ქრისტიანობა ადამიანის შიგანანი ბუნების შეცლვისკენაა მიმართული, ხოლო ისლამი მკვეთრად განსაზღვრულ ქცევის ნორმებს ადგენს იუდაიზმის მსგავსად,
პრაქტიკულად ქრისტიანობამ არა თუ ვერ, არამედ არ შექმნა ქცევის მოდელი, 10 მცნება რომელიც ძველი აღთქმისგან ავიღეთ ისიც კი ბოლომდე შეუსრულებელი დარჩა (ვგულისხმობ შაბათ დღეს),
ქრისტიანებს არა აქვთ პრეტენზია რომ ისინი შექმნიან სამოთხეს დედამიწაზე, ქრისტიანული სახელმწიფოც კი არ არსებობს, ვერც ბიზანტიის იმპერიას და ვერც რუსეთის იმპერიას ვერ მივიჩნევთ ქრისტიანულ სახელმწიფოებად,
ჩვენ ყოველთვის ვანსხვავებდით ერთმანეთისგან საერო ხელისუფლებასა და ეკლესიას, კეისარს კეისრისა ღვთის ღვთისა, ისლამი კი არის გლობალური პროექტი რომელიც მოიცავს პოლიტიკას, ეკონომიკას, სოციალურ საკითხებს,
ადამიანს რამხელა წვერი უნდა ჰქონდეს და ჰიგიენის ნორმები როგორ უნდა დაიცვას ეგეც კი განსაზღვრულია,
მოკლედ, ქრისტიანული კონცეფცია ასეთია, ვერანაირი მოწესრიგებული სოციალურ პოლიტიკური გარემო, ვერანაირი გარეგნული მორალის დაცვა ვერ გადაწყვეტს პიროვნების წინაშე არსებულ უმთავრეს პრობლემას
აი ერთი მაგალითი,
This post has been edited by Xoshgeldi on 30 Dec 2011, 16:32