wodore
Super Member

   
ჯგუფი: Registered
წერილები: 672
წევრი No.: 37618
რეგისტრ.: 3-July 07
|
#29072928 · 6 Jan 2012, 11:56 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
რა სახელით დარჩება მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ისტორიას:
მიხეილ აღმაშენებელი თუ მიხო გამოყლევებული ? ? ?
"მიხეილ სააკაშვილი დამოუკიდებელი საქართველოს მეექვსე მმართველია, მესამე პრეზიდენტი (2003 – ვადა აქვს 2013-მდე), მისი ფიგურა საქართველოს ისტორიაში „ფასადური“ თვალსაზრისით, ბევრად „კოლოსალურია“ ვიდრე მისი წინამორბედები და ბევრად მწირია ქვეყნის განვითარების იდეური თვალსაზრისით. ის არის რეფორმატორი, ის არის მიმდევარი იმ ბუნებრივი პროცესების, რომელთაც საფუძველს, მისი წინამორბედები უყრიდნენ. მისი ამბიცია ერის თაურხატობის – კომიკურია, ტრაგიკომიზმითაა აღსავეს. ის დროს ჩამორჩება – ცდილობს შექმნას, ისეთი თაურხატი საკუთარი თავისგან, რომელიც ქართველ ხალხს აღარ ჭირდება. მისი მთავარი დამსახურება გზების შენებაა და რეფორმების განხორციელებაა სხვადასხვა მიმართულებით. თუმცა, ერთის და მეორის ვარგისიანობის პასუხისმგებლობა აბსოლიტურად მას ეკისრება. მას თავი მოაქვს შესრულებული სამუშაოების გარანტად – ეს კი, ქართველ ერს, უბრალოდ არ ჭირდება. ასევე, უნდა ითქვას, ის მაინც არის ქართველი ერის ვერ შემდგარი თაურხატი. მან განახორციელა წინამორბედთა იდეები, მისი იდეები კი შუა საუკუნოვანი აზროვნებითაა გაჟღენთილი. თანამედროვე ისტორიის და ქართველი ერის გამოწვევებთან არაადეკვატულია. მან მსოფლიოს გააცნო ქართული ამბიცია – გავიდეს მსოფლიო ბაზარზე (ყველა ასპექტით) და მაკლერის როლიც კი მოირგო ქართველი ხალხის და კულტურის პოპულარიზებით, მაგრამ ეს ისევ ისტორიული კარუსელია, რომელსაც ქართული პოლიტიკა ატრიალებს ფარსმან II-დან მოყოლებული. ის უფრო გუბაზ II-ს გავს, ვიდრე დავით აღმაშენებელს (გიულის ისტორიოგრაფიით გაზრდილს სხვა რაზე უნდა ეოცნება?), ის უფრო სიმონ I-ს და გიორგი XI-ს გავს. სხვადასხვა იმპერიებს, რომ ეკედლებოდნენ, ზურგად იმპერიას, რომ იმაგრებდნენ სხვა ქვეყანასთან საბრძოლველად. ქართველებს მათი ინტერესებისთვის რომ გზავნიდნენ. ისინი თავთავიანთი პერიოდის მსოფლიოს კარგად ცნობილი კავკასიელი მმართველები იყვენენ. ისინი ჯილდოებს იღებდნენ იმპერიისთვის კარგად თამაშში. მაგრამ ეს კავკასიის ისტორიული ტრადიციაა? ნუ თუ შუა საუკუნოვან აზროვნებას ვერ გასცდა ქართველი? ნუ თუ ახალი ვერაფერი მოიფიქრა თავის გადასარჩენად? ისევ მსოფლიოს გადამრჩენელის როლის თამაშით უნდა ირჩენდეს თავს? ევროპული ღირებულებები და ევროპისკენ სწრაფვა არის კი მხოლოდ ფასადური გამოხატულება? ისტორიულად საქართველომ ევროპელობა ბევრჯერ მიიღო და ამდენჯერვე დაკარდა. ისტორიულად, მის პოლიტიკურ ორიენტაციაზე ნიკო ნიკოლაძე წერდა: „ერთი და იგივე ძალა მართავს ქვეყნიერების ფიზიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებას, ის, რომელიც მთვარეს აბრუნებს დედამიწის ირგვლივ და მათ ორივეს მზის გარშემო,… ორიენტაცია შთაგონებით არ ხერხდება, ხალხი, როგორც ყოველი ცოცხალი არსება, თავისთავად მუდამ იქეთ იქცევს პირს, საიდანაც მზე სხივს ჰფენს და ღვივის. საქართველო წარსულში ორიენტაციას ყოველთვის იქეთ მიმართავდა ხოლმე, საიდანაც სინათლე და მოძრაობა მოდიოდა. შემცდარია, ვინც ფიქრობს, ვითომც რომელიმე მეფეს, წოდებას ან თაობას თავის ნებაზე შეძლებოდეს საქართველოს აქეთ და იქეთ მიბრუნება. სანამ განათლება და ცხოვრება ბიზანტიაში ენთო, საქართველოსაც მზესუმზირასავით თვალი იქეთ ეკავა, როცა სპარსეთი აყვავდა ინდოეთის კულტურაზე დაწაფებით, ჩვენი აღორძინებაც მისკენ მიიმართა, აზრი მისკენ გვქონდა, პეტრე დიდისა და ეკატერინე მეორის ამაგმა რუსეთი რომ გააჩაღა, საქართველოც ძალაუნებურად მან წარიტაცა ფიზიკის კანონით. როცა სხვადასხვა ძალა ერთ და იმავე საგანს თავისკენ უქაჩავებს, ამ საგნის მდებარეობას სწყვეტს მებრძოლი ძალების უძლიერესობა, _ საგანს, უნდა თუ არ უნდა, ყოველთვის მომრევი გადითრევს.“ ქართველების ევროპელებად წარმოჩენისას, უფრო მეტად ჩვენი აზიურობა ჩნდება. ის უფრო იზიდავს ქართველებს და თავს იქ უფრო „კონფორტულად“ გრძნობს. „თათქარიძეობას“ თავს ვერ აღწევს, მუცლის ამოძღომა და ლოგინზე კოტრიალი ურჩევნია, სისტემურ ვარჯიშს და ფორმაში ყოფნას. „ჩიხირთმასა“ და „ბოზბაშზე“ კამათი და ოცნება ურჩევნია, რეალობის რაციონალურ განსჯასა და საქმის კეთებას. ქართველებს აზიურობა ყოველთვის იზიდავდა. მიხეილ სააკაშვილის პროექტებმა, ხორცი შეესხა წინამორბედთა იდეებისთვის ბანკროტი გამოაცხადეს, მან თავი ამოწურა. მას დაფიქრება ჭირდება განვლილ, ნანახ და ნამოქმედარის თვალწინგასიგრძეგანება. ის ჩიხშია შესული. მისი იურიდიული ცოდნით გაჟღენთილი ტყუილები მას უფრო გათავხედებულ პიროვნებად წარმოაჩენს, ვიდრე კოლოსალურ მმართველად, ვიდრე ერის თაურხატად. მისი მმართველობის ლაიტმოტივი „მოძრაობა და მხოლოდ მოძრაობაა“ – ამ ილიასეული კრედოს ყველაზე ცუდი გაგებით, რომელ მოძრაობასაც, თუ კვლავ მდინარის ეპითეტს გამოვიყენებთ, კალაპოტი არ აქვს, ის ანადგურებს „ნერგებს“, „ნათესებს“, ის „ტბორავს“ სოფლებს და ქალაქებს. ამის მაგალითად ისიც კმარა, რომ 2011 წლის 15 ნოემბერს 19 წლის სტუდენტმა დავით წიკლაურმა თავი ჩამოიხრჩო და თვითმკვლელობის წინ დაწერა: „მაპატიეთ, რაა… ძალიან გთხოვთ, ყველანი ძალიან მიყვარხართ. ვატყობ, რომ თქვენთვის ჩემი სიცოცხლე უფრო ბევრი პრობლემის მომტანი იქნება, ვიდრე სიკვდილი“. – ზვიად გამსახურდიას დროინდელმა ეროვნულმა სულისკვეთებამ “თავი მოიკლა!” სააკაშვილი ხალხისთვის არ მუშაობს, არ შრომობს. მხოლოდ დარბის, როგორც მაკლერი. ქართული პოლიტიკური თვალსაზრისით, მისი მთავარი დამსახურება მაინც ის არის, რომ მან სრულად გამოავლინა და ამოწურა ქართველის ის თერთმეტი თვისება, რაც ზოგჯერ ურთიერთგამომრიცხავიც კი არის. თერთმეტი თვისება, რომელსაც ქართველი ვერსად გაექცევა (სადაც თავს “ქართველი” კონფორტულად გრძნობს) და რომელთა განმარტებისასაც სულხან-საბა წერდა „გიჟთან ნახე“ (შმაგი, ხელი, სულელი, ცოფი, ნაღვლიანი, რეგვენი, ტეტერი, შლეგი, შტერი, ფეთიანი და შეთიანი – სულხან-საბა ორბელიანი. XVII ს.), სააკაშვილის ოცნებაა საქართველოს ისტორიაში თავი დაიმკვიდროს როგორც „ყველაზე დიდმა ქართველმა მმართველმა“, ეს კომპლექსი კი მას ხელს უშლის ფიქრში, განსჯაში, ადეკვატურობაში. ქართველი ხალხის დუმილი კი, ან აპათიურია, ან შიშით არის შეპყრობილი, რომელშიც ისმის პასუხი: „გინდა დარჩი, გინდა წადი…“ – ამ იდეით იყო და არის განჟენთილი მისი ყოველი ნამოქმედარი, ყოველი პროექტი და წინამორბედთა იდეების „ხორცშესხმა“: ასე იყო და არის ქართული პოლიცია (ე. წ. „პატრული“), ქართული ჯარი (მათ შორის, 2008 წლის ომი), ქართული ჯანდაცვა (სადაზღვეო პაკეტი), ქართული განათლება (ატესტაცია, ერთიანი ეროვნული გამოცდები), ქართული მოქალაქეობა, ქართული სიტყვა, ქართული ეკონომიკა, ქართული სოფელი, ქართული მედია და ა. შ. მისი მმართველობა, მაშინ იქნება შედეგიანი, თუ ქართველები დაფიქრდებიან იმ ყოველივეზე რაც მან აკეთა, თუ თავად სააკაშვილი უფრო მეტ კითხვას დასვამს და პასუხის ძიებას შეუდგება: თუ რა შედეგებს მოუტანს მისი „პოლიტიკური ხელოვნება“ საქართველოს? ნუ თუ XXI საუკუნის ქართველი პოლიტიკოსიც ვერ ახერხებს, რომ საქართველოს აღარ ჰყავდეს „მურვან ყრუ“, „თემურლენგი“, „შაჰ-აბასი I“, „აღა-მაჰმად ხანი“, „ვლადიმერ პუტინი“ და სხვა?!. ნუ თუ „მტერის ხატის“ შუასაუკუნოვან კომპლექსთან თანამედროვე ქართველს და მითუმეტეს პოლიტიკოს კიდევ უნდა ჰქონდეს პრობლემები? ნუ თუ ქართველი ხალხი კიდევ უნდა სვამდეს კითხვას: „ჩვენი თავი ჩვენდავე გვეყუდნის?!.“" - kartveli.org
|