eeelllooo
Super Crazy Member ++

       
ჯგუფი: Members
წერილები: 21819
წევრი No.: 125884
რეგისტრ.: 12-January 11
|
#30808064 · 21 Apr 2012, 21:21 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
prokofi1
შენ პროკურორი ხომ არა ხარ? რომელ კრიმინალზეა საუბარი, როცა პრეზო უთავმოყვარეოდ წაკაიფებული ტელევიზორში ჩითავს? ციხეში არ არისო ნარკომანების თუ მაგნაირების ადგილიო? ამდენი ნარკომანი რატომ გიზით ციხეში? მაშინ პრეზოც მოათავსეთ სადაც საჭიროა. ბოლო-ბოლო უმკურნალეთ მაინც. გვირგვლიანის მკვლელები 2-3 წელიწადში გარეთ იყვნენ. ერთმა ცოლიც კი დააორსულა მაგ დროს. მაშინ შეხვედრის უფლება არ ჰქონდათ(ვითომ). იქნებ მისმა ცოლმა იცუღლუტა, არა? ერთი ქვაბის მოპარვაზე უწლოვანი 8 თუ 9 წლით ჩააჯინეთ და ვიცი, ბოლომდე მოახდევინებთ. სამარცხვინოა იმ საჩივრების რაოდენობა, რაც ევროსასამართლოში შედის. სამარცხვინოა ის რაოდენობაც რასაც საქართველო აგებს ევროსასამართლოში. ჯარიმები საქართველოს ბიუჯეტიდან უნდა გადაიხადოთ, არა? რატომ უნდა გადაიხადოთ ჩემი ჯიბიდან ფული, მაშინ როცა მთელი შეგნებული ცხოვრება ასეთი უკანონობის წინააღმდეგ ვიბრძვი და ხშირად საკუთარი ფული დამიხარჯია სხვათა უფლებების დაცვაზე? იცი რა ქენით? სასამართლომ ქართველი ხალხის სახელით კი არ უნდა გამოიტანოს განაჩენი, არამედ თქვენი სახელით. მე არ მინდა ჩემი სახელით აკეთებდეთ ამდენ უკანონობას. კეთილი ინებეთ და ევროსასამართლოში წაგებული ფულიც თქვენი ჯიბიდან ამოიღეთ. მაგრამ მასე რომ იყოს, ცოტა გაფრთხილდებოდით.
რატომ გკითხე პროკურორი ხომ არ ხარ-მეთქი? ერთი მასეთი სახელის პროკურორი მეგულება, ყველა საძაგლობას კადრულობს. მაგნაირი კი რამდენია, ვინ მოთვლის.
* * * სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ადმინისტრაციის და სასამართლოს გულგრილობით კიდევ ორი პატიმარი გარდაიცვალა 16:12 22.04.2012
presage.tv
უკანასკნელ ორ კვირაში სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ორი პატიმარი გარდაიცველა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს.
არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებით პატიმართა გარდაცვალების მიზეზი, სასჯელის მოხდის გადავადება-გათავისუფლების საკითხებში სასამართლოსა და კომისიის არაეფექტური მუშაობაა.
საიას ინფრომაციით 2012 წლის 7 მარტს მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა №18 სამკურნალო დაწესებულებაში გარდაიცვალა მსჯავრდებული ალექსანდრე აკაკის ძე დადიანი. სამედიცინო ცნობაში გარდაცვალების მიზეზად დასახელებულია ტუბ.ინტოქსიკაციის ფონზე განვითარებული სუნთქვისა და გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა.
იმავე სამედიცინო ისტორიის თანახმად, მსჯავრდებული მძიმედ იყო დაავადებული. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნაში მითითებულია: ,,ა. დადიანს ამჟამად აღენიშნება მძიმე ფტიზიატრიული პათოლოგია, ხოლო ჰეპატოლოგიური თვალსაზრისით მძიმე ავადმყოფი არ არის.” მიუხედავად იმისა, რომ, დასკვნის თანახმად, დადიანი ჰეპატოლოგიური თვალსაზრისით მძიმე ავადმყოფი არ იყო, მხოლოდ მძიმე ფტიზიატრიული დაავადება სასჯელის მოხდის გადავადების საფუძველს წარმოადგენს. სასჯელის გადავადების საკითხზე გადაწყვეტილებას სასამართლო იღებს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 28 თებერვლის განჩინებით ,,უსაფუძვლობის გამო” არ დაკმაყოფილდა ა.დადიანის შუამდგომლობა სასჯელის შემდგომი მოხდის გადავადების შესახებ, რაც გასაჩივრდა სააპელაციო სასამართლოში. ადვოკატმა საჩივარში დააფიქსირა, რომ მსჯავრდებული დადიანი დამოუკიდებლად ვეღარ გადაადგილდებოდა და მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო. თუმცა, ამას სათანადო რეაგირება არ მოჰყოლია. 2012 წლის 7 მარტს დადიანი გარდაიცვალა.
15 მარტს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებით დადიანს კვლავ უარი ეთქვა სასჯელის გადავადებაზე. სასამართლო მიუთითებდა, რომ ,,მართალია, ფტიზიატრიული თვალსაზრისით მძიმე ავადმყოფია, მაგრამ წარმოდგენილი დოკუმენტებით არ არის დადასტურებული, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ხელს უშლის სასჯელის მოხდას.” თუმცა, სააპელაციო სასამართლოს აღნიშნულ მსჯელობამდე დადიანი მძიმე დაავადების გამო უკვე 8 დღის გარდაცვლილი იყო.
„საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ავადმყოფობის გამო სასჯელის გადავადების საკითხს განიხილავს სასამართლო, ხოლო გათავისუფლების საკითხს -საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივ მუდმივმოქმედი კომისია. პრაქტიკა ადასტურებს, რომ როგორც სასამართლოში, ასევე კომისიაში აღნიშნული საკითხის განხილვა ფორმალურ ხასიათს ატარებს და არ ხდება პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის სათანადოდ შეფასება, განცხადებაზე დროული და ადეკვატური რეაგირება, რაც, არცთუ იშვიათად, ფატალური შედეგით მთავრდება< - აცხადებენ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში.
კიდევ ერთი გარდაცვლილი პატიმარი ოთარ ხაბელაშვილია. მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სასჯელის შემდგომი მოხდის გადავადება-გათავისუფლების მიზნით მას საადვოკატო დახმარებას საია უწევდა.
ხაბელაშვილი მძიმედ იყო დაავადებული ტუბერკულოზით. სასამართლოსთვის უშედეგო მიმართვის შემდეგ, 2011 წლის 7 ნოემბერს ხაბელაშვილმა მუდმივმოქმედ კომისიაში შეიტანა განცხადება. თუმცა, ამ განცხადებაზე დღემდე რეაგირება არ მომხდარა. 2012 წლის 2 მარტს საიას ადვოკატმა კვლავ მიმართა კომისიას და აცნობა, რომ მსჯავრდებულის მდგომარეობა მძიმეა და შეიძლება გარდაიცვალოს, შესაბამისად, კვლავ ითხოვა განცხდების განხილვის დაჩქარება.
„2012 წლის 10 აპრილს ჩვენ სხვა პატიმარმა გვაცნობა, რომ ოთარ ხაბელაშვილი გარდაიცვალა. ინფორმაციის გადამოწმების მიზნით ადვოკატმა №18 სასჯელაღსრულების დაწესებულებას მიაკითხა (ხაბელაშვილი სასჯელს იქ იხდიდა), სადაც განუცხადეს, რომ ასეთი პატიმარი მათთან არ ირიცხება. ჩვენ ზუსტი ინფორმაციის მიღების მიზნით წერილობით მივმართეთ სასჯელაღსრულების დეპარტამენტს. ოფიციალური პასუხი ჯერ არ მიგვიღია. თუმცა, ოჯახის წევრებმა დაგვიდასტურეს, რომ ოთარ ხაბელაშვილი №18 დაწესებულებაში გარდაიცვალა.
ვფიქრობთ, რომ კომისიის ქმედება არათუ არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს, არამედ შესაძლოა რიგი შემთხვევები დანაშაულის ნიშნებს შეიცავდეს. მიგვაჩნია, რომ ამგვარი ფაქტებით გამოძიება უნდა დაინტერესდეს“, - აცხადებენ ახალგაზრდა იურისტები.
საია რამდენიმე მსჯავრებულს უწევს საადვოკატო დახმარებას სასჯელის მოხდის გადავადება-გათავისუფლების მიზნით. მათი მდგომარეობა ასევე უკიდურესად მძიმეა, თუმცა ,,უსაფუძვლობის გამო“ მათაც უარი ეთქვათ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
„თუკი, გადაწყვეტილების მიმღები ორგანოები – სასამართლო და კომისია ზემოაღნიშნულ ფორმალურ მიდგომას ან უმოქმედებას გააგრძელებენ, ამ პატიმრებთან მიმართებაში აზრს დაკარგავს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სასჯელის მოხდის გადავადება-გათავისუფლების შესაძლებლობა, რამაც შესაძლოა ხშირ შემთხვევაში სიცოცხლის უფლების ხელყოფა გამოიწვიოს“, - მიიჩნევენ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში.
--------------------
შენი დედაც მოდის ტყიბულიდან, პაპუნა უგრეხელიძევ, პოლიტპატიმრის დევნისთვის!
ვიბარებ ძველ, ნახმარ ავეჯს, აქვე, ფორუმზე.
|