სახალხო დამცველი პატიმრის მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტზე გამოძიების დაწყებას მოითხოვს 10:29 28-12-2011 საქართველოს სახალხო დამცველმა წინადადებით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურორს, დაიწყოს წინასწარი გამოძიება მსჯავრდებულ გიორგი ოქროპირიძის მიმართ, N#18 სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლების მხრიდან განხორციელებულ არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე. როგორც "ინტერპრესნიუსს" სახალხო დამცველის ოფისიდან აცნობეს, 2011 წლის 24 დეკემბერს სახალხო დამცველის რწმუნებულები იმყოფებოდნენ N#18 სამკურნალო დაწესებულებაში, სადაც შეხვდნენ და გაესაუბრნენ მსჯავრდებულ გიორგი ოქროპირიძეს. ოქროპირიძის განმარტებით, სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით და ჯანმრთელობის პრობლემების გამო, 2011 წლის აპრილში მიმართა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს. ოქტომბერში ევროსასამართლოდან მსჯავრდებულის განცხადებასთან დაკავშირებით გამოიგზავნა მითითება მისთვის მკურნალობის ჩატარების თაობაზე. სახალხო დამცველის ოფისის ცნობით, 2011 წლის 1 დეკემბერს მსჯავრდებული გადაყვანილი იყო #18 სამკურნალო დაწესებულებაში. მისი განმარტებით, #18 დაწესებულებაში გადაყვანის დღიდან, მას სისტემატურად აყენებდნენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას და ემუქრებოდნენ, დაწესებულების სარეჟიმო სამსახურის უფროსი ალექსანდრე თოლორდავა, დაწესებულების უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გიორგი ავსაჯანიშვილი და სხვა თანამშრომლები. ასევე, სასჯელის დამატებით ემუქრებოდა სოციალური სამსახურის უფროსი ზურაბ ბულბულაშვილი. ოქროპირიძის მიმართ განხორციელებული არასათანადო მოპყრობის ფაქტები დეტალურად არის აღწერილი მის ახსნა–განმარტებებში, რომელიც სახალხო დამცველმა მთავარ პროკურატურაში გადააგზავნა.
The Public Defender demands preliminary investigation
28 12 2011
In accordance with Paragraph C, Article 21 of the Georgian Law on the Public Defender of Georgia, the Public Defender of Georgia has addressed the Chief Prosecutor of Georgia with a proposal to launch a preliminary investigation into the facts of ill-treatment carried out by employees of Penal Establishment No. 18 towards against convict G. Okropiridze.
On December 24, 2011, representatives of the Public Defender visited Medical Establishment No. 18 where they met and talked with convict Giorgi Okropiridze.
According to G. Okropiridze, in connection with the criminal case and due to health problems, in April 2011 he addressed the European Court of Human Rights. In October, the European Court sent a directive on administering treatment to him.
On December 1, 2011, the convict was transferred to Medical Establishment No. 18. As he explains, since the day he was transferred to Establishment No. 18, he has been systematically subjected to physical and verbal assault and threatened by the Head of the Regime Service of the establishment, Aleksandre Tolordava, the Head of the Security Service of the establishment, Giorgi Avsajanishvili, and other employees. The Head of the Social Service, Zurab Bulbulashvili, also threatened him with adding punishment.
The facts of ill-treatment carried out against G. Okropiridze are described in detail in his explanatory note which the Public Defender has sent to the Chief Prosecutor’s Office.
http://www.ombudsman.ge/index.php?page=1001&lang=1&id=1453კონსტიტუციის 42–ე მუხლმა“ ოქროპირიძის ადმინისტრაციული პატიმრობა გაასაჩივრა
30/12/2011 17:24
არასამთავრობო ორგანიზაცია ,,კონსტიტუციის 42–ე მუხლმა“ დღეს, 30 დეკემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოში მსჯავრდებულ გიორგი ოქროპირიძისათვის ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდება გაასაჩივრა.
ოქროპირიძე ამჟამად სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #18 მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში სასჯელს. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილებით მას 30–დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, რასაც ადვოკატები დაუსაბუთებლად მიიჩნევენ.
ოქროპირიძე აცხადებს, რომ მას 2011 წლის 23 დეკემბერს არ ჩაუდენია პატიმრობის კოდექსის 80-ე მუხლის “კ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინური დარღვევა, რის გამოც არ არსებობს ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების სამართლებრივი საფუძველი.
,,ჩემთვის სასჯელის შეფარდების საფუძვლად გამოყენებულია #18 მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების უფროსი ინსპექტორის დავით ბაღაშვილისა და სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების კონტროლიორ იური შილინის ახსნა-განმარტებებში, სადაც აღწერილია ჩემს მიერ თითქოსდა ჩადენილი ქმედებებები, როგორიცაა: გინება, გადაძახილი, პროვოცირება და ა.შ. თუმცა, მსგავსი ქმედება არ ჩამიდენია, ამასთან, სასამართლო დაეყრდნო მხოლოდ აღნიშნულ პირთა ახსნა-განმარტებებს. სათანადოდ არ გამოიკვლია ფაქტობრივი გარემოებები, მოახდინა მათი არასწორი შეფასება“, – აცხადებს ოქროპირიძე.
"კონსტიტუციის 42–ე მუხლის" ინფორმაციით, სასამართლოში წარდგენილ საქმეს მტკიცებულების სახით თან ერთვის საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულის 2011 წლის 24 დეკემბერს შედგენილი ოქმი. კერძოდ, სახალხო დამცველის უწყების წარმომადგენელი ესაუბრა ორ მსჯავრდებულს, რომლებიც ოქროპირიძესთან ერთად იმყოფებოდნენ ამავე დაწესებულების #18 პალატაში და მათი განმარტებითაც დასტურდება, რომ ოქროპირიძე არ არღვევდა შინაგანაწესს.
მსჯვარდებული შესაბამისი გარემოებიდან გამომდინარე სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვს.
ცნობისათვის, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის 2010 წლის 17 მარტის განაჩენით გიორგი ოქროპირიძეს 16 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, სსკ–ს 108, 239 (მესამე ნაწილი) და 236 მუხლის (პირველი და მეორე ნაწილი) მიხედვით. მოგვიანებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილებით პატიმრობის ვადა 13 წლით განისაზღვრა.
ოქროპირიძეს ევროსასამართლოში წარდგენილი აქვს საჩივარი, რომელიც სასამართლომ დასაშვებად სცნო. თუმცა, მსჯავრდებულის განმარტებით, სწორედ ამ საჩივრის შემდეგ დაიწყო ციხის ადმინისტრაციამ მასზე ზეწოლის გახორციელება.
პატიმარი ამბობს, რომ კონკრეტული პირების მიერ, ცემისა და წამების გზით არაერთხელ განხორციელდა მასზე ზეწოლა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოდან საჩივრის გამოხმობის მიზნით, რის შესახებაც პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას პირდაპირ საოქმოდ განაცხადა.
,,უფრო მეტიც, იგეგმებოდა ჩემი ლიკვიდაცია, რასაც შემდეგ მისცემდნენ თვითმკვლელობის იმიტაციას, რაც დასტურდება იმ გარემოებით, რომ სამკურნალო დაწესებულების ექიმის, მარინა ბერიძის ჩანაწერებით ცდილობდნენ სამედიცინო დოკუმენტების გაყალბებას და სამედიცინო ბარათში უთითებდნენ, რომ თითქოსდა მქონდა ფსიქიკური დაავადება და მიდრეკილი ვარ სუიციდისკენ, რასაც არანაირი კავშირი არა აქვს რეალობასთან,“ – ამბობს ოქროპირიძე.
ამასთან, ,,კონსტიტუციის 42–ე მუხლი“ გეგმავს უახლოეს დღეებში გაასაჩივროს ოქროპირიძისთვის შეფარდებულ დისციპლინური სახდელი.
„მიმდინარე წლის 11 ნოემბერს პატიმრობის კოდექსში დაემატა ახალი დისციპლინური სახდელი, რომელიც საპატიმრო დაწესებულების ტერიტორიაზე არსებული მაღაზიით სარგებლობის უფლების შეზღუდვას ითვალისწინებს. ოქოპირიძე, რომელიც ,,ჩ“ ჰეპატიტითაა დაავადებული მაღაზიით 30 დღის განმავლობაში ვერ ისარგებლებს, რითაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდება,“– აცხადებენ „კონსტიტუციის 42–ე მუხლში“.
სახალხო დამცველი გ.ოქროპირიძისწამების ფაქტზე საუბრობს
http://www.myvideo.ge/?video_id=1575762ადვოკატი დავით ჯანდიერი გიორგი ოქროპირიძის საქმეზე
http://www.myvideo.ge/?video_id=1577590