მეგიტხარი შენ თუ გაღელვებს სხვას რას ეწუწუნები ემთქი
წადი დაგააკეთე აქცია ვინმე გიჭერს?
და თემას ნუ ტროლავთ
* * *
!!! ყველას ყველას ყველას !!!
15 იანვარს (კვირას), ძველი ახალი წლის მეორე დღეს, 4-დან 7 სთ-მდე, ისევ მოქუჩდით გუდიაშვილის სკვერში. აქ თქვენ დაგხვდებათ დაუვიწყარი თავისუფალი სივრცე. შეასხი ხორცი შენს ფანტაზიებს!
ისევ მოხიკეთ ნივთები, რომელიც არ გჭირდებათ, და დაადეთ ფასი. თავისუფალი ბაზრობა ისევ ძალაშია! გამოეფინეთ, გამოფინეთ და იფოფინეთ!
შენ იცი წინა აქციის შესახებ?! 'მინიფესტი! როგორც მანიფესტი! vol.1' გუდიაშვილის სკვერში 30 დეკემბერს გაიმართა. ნუ იკვებებით მონაყოლით. მოდით და საკუთარი თვალით იხილეთ ყოველივე! მარტო ხილვა არაფერია, მთავარია მონაწილეობა!
ბაზრობაზე შეგიძლიათ გამოიტანოთ ყველაფერი, რაც გამოსატანია, და არა მარტო. მყიდველი უკვე გელოდებათ.
ცნობის ფურცელი vs. სნობის ფურცელი - ამით ბევრ რამეს აეხდება ფარდა.
აქ სპეციალურ მოწყობილობაში თქვენ გადაიღებთ ფოტოს, რომლის მსგავსიც ჯერ არ გადაგიღიათ. ასევე დაგხვდებათ გლინტვეინი საფირმო რეცეპტით, მხოლოდ ამ აქციისთვის.
სპეციალურად თქვენთვის იმუშავებს შავი ქამრის მფლობელი მხარ-ბეჭის მასაჟისტი, მეტსახელად "მარწუხები".
და, რაც მთავარია, ცეკვის კონკურსი წყვილებს შორის! გამარჯვებული მიიღებს კოლოსალურ თანხას - 100 ლარს (დღგ-ს გარეშე). მოცეკვავეებს შეაფასებს კომპეტენტური ჟიური (უსაფრთხოების მიზნით, მათი ვინაობა 15 იანვრამდე გასაიდუმლოებულია). კონკურსი დაიწყება 5 სთ-ზე. იცეკვე და გამდიდრდი ადგილზევე!
პოეზია და პროზა:
შოთა გაგარინი - - - - - - - - - - - - - კოსმიური პოეზიით
ალექს ჩიღვინაძე - - - - - - - - - - - - მიწიური პროზით
პაატა შამუგია - - - - - - - - - - - - - - ოქროს შუალედით
მუსიკა:
Me and My Monkey (set) . . . . . . . . . . . . . . . . . . . . დარვინის თეორიით
ამიკო . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . ჩვენი ამიგო
Exit (ლუკა ნაკაშიძე) . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . lovely live-ით
ZurGi . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . ძველი ყაიდით
Smile . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . ნაღდი როკით
No Sputnik . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . ცრემლსაწური მელოდიებით
შევინარჩუნოთ ავთენტურობა! არა "სიღნაღიზაციას"! არა იმიტაციას! მეფე შიშველია! მოსაწევი აკრძალულია! საახალწლო გასტრონომიული ტურები დამთავრებულია!
ნუ იჯდები ჭურში, გაეცანი: www.savegudiashvili.com
* * *
აი ამას უყურეთ
* * *



This post has been edited by Extra_Terrestrial on 11 Jan 2012, 17:05