niktagva
სხვათა შორის, სხვამაც გამოთქვა მსგავსი აზრი:
"საზოგადოებამ ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაარქვას... როდესაც მუსოლინი წავიდა, ის ჟურნალისტები გაასამართლეს, ვინც მის რეჟიმს ემსახურებოდა" - ზაზა ხატიაშვილი
http://www.interpressnews.ge/ge/qarthuli-p...3-12012012.html"სამოქალაქო საზოგადოებამ ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაარქვას და იმ ჟურნალისტებს, ვინც რეჟიმს ემსახურება, ჟურნალისტები კი არა, ზონდერჟურნალისტები უნდა უწოდოს. როდესაც მუსოლინი იტალიიდან წავიდა, ის ჟურნალისტები გაასამართლეს, ვინც მის რეჟიმს ემსახურებოდა. წლების განმავლობაში ეს ადამიანები შიშით ვერ ბედავდნენ საზოგადოებაში გამოჩენას, რადგან ყველა მათზე მიუთითებდა. სამოქალაქო საზოგადოებამ უნდა ვისწავლოთ, რომ ეს ხალხი საზოგადოებაში რომ გამოჩნდება, უნდა მივიღო არა როგორც დამოუკიდებელი ჟურნალისტი, არამედ როგორც ზონდერჟურნალისტი. მათ უნდა რცხვენოდეთ იმის, რასაც აკეთებენ და უნდა იგრძნონ მორალური პასუხიმგებლობა - სანამ ეს კულტურა ჩვენთან არ დამკვიდრდება, მუდამ ეს უბედურება იქნება. ჩემი ღრმა რწმენით, იმის გამო, რომ სააკაშვილის რეჟიმი უფრო ბინძურ კამპანიაზეა წამსვლელი, საჭიროა ხელისუფლების ისტერიას საკადრისი პასუხი გაეცეს", - დასძენს რესპონდენტი.