მოკლედ, 30 ლარიანი ვაუჩერის საწინააღმდეგოდ დაახლოებით 300 ლარიანი კომპენსაცია დაიდო.
* * *
„ინტერპრესნიუსისა“ და „პრესაგე.ტვ“-ს შეცდომას „რესპუბლიკელები" პასუხობენ [Video]
2012.01.13
ავტორი: პაატა ლაგვილავა
-„სააგენტო "ინტერპრესნიუსმა" და მასზე დაყრდნობით "პრესაგე.ტვ"-მ გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს თინათინ ხიდაშელმა განაცხადა, რომ "ბიძინა ივანიშვილის გუნდი საჯარო სამსახურებიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებულ ადამიანებს კომპენსაციებს დაურიგებს",- ამის შესახებ რესპუბლიკელებმა ოფიციალურ ვებ-გვერდზე ინფორმაცია და პრესკონფერენციის ვიდეოჩანაწერი განათავსეს.
თინა ხიდაშელის დღეს გამართული პრესკონფერენციის შემდეგ სააგენტო „ინტერპრესნიუსმა“ დაწერა, რომ ივანიშვილის გუნდი სამსახურიდან გათავისუფლებულ საჯარო მოხელეებს კომპენსაციებს დაურიგებდა.
ხიდაშელმა კი სინამდვილეში აღნიშნა, სახელმწიფო სამსახურებიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებული თითოეული ადამიანის უფლება სასამართლოს გზით იქნება დაცული:
-„ყველა მსგავსი საქმე პირველ რიგში წავა სასამართლოში და ყველა ეს ადამიანი გარანტირებულად მიიღებს კომპენსაციას ყველა იმ პრობლემისთვის, რომელსაც უქმნის დღეს საქართველოს ხელისუფლება", - განაცხადა რესპუბლიკელების ერთ-ერთმა ლიდერმა.
სააგენტოებმა მოგვიანებით ტექსტი შეცვალეს.
http://tspress.ge/ka/site/articles/10811/%...83%94%E1%83%9C-[Video].htm
თემაც იხურება. არადა არაა ცუდი აზრი, კომპენსაცია.