დღეს შემთხვევით presage.tv – ზე წავაწყდი სტატიას სათაურით “მიყვარს სმა და მიყვარს ჭამა…” საშინლად ავღშფოთდი და გადავწყვტე დამეწერა საპასუხო წერილი .
მე არ ვიცი ვინ არის გვანცა გიორგობანი, სად მოღვაწეობს, თუმცა ის ვიცი,
რომ ზემოთ აღნიშნული სტატია აფსურდულ ფაქტებზე აქვს აგებული.
საინტერესოა იმ მოწვეულ რესპოდენტს საიდან აქვს ამდენი ინფორმაცია,
როდესაც რესტორანი სადაც ბატონი მიხეილი იმყოფებოდა კარგად იყო დაცული და
მხოლოდ მთავრობის წევრები ესწრებოდნენ? ხალხნო არ შეიძლება, იმის გამო, რომ ააგორო სკანდალი ყველაფერი დაიჯერო. დარბაზში შესვლის უფლება მხოლოდ მომსახურე პერსონალსა და მომღერლებს ჰქონდათ, არა მგონია ეს პიროვნება რომელიმე მათგანი ყოფილიყო.
მე არ წარმოვადგენ არც პოზიციას და არც ოპოზიციას, ერთი უბრალო პირი ვარ, რომელსაც მხვდა წილად დავსწრებოდი ამ შემთხვევას რესტორანში და გავმხდარიყავი თვითმხილველი.
დავიწყებ იქედან, რომ სუფრა შეკვეთილი იყო 60 პერსონაზე
და არა 80 ზე. სტატიაში ძალიან უტაქტოდ არის მოხსენებული პრეზიდენტის საქციელი მაგიდასთან.
ჯერ ერთი პრეზიდენტი მიირთმევდა “ძველი მარნის” საფერავის ღვინოს და ბაკურიანის წყალს, ლიმონათი საერთოდ არ გაუსინჯავს.
სუფრაზე მართლაც იყო დათვის, არჩვის, ხოხობისა და კურდღლის ხორცი, თევზი “სტრელეცი”, თუმცა ეს კერძები შედის რესტორნის მენიუში, ასე რომ ნებისმიერს შეუძლია შეუკვეთოს წინასწარ.
რაც შეეხება რესტორანში ყოფნის პერიოდს, პრეზიდენტმა აქ დაჰყო დაახლოებით საათ ნახევარი ალბათ და
მხოლოდ, ჯეოსტარელი მარიტა როხვაძიეს სიმღერის დასრულების შემდეგ უეცრად წამოდგა, გადაიხადა
მადლობა და დარბაზი დატოვა. ეს კი ნამდვილად მოულოდნელი
იყო ყველასათვის, თუმცა არ უნდა გაკვირვებოდა ხალხს, ყველამ იცის თუ
რამდენად იმპულსური პრეზიდენტი გვყავს.
ასე, რომ ძვირფასო მკითხველო, სულაც არ შეესაბამება სინამდვილეს მაღლა აღნიშნულ სტატიაში არსებული ფაქტები.
არ შემიძლია არ შევეხო სტატიის ბოლო აბზაცს, სადაც წერია “წყალტუბო ძალიან ღარიბი რაიონია, სულ ტყულილია, რომ ამბობენ სასტუმრო გაიხსნა, ტურისტები ჩამოდიან და აყვავდა ქალაქიო,” ეგეც სრული აბსურდია მინდა გითხრათ, წყალტუბოში გაიხსნა, სასტუმრო “პრომეთე”, სასტუმრო “ნიკალა” სასტუმრო “იმერეთი”, სასტუმრო “ოაზისი” და გაიხსნება მალე სასტუმრო “ორიონი”, გაიხსნა სპორტის სასახლე, სკვერები, პრომეთეს მღვიმე, სათაფლიის ნაკრძალი, ჩამოდის უამრავი აზეირბაჯანელი და სომეხი დამსვენებელი, უამრავი ტურისტი, რათა ნახონ ეს საოცრებები და ეს ცოტაა ასეთი პატარა ქალაქისათვის?
http://www.ireporter.ge/2012/01/11/23127/ This post has been edited by Nemiroff. on 11 Jan 2012, 12:54
ქართველები დარწმუნებული არიან, რომ რა ცოდვაც არ უნდა ჩაიდინონ, შეენდობათ, თუ ეკლესიას ააშენებენ © Jean Chardin
არ არსებობს წამალი, რომელიც იდიოტებს განკურნავს! © კახა ბენდუქიძე