http://www.liberty.ge/geo/categories.php?g...from=categoriesთავისუფლების ინსტიტუტის ვებ გვერდი
» მოქალაქეობა და მრავალფეროვნება
» მონაწილეობა და ანგარიშვალდებულება
» კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები
» სიტყვის თავისუფლება
» რწმენის თავისუფლება
» სამართლიანი სასამართლო
» უმცირესობების უფლებები
» წამების წინააღმდეგ
» ანტიკორუფციული კამპანია
» ახალგაზრდობა
» მედია
» განათლება
» სამართალდამცავთა რეფორმა
აი ესაა ტეგები სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ თავისუფლების ინსტიტუტის მიზნებს, წესით უნდა გაეცნოთ, მაგრამ ყველა ტეგი ცარეილერიელია
გარდა რწმენის თავისუფლების და მედიისა
რწმენის თავისუფლება ადამიანის უფლებებს შორის უმთავრესია.
თავისუფლების ინსტიტუტი ხელმძღვანელობს პრინციპით, რომ საქართველოს ყველა მოქალაქეს, აქვს
რწმენის თავისუფლებისა და რელიგიური რიტუალების შეუზღუდავად აღსრულების უფლება;
რელიგიური გაერთიანებების შექმნისა და რელიგიის საჯარო გამოხატვის უფლება;
კანონის წინაშე თანასწორობისა და რელიგიის საკითხებში სახელმწიფოს ჩარევისაგან დაცვის უფლება.
რწმენის თავისუფლება დემოკრატიული სახელმწიფოს საფუძველია.
რელიგია ადამიანის იდენტობასთან, მის მეობასთანაა დაკავშირებული. თუ ქვეყანაში რწმენის თავისუფლება ირღვევა, სხვა უფლებების დაცვა ან ქვეყნის დემოკრატიული განვითარება შეუძლებელია. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში რწმენის თავისუფლება კონსტიტუციითაა გამყარებული, ხოლო ”კონკორდატის” საფუძველზე სახელმწიფო და ეკლესია გამიჯნულია, რწმენის თავისუფლებას, როგორც ადამიანის ფუნდამენტურ უფლებას კვლავ საფრთხეს უქმნის
რელიგიური უმცირესობების საკანონმდებლო დისკრიმინაცია;
შეუწყნარებლობა და რელიგიური ექსტრემიზმი;
საჯარო მოხელეების არამზაობა რელიგიური მრავალფეროვნებისა და შემწყნარებლობის პრინციპების მისაღებად;
მართლმადიდებლობა სახელმწიფო იდეოლოგიის რანგში – სახელმწიფოს მიერ უმრავლესობის რელიგიისათვის უპირეტესობის მინიჭება და კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპის ხელყოფა;
მართლმადიდებლური ეკლესიის სოციალური იზოლაციონიზმი.
კანპანიას რწმენის თავისუფლების დაცვისა და საქართველოში რელიგიური შემწყნარებლობის კულტურის დამკვიდრების მიზნით, თავისუფლების ინსტიტუტი 1999 წლიდან წარმართავს.
კამპანიის მიზნებია:
ლიბერალური საკანონმდებლო ბაზის შექმნა რელიგიური უმცირესობების უფლებების სამართლებრივი გარანტიების უზრუნველყოფის მიზნით;
სახელმწიფოს რელიგიური ნეიტრალიტეტის შენარჩუნება – სახელმწიფო ინსტიტუტებისა და კანონის წინაშე ყველა თანასწორია განურჩევლად რწმენისა, სახელმწიფოს არა აქვს რწმენის საკითხებში ჩარევის, ან რომელიმე რელიგიისათვის უპირატესობის მინიჭების უფლება;
სამოქალაქო განათლება და ცნობიერების ამაღლება რწმენის თავისუფლების სფეროში და რელიგიური შემწყნარებლობის პრინციპების დამკვიდრება;
რელიგიური უმცირესობებისა და მარგინალური ჯგუფების ჩართვა საზოგადოებრივ დისკუსიებსა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში;
საჯარო მოხელეების, მედიის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების განათლება; მედია მრავალფეროვნებისა და საჯარო დებატების წახალისება;
ეკლესიისა და სამოქალაქო საზოგადოების თანამშრომლობის ხელშეწყობა და ეკლესიის სოციალური იზოლაციის დაძლევა.
ამ მიზნების მისაღწევად თავისუფლების ინსტიტუტი ეწევა კანონშემოქმედებით, საგანმანათლებლო და საგამომცემლო საქმიანობას. ხოლო მრგვალი მაგიდებისა და დებატების საშუალებით ხელს უწყობს სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას და რწმენის თავისუფლების, რელიგიური ტოლერანტობის საკითხებზე საჯარო დისკუსიების წახალისებას. თბილისსა და საქართველოს რეგიონებში თავისუფლების ინსტიტუტი რწმენის თავისუფლების დარღვევის ფაქტების მონიტორინგს ახორციელებს და კონკრეტულ ფაქტებზე ადვოკატირებისა და სასამართლო სარჩელების გზით, საჯარო კამპანიებით რეაგირებს.
ესეც თვალხილული მაგალითი, ძალიან კორექტულად წერია, ვერც ვერაფერში შეედავები, მაგრამ პრიორიტეტი, რა აწუხებთ
და რაზეც მუშაობენ ჩანს,
არა კორფუცია, არა ძალადობა, არა სასამართლო სისტეტმა არამედ მართლმადიდებლური ეკლესიააა მათი მთავარი სამიზნე