არ ვიცი დღევანდელ ახალგაზრდობაში რა ასაკის ხალხს გულისხმობთ...
18-20 წლისები ჯერ კიდევ მოესწრნენ იმ იმედებსა და დაპირებებს,რაც აფხაზეთის დაბრუნებას ეხებოდა.
18-20 წლისები გაიზარდნენ იმ პერიოდში,როცა ენგურზე გადასვლა დიდი პრობლემა არ იყო და ცხინვალშიც გადი-გადმოდიოდა ხალხი...
18-20 წლისები მოესწრნენ კოდორს,ახალგორს,ცხინვალის რაიონის სხვადასხვა სოფლებს,რომლებიც ქართველების მხრიდან კონტროლდებოდა,ანუ ამ მიწების რაღაცა ნაწილებს მაინც ვფლობდით,ანუ ბოლომდე დაკარგულები არ იყვნენ...
დღეს სხვა სიტუაციაა,ნაწილობრივ აღიარებული აფხაზეთი და სამაჩაბლო,ათასობით რუსული ჯარისკაცი და შეიარაღება ამ მიწებზე,დასავლეთი შეგუებულია სტატუს კვოს,ადმინისტრაციული საზღვრები გადაკეტილია,მთავრობა დიდად არ განიხილავს აფხაზეთისა და სამაჩაბლოს საკითხს,ანუ ჩვენი მხრიდან მიყრუება ხდება...
თუმცაღა სანამ ის თაობა,რომელიც დაიბადა და გაიზარდა აფხაზეთში,ან ჰყავდა ნათესავი,ან დადიოდა დასასვენებლად, ჯერ კიდევ არის,მანამდე ვერ მიეცემა ეს მიწები დავიწყებას...მაგრამ ამ ხალხის რაოდენობა კლებულობს,რაც ბუნებრივია...
ჯერ 20 წელი გავიდა აფხაზეთის ომიდან...ეს არ არის დიდი დრო...20 წლის შემდეგ უფრო სხვა მდგომარეობა იქნება.
მაგ:შევარდნაძის დროს საერთოდ არ ისმოდა ტელევიზიებში ტერმინი სამხრეთი ოსეთი. ჩვენ ყველასთვის იყო სამაჩაბლო,ეხლა კი სამხრეთსაც აღარ უმატებენ წინ და ეგრევე ოსეთს გაიძახიან
ადამიანი თავის თავში რომ დაუშვებს ოსეთს,რაც ოსების მიწას ნიშნავს,,ე.ი. რაღაცაშია საქმე
This post has been edited by იონათან on 4 Jan 2012, 03:00
აი, ის ქვეყანა, სადაც ჯერ საერთოდ მუსიკის ფესტივალის ჩატარებაზე ტელევიზიაში დებატები იმართება
და მერე ამ დებატებში მამაოები მონაწილეობენ lol.gif