iaiameri53-ე საჯარო სკოლის დირექტორი ლალი ლეკიშვილს სარჩელს არ ცნობს
ლიკა ზაკაშვილი
დღეს საქალაქო სასამართლოში, მოსამართლე ნინო შარაძეს ლალი ლეკიშვილის სარჩელი უნდა განეხილა, მაგრამ სასამართლო განხილვა გადაიდო. მოსარჩელე 53-ე საჯარო სკოლის დირექტორს, ტარას შავშიშვილის და სკოლის სამეურვეო საბჭოს უჩივის. ლეკიშვილი მისი შვილის, მიხეილ ალექსიძის სკოლიდან გარიცხვის შესახებ ბრძანების გაუქმებას და სისხლის სამართლის საქმის ძიების შეწყვატას ითხოვს.
53-ე საჯარო სკოლის დირექტორი ლალი ლეკიშვილის სარჩელს არ ცნობს, საქმის წარმოების შეწყვეტასარ ითხოვს და საქმის მორიგებით დამთავრებაზე თანახმა არ არის.
ლალი ლეკიშვილის თქმით, მიხეილ ალექსიძე სკოლიდან მთელი რიგი პროცედურული დაღვევებით გაირიცხა. კერძოდ, დირექტორმა ტარას შავშიშვლმა 13 ოქტომებრს, ალექსიძის სკოლიდან გარიცხვის გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო. „ზოგადი განათლების შესახებ" კანონის მიხედვით კიბავშვის გარიცხვის შესახებ გადაწყვეტილებას ფარული კენჭისყრით დისციპლინარული კომიტეტიიღებს.
საგულისხმოა ისიც, ტარას შავშიშვილი ერთადერთია, ვინც ალექსიძის მიერ შინაგანაწესის უხეშად დარღვევის ფაქტს ადასტურებს. დისციპლინარული კომიტეტის წევრის, მაია ლევიცკაის თქმით, დირექტორის ახნა- განმარტების გარდა, სხვა სახის მტკიცებულება სხდომაზე არ წარმოდგენილა. ეს მან სახალხო დამცველის წარმომადგენელთან საუბარში აღნიშნა.
სახალხო დამცველის დასკვნის მიხედვით, დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების პროცესში მოსწავლისა და მისი კანონიერი წარმომადგენლს მონაწილეობა არ მიუღიათ.
„ვინაიდან, დისციპლინური კომიტეტის ყველა წევრი ადასტურებს, რომ სხდომაზე საკითხის განხილვა მოხდა მიხეილ ალექსიძისა და მისი კანონიერი წარმომადგენლის დაუსწრებლად, შესაბამისად სახეზეა გაერთიანებული ერების ბავშვთა კონვეციისა და საქართველოს კანონმდებლობით უზრუნველყოფილი უფლების დაღვევა" ვკითხულობთ სახალხო დამცველის დასკვნაში.
ამავე დასკვნაში წერია, რომ დაირღვეულია მოსწავლე ალექსიძის განათლების მიღების უფლება, რომელიც გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლით, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბავშვთა უფლებების კონვენციის 28-ე მუხლით.
http://liberali.ge/53-e-sajaro-skolis-direktori-lal This post has been edited by bochormeli on 10 Feb 2012, 13:55