badriko
Crazy Member

    
ჯგუფი: Members
წერილები: 4462
წევრი No.: 46866
რეგისტრ.: 15-November 07
|
#29038989 · 4 Jan 2012, 01:04 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მიშამ თემურ ალასანია სამუშაოდ ჩამოიყვანა უბრალოდ.
ისე, რუსებთან უერთიერთობის აღდგენაც რომ ივარაუდებოდეს, თემურ ალასანია ამას ვერ უშველის.
მიშას ამერიკაში მომუშავე ბიძას რუსები უყურებენ, როგორც ორმაგ აგენტს და არც კი მოუსმენენ.
იოსებ სტალინი მკვდრეთით რომ აღადგინო და რუსებს მიუგზავნოს სააკაშვილმა გასარიგებლად, ამ საქმიდანაც კი არაფერი გამოვა !
რუსებისთვის პრინციპის საკითხია : ჩვენ მოვიგეთ ომი და "მი დიკტუემ უსლოვიე"ო ანუ მიშას არ დაველაპარაკებით არასდროსო !
მედვედევი ამბობს, დასავლურ სამიტებზე მიშა "ჩასტო პოდმიგივაეტ მენია", მაგრამ მე არ ვეკონტაქტებიო.
მიშას დედა თურქეთში დაიწუწუნა : ჩემს შვილს უნდა კონტაქტი მოსკოვთან, მარა ისინი არ პასუხობენო !
სანამ სააკაშვილია პრეზიდენტი და ნატოს იძახითო, არაფერი გამოვაო ! - იძახიან რუსები. სხვა რუსები კი იმასაც ამბობენ, რომ აფხაზეთის ცნობის დეზავუირება შეუძლებელიაო ! რამდენიმე რუსი იძახის მხოლოდ, რომ აფხაზეთ-ს.ოსეთის საკითხზე მოლაპარაკება შესაძლებელიაო, ოღონდ ეს დემოკრატი რუსები აქაც კი რაიმეს მოგვთხოვენ. პრობლემა ისაა, რომ ისევ პუტინი გაიმარჯვებს კიდევ ორი საპრეზიდენტო მანდათით ! მერე ისევ გაპრემიერდება და მერე ისევ 2 მანდათით მოგვევლინება !
ასე რომ, მდგომარეობა გამოუვალია :
1. ან სააკაშვილი და ნატო ნაგავში და რუსეთზე დამოკიდებული ერთიანი საქართველო ! 2. ან სააკაშვილ-ნატოიანი აშშ-ზე დამოკიდებული დანგრეული საქართველო ! 3. მესამე არჩევანი (ერთიანი საქართველო ნატოში) არ არსებობს ! სამწუხაროდ ! მწარე არჩევანია, მაგრამ ორიდან ერთ-ერთი უნდა ავირჩიოთ !
მე ავირჩიე პირველი, რადგან ზოგიერთის დასათხრელ თვალებს მოვუწოდებ შევიდეს იუთიუბში და დაათვალიეროს დაკარგული ტერიტორიები ფსოუდან ენგურამდე, როკიდან ახალგორის ჩათვლით.
მე მომწონს ბიძინა ივანიშვილი, რადგან არ ვცდები არჩევანში. ზვიადის დროს შევედი არა მრგვალ მაგიდაში, არამედ ჭავჭავაძის საზოგადოებაში, შევარდნაძის დროს მძულდა შევარდნაძე და ხმამაღლა ვამბობდი, სააკაშვილის დროს მძულს სააკაშვილი და ხმამაღლა ვამბობ, ამ ორივეს დროს ქებით მოვიხსენიებ დამხობილ გამსახურდიას, ხოლო დღეს, სააკაშვილის დროს კი მხარს ვუჭერ ერთ-ერთ კანდიდატს !
რა შემატყვეთ, მაგალითად, მე, პათხალიმური ?
მომწონს, ბიძინას ლექსი რომ შეეშალა, მომწონს მისეული ზოგჯერ დაბნეული, გნებავთ გულუბრყვილო, მაგრამ გულახდილი საუბარი, მომწონს მისი სურვილი თავისი მილიარდების ჭამის ნაცვლად, დღევანდელი დანგრეული, შეუმდგარი, რუსეთის მიერ სანახევროდ (აფხაზეთ-სამაჩაბლო) დამონებული საქართველოს სადავეებს ჩაუდგას სათავეში ანუ ჩავიდეს ამ ჭაობში და გვიხელმძღვანელოს.
ერთადერთი, რასაც ვთხოვდი, მაქსიმალურად გააერთიანოს ყველა პოლიტიკოსი, თუნდაც შევარდნაძე, იგივე სააკაშვილიც კი, არც ამათ დაპირისპირებული ადრინდელი თანაგუნდელები (თუნდაც თქვენგან დაწუნებული ბურჯანაძე და ნოღაიდელი), არც ზვიადისტები მიივიწყოს, ასლან აბაშიძესაც კი შესთავაზოს თანამშრომლობა, მოკლედ გაპრეზიდენტების შემთხვევაში ყველას ერთ დარბაზში უკრას თავი და უბრძანოს : ერთმანეთის ჭამა შეწყვიტეთ, თორემ დაგწყვიტავთ თაგვებივით !
აი, რას შეუძლია გვიშველოს.
დიახ, რუსებთან გარიგებაა ერთადერთი გამოსავალი. დასავლეთი გვღალატობდა, გვღალატობს და გვიღალატებს.*
230 სახელმწიფოდან, 5000 ერიდან ნუ ვიქნებით რუსეთის ერთადერთი საექსპერიმენტო ერი და ქვეყანა, რუსების ლაბორატორიული, საცდელი ვირთხები,
არჩევანი არ გვაქვს.
მერე, როცა დადგება იმპერიის ნგრევის შემდგომი მომენტი (როგორც იყო 1917 წელს, 1991 წელს), მაშინ უნდა დავიწყოთ კვლავ დამოუკიდებლობები, ოღონდ ამჯერად შინა მტრები (ორჯონიკიძე-მახარაძე-შევი-სიგუა- იოსელიანი-კიტოვანი) უნდა ავლაგმოთ. ასეა თუ ისე, აწი არა მგონია, რუსეთმა ოდესმე პარიზში ქართული საელჩო დაგვიხუროს. სამაგიეროდ, არის შანსი, რომ თუკი ისე მოველაპარაკებით, როგორც ბოლო 200 წლის მანძილზე ვახერხებდით ამას, აფხაზეთ-სამაჩაბლო რაიმე ფორმით მაინც დაგვიბრუნოს. თუ კვლავ ისე მოველაპარაკეთ, როგორც მოსკოვში ბოლოჯერ ჩასული მიშა პუტინს მოელაპარაკა (აფხაზეთიც მინდა და ნატოში შესვლაცო), მაშინ რუსეთს რაღა რჩება ? არაფერი, ჰოდა 230 სახელმწიფოდან და 5000 ერიდან მაინცდამაინც ჩვენ დაგვანგრია.
--------------------
მე მედრებით, ბადრიკოს, თქვე უბადრუკო ნაცებო?!
ნაცი უკვე სექტაც არაა, პათოლოგიაა.
ენით მედასავლეთენი, საქმით პრორუსები ! ვოვას პოლეზნი მერზავცები! საქართვ. ტერიტ. მთლიანობის აღდგენა გადის ამ მთლიანობის დამანგრეველი ნაცსექტის და მისი ბელადის სრულ იზოლაციაზე.
|