100 პროცენტიანი ხარ კარდუ .....აი მოვიდა ის ნანატრი დღე როდესაც რაღაცაში დაგეთანხმე .......არავის საქმე არ არის ვის წამოაყენებს ნაც.მოძრაობა მაჟორიტარ კანდიდატებათ საარჩევნო ოლქებში ........ ეს წმინდა ნაც.მოძრაობის საქმეა ......
მაგრამ
იმის გათვალისწინებით , რომ მე იმდენად არავის ბეჭამოგდებული მომხრე არ ვარ , რამდენადაც მინდა მაგარი დაგა დაგა არჩევნებზე , პოლიტიკურ დაგა დაგაზე მაქვს საუბარი , და მინდა ისეთი არჩევნები სადაც კანდიდატებს საარჩევნო კამპანიის დაწყების წინ 50-50 -ზე ქონდეთ შანსები .....მოგახსენებთ ჩემს მოკრძალებულ რჩევას კონმრეტულად ქუთაისის მაჟორიტარზე
არა , მგონი სწორი არჩევანი იყოს ქუთაისის მაჟორიტარად მებენზინეს წამოყენება ..... და რატომ
ელემენტარულად , ნაც.მოძრაობამ კარგი კვლევა , რომ ჩაატაროს იგივე ვისოლის ბენზოგასამართ სადგურებზე ეგრევე დაადგენს , რომ ქუთაისის მოსახლეობის 90 პროცენტი ყველაზე ხშირად ისხამს 5 ლიტრ ბენზინს , ნუ 20-25 პროცენტ შემთხვევაში 10 ლიტრს ...... ძალიან ცოტა ადამიანი არის ქუთაისში რომელსაც აქვს შესაძლებლობა 10 ლიტრზე მეტი ბენზინი ჩაისხას .....ეს გამოწვეულია ქუთაისლების ცუდი ფინანსური მდგომარეობით და ბენზინზე მაღალი ფასებით .........
ბატონ სოსო ფხაკაძეს ძალიან გაუჭირდება ქუთაისლებს აუხსნას როგორ დგინდება საქართველოში ბენზინის ფასები ....... ოპონენტი მაჟორიტარობის კანდიდატი , ვინც არ უნდა იყოს ის , აუცილებლად აუხსნის მოსახლეობას თუ როგორ იშოვება ფული საქართველოში ბენზინში (ყველა ნიანსებს აუხსნიან , მათ შორის ვისოლის მფლობელებზეც )
ვერ განვიხილავთ ბატონ ფხაკაძის პლიუსად ქუთაისის ,, ტორპედოს ,, სპონსორობას ....ჯერ ერთი იმიტომ , რომ ტორპედო ,, ბარსელონა ,, არ არ არის და არც მესსი უყიდია ვისოლს და მეორეც მთელმა ქუთაისმა იცის , რომ ,, ტორპედოს ,, ყიდვა ბ.ბ.-ს უნდოდა და მას ამის სასუალება არ მიცეს ......... ასე , რომ ,, ტორპედოს ,, კარტი ვერ გათამაშდება
რით უნდა მოიგოს ქუთაისლების გული ბატონმა სოსო ფხაკაძემ (რომლის წინაამღდეგ არანაირი პირადი შეუთავსებლობა ან პრეტენზია არ მაქვს არც მე და არც ბევრ ვინმეს ) ???? მხოლოდ ფულის ხარჯვით ...ამ ახალი კანონის სივრცეში ძალიან გაჭირდება პირადი ფულის ხარჯვა , ხოლო ფხაკაძის კამპანიაში ხელისუფლების და ნაც.აქტივის ჩარევას უფრო უკუ შედეგი ექნება , ვინაიდან ოპონენტები უკვე ღიად იყვირებენ , რომ ვისოლი ნაც.პარტიის ბენზინია და ის ძვირი ფასები ბენზინზე ნაციონალებთან არის დაკავშირებული ..... თან ფულის პრობლემა , უფრო სუფთა ფულის (ბენზინის სუნის გარეშე ) არც ოპოზიციურ კანდიდატს არ ექნება
და კიდევ , ამ ძალიან ძნელ არჩევნებში ბიზნესმენის გარევა --ძალიან სახიფათოა .......ბიზნესმენებს , დიდ ბიზნესმენებს (რომლებსაც დასაკარგი აქვთ ) არ უყვართ პოლიტიკური თამაშები თუ 100 პროცენტიანი გამარჯვების შანსი არ აქვთ , ასეთ შემთხვევებში სერიოზული ბიზნესმენები სტრახოვკებს იკეთებენ მეორე მხარესთან , შესაძლო წაგების შემთხვევისთვის ბიზნესის დასაცავად ......დამიჯერე ეს ასეა ....... ასე იქცევიან ამერიკაშიც და იაპონიაშიც , როდესაც მსხვილი ბიზნესი ცდილობს ორივე ოპონენტ მხარეს ასიამოვნონ
აქედან გამომდინარე არა მგონი ბატონი სოსო ფხაკაძე სწორი არჩევანი იყოს , პირველ ყოვლისა თვით ნაც.მოძრაობისთვის ......... ასეთი ბიზნესმენი უფრო პატარა ოლქებსი იქნება სერიოზული კანდიდატი , ისეთ ოლქებში სადაც ბენზინი და მისი ფასები იმდენად აქტუალური არ არის როგორც ქუთაისში
ვიმეორებ , მე მინდა თანაბარ შანსიანი არჩევნები და აქედან გამომდინარეობს ჩემი მოკრძალებული ხედვები პრობლემის .....რომელიც შეიძლება მცდარია , მაგრამ ხომ შეიძლება მართალიც იყოს
ერთმა ჭკვიანმა თქვა , როდესაც პარლამენტში დეპუტატები ჩხუბობენ ---ხალხი კარგად არისო , ხოლო როდესაც პარლამენტში სიო არ უბერავსო ----ქარიშხალი გარეთ ტრიალებსო .......ამ პრინციპიდან გამომდინარე მინდა წინასწარ გადაწყვეტილი არცევნები კი არა , არამედ როგორ ღრმად პატივცემულმა ჯონ ბასმა ბრძანა თანაბარშანსიანი არჩევნები
01.10.2012.