაც მე მეუბნებიან, რომ "გაზპრომისა" და "ეფესბეს" ფულს ვხარჯავ, ეს ასე არ არის - სხვათა შორის, ნაცმოძრაობისგან განსხვავებით, რომელიც დაფინანსებას ოფშორებსა და რუსეთში რეგისტრირებული იურიდიული პირებისა და მოქალაქეებისგან იღებდა, რომლებიც აქ შვილობილ კომპანიებს აფუძნებდნენ, რეცხავდნენ თავის შავ ფულს და შემდეგ ამისთვის ხელისუფლებას ფულს ჯიბეებში უტენიდნენ", - დასძენს გია ცაგარეიშვილი და შეკითხვას - "როდესაც აშშ-ის ელჩი ჩაერია, მათ კანონი შეცვალეს, ანუ დასავლეთის ზემოქმედებას აზრი აქვს. რატომ სხვა საკითხებთან დაკავშირებით არ ერევიან?" - პასუხობს:
"იგივე აშშ-ის საელჩო ამ პროცესებში დეტალურად არის ჩართული და ამისთვის ჩვენც ძალიან ბევრი ვიმუშავეთ. ელჩი პირადად იყო დაინტერესებული ამ პროცესის გამჭვირვალობით და იმ დონეზე, რომ იგი საშობაო არდადეგებზეც არ წასულა! აქვე მინდა აღვნიშნო არასამთავრობო სექტორის აქტიურობაც და მინდა მათ ამისთვის მადლობაც გადავუხადო. მათმა ოპერატიულობამ გამოამჟღავნა, რომ ეს მხოლოდ პოლიტიკური პარტიების სატკივარი არ ყოფილა და მთელ საზოგადოებას ეხება. ამიტომაც ეს მთელი დიპლომატიური კორპუსის სატკივარი აღმოჩნდა. მაგრამ ამ პროცესს განსაკუთრებული ყურადღებით აშშ-ის ელჩი აკვირდებოდა და ვფიქრობ, ამიტომაც მოხდა, რომ ერთ თვეში საქართველოში ქალბატონი ჰილარი კლინტონი ჩამოდის, რამდენიმე დღეში სააკაშვილის აშშ-ში ვიზიტი იგეგმება და ეს ძალიან მწვავე საუბრის თემა გახდება - თუ ჰგონია სააკაშვილს, რომ მას ფიანდაზებით შეხვდებიან და ისევ იტყვის - მთელ აღმოსავლეთ ევროპაში შუქურა ვარო, ძალიან ცდება".
|