ირაკლი კაკაბაძის ჩვენების მთავარი პუნქტები
1. როდიდან იცნობთ თემურ ალასანიას?
მე თემურ ალასანია გავიცანი 1991 წლის იანვარში, როდესაც საქართველოში ჩამოვიდნენ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების წარმომადგენლები და ჩვენ მათ ვეხმარებოდით აშშ-ში საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობის საკითხში. ამის მოწმეები არიან ბატონები აკაკი ასათიანი, თედო პაატაშვილი, მერაბ ურიდია და თუ არ ვცდები იქ იყო ბატონი თამაზ გამყრელიძეც. ბატონმა ალასანიამ მაშინ ბევრი დაპირება გააკეთა დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი საქართველოს ხელისუფლების დახმარებაზე, მაგრამ 1991 წლის განმავლობაში არც ერთი ეს დაპირება არ შეასრულა. პირიქით, 1991 წლის სექტემბრიდან ბატონი ალასანია ახლო კონტაქტში იმყოფებოდა ნიუ იორკში ჩამოსულ პარტიული ნომენკლატურისა და კრიმინალური წრეების წარმომადგენლებთან, რომელთაც საბოლოო ჯამში განახორციელდეს გადატრიალება.
ამასთანავე ბატონი თემური თვითონაც არ მალავდა საკუთარ ბიოგრაფიას და იმას რომ იგი საბჭოთა ორგანოებისთვის მუშაობდა და თვით იური ანდროპოვის აღზრდილი იყო. ამით იგი ხშირად ტრაბახობდა. 1991-1992 წლების განმავლობაში მე რამდენჯერმე შევხვდი თემურ ალასანიას პრეზიდენტ გამსახურდიას დავალებით და ვთხოვეთ მას დახმარება რუსული დეზინფორმაციული ქსელის გარღვევაში, რასაც თვით ჰპირდებოდა საქართველოს მთავრობას, მაგრამ მისი მხრიდან ამ მხრივ არანაირი ნაბიჯები არ გადადგმულა. 1992 წლის მერე ნათლად გამოჩნდა მისი ახლო ალიანსი საბჭოთა ნომეკლატურის წევრებთან, რომელთაც სახელმწიფო გადატრიალებაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს. პრეზიდენტმა გამსახურდიამ 1991 წელს ჩემთან ერთ-ერთ ბოლო საუბარში ალასანია დაახასიათა, როგორც “სუკის გენერალი”.
2. რა კავშირი აქვს თემურ ალასანიას იარაღის ვაჭრობასთან?
2004 წლის სექტემბერში, როდესაც საქმიანი ვიზიტით გახლდით ამერიკის შეერთებულ შტატებში ბატონმა თემურ ალასანიამ გამაცნო ბატონი არიელ გუდისი, რომელიც წარმომიდგა, როგორც A&G Gროუპ-ის პრეზიდენტი. გუდისი იმ პერიოდში აქტიურად ცდილობდა ქართულ პოლიტიკაში ჩაბმას. ამ ადამიანმა შემდეგში 2004 წლის ოქტომბერ-ნოემბერში (ჩემი მაშინდელი უფროსის გვერდის ავლით) გააგრძელა ჩემთან აქტიური კონტაქტი და მის კომპანიაში თანამშრომლობაც კი შემომთავაზა სერიოზული ანაზღაურების სანაცვლოდ.
მე ამ ადამიანის განზრახვებში თავიდანვე ეჭვი შევიტანედა მით უმეტეს მე მაშინ რამოდენიმე ქართულ კომპანიაზე უკვე ვმუშაობდი და დიპლომატიურად უარი ვუთხარი. ამავე შეხვედრებში ბატონმა გუდისმა პირდაპირ მითხრა რომ მას და ბატონ თემურს ძალიან ახლო კავშირი აქვთ პრესიდენტ პუტინის მეტად დაახლოებულ გენერლებთან და იგი ხშირად დაფრინავს მოსკოვში გარკვეულ ბიზნესზე, რომელიც ძირითადად გარკვეული “რუსული ნაწარმის” მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გაყიდვას ემსახურება. მან აგრეთვე მითხრა რომ მისი მამა იყო ამიერ-კავკასიის იარაღის ვაჭრობის მთავარი პირი ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობამდე და მას არაჩვეულებრივი ბიზნეს კონტაქტები აქვს რუსული გენერალიტეტის ელიტასთან. თემურ ალასანია გუდისს ამ ბიზნესში პირდაპირი მნიშვნელობით ეხმარებოდა.
გუდისს აგრეთვე ძალიან უნდოდა ყოფილი ეკონომიკის მინისტრის ირაკლი რეხვიაშვილის გადაბირება, რომელიც აგრეთვე დიპლომატიური ხერხებით დაუძვრა მასთან კონტაქტს და მეც არ მირჩია მასთან მუშაობა. 2004 წლის დასაწყისში რეხვიაშვილი ჩამოვიდა ბიზნეს შეხვედრაზე გუდისთან და ალასანიასთან, მაგრამ გარკვეული მიზეზით არ დაესწრო იმ შეხვედრას რომელზეც მეც გახლდით.
(მე ამ დროს “თბილავიამშენში” ვმუშაობდი და სააკაშვილმა გუდისს სთხოვა რომ უოლ სტრიტის ბირჟაზე გაეყვანა ქართული კომპანია პიარის მიზეზებისათვის, რაც 2005 წელს ჩაიშალა, თუ არ ვცდები)
3. რა შემოგთავაზათ გუდისმა?
ბატონ გუდისს ბუნებრივია ვკითხე, რამ გამოიწვია მისი ჩემით დაინტერესება და მან ორი ძირითადი მოტივი მითხრა: 1. თბილისის აეროპორტის ხელში ჩაგდება და 2. ბადრი პატარკაციშვილის წინააღმდეგ პიარ კამპანიაში დახმარება. გუდისს საიდანღაც გააჩნდა ინფორმაცია (როგორც თვითონ მითხრა ამის შესახებ თვით მიხეილ სააკაშვილმა უთხრა) რომ მე 2002-2003 წლებში პატარკაციშვილზე კრიტიკული წერილები დავწერე და ამის გამო ის ფიქრობდა რომ ჩემი წერილები გამოიწვევდა ამ კამპანიის დაწყებას 2005 წელს და მას მერე პრეზიდენტი პროკურატურას დაავალებდა ბატონი ბადრის საქმიანობის შესწავლას და საბოლოოდ ყველაფერი ისე დამთავრდებოდა, რომ პატარკაციშვილს რუსეთს გადასცემდნენ. გუდისის ბიზნეს ინტერესებში შედიოდა მსხვილი სატრანსპორტო არტერიების ხელში ჩაგდება, რომელზედაც ძირითადად ტვირთ-ზიდვა განხორციელდებოდა. მან პირდაპირ მითხრა რომ კავშირი აქვს ძალიან ძლიერ რუსულ და არაბულ დაჯგუფებებთან რომელთაც უნდათ საქართველოში სატვირტო აეროპორტების, რკინიგზისა და ფოთის პორტის ხელში ჩაგდება. ამაში აქტიურად მონაწილეობდა ალასანია. 2004 წლის დეკემბერში ალასანიას მეუღლის დაბადების დღეზე გახლდით, სადაც ბევრი ადამიანი იყო, მათს შორის ბატონი გუდისი, ყოფილი ელჩი რეზო ადამია, ყოფილი ელჩი პეტრე ჩხეიძე, ნიკა ალასანია და ასე შემდეგ. გუდისმა პატარკაციშვილის წინააღმდეგ პიარ კამპანიის სურვილი აქაც გამოთქვა და ნიუ იორკში ე.წ. ბარიშნიკოვის რესტორანშიაც, სადაც რამდენჯერმე დამპატიჟა.
4. ზურაბ ჟვანიასთან დაკავშირებით რა მოხდა?
2004 წლის დეკემბრის 14-ისთვის ბატონი გუდისი და ბატონი ალასანია თბილისში ჩამოვიდნენ და დაიწყეს ბიზნეს მოლაპარაკებები სხვადასხვა საკითხებზე, მათს შორის თბილისის აეროპორტზე. მათ აგრეთვე ახლდათ ბატონი გუდისის ადვოკატიც, ბატონი არიელ დევიდიც. დაახლოებით 17 დეკემბერს თუ არ ვცდები გუდისს შეხვედრა ჰქონდა პრემიერ-მინისტრ ჟვანიასთან, სადაც მისთვის სასურველი პასუხი ვერ მიიღო ამ ბიზნესის შესახებ, რომელიც თბილისის აეროპორტს ეხებოდა და მეორე დილითვე მოსკოვში გაფრინდა.
2005 წლის იანვრის 15-ისთვის გუდისმა მე კიდევ ერთხელ დამირეკა, უკვე თბილისის მობილური ტელეფონის ნომერზე და პირდაპირ გამოთქვა თავისი უკმაყოფილება ჟვანიათი და ბენდუქიძით. მან თქვა რომ ეს ორი ადამიანი მას ხელს უშლიდა და ერთი თვის მერე აპირებდა დაბრუნებას საქართველოში და ზუსტად შეეძლო ეთქვა რომ არცერთი მათგანი აღარ იქნებოდა დაკავებულ თანამდებობებზე. მართლაც, ყველასთვის სამწუხაროდ, მისი მუქარის ტონში ნათქვამი წინასწარმეტყველებები გამართლდა. მან რუსული ბილწსიტყვაობით იხმარა ასეთი გამოთქმა, “იმ დროისათვის ორივე მათგანს მოაშორებენ მაგ ადგილიდან”.
ამის მერე ბოლოს თემურ ალასანიამ შემომთავაზა მასთან ერთად ბიზნესის საქმეზე წასვლა უკვე 2005 წლის აპრილში, რასაც მე თავი ავარიდე, რადგანაც უკვე თითქმის დარწმუნებული ვიყავი რომ ეს ბიზნეს ჯგუფი ბოროტმოქმედებებს სჩადიოდა.
თემურ ალასანია (post #6965285)