კი საპატიმროში აქვს მიღებული პატიმრის განცხადებით , რომელიც სასამართლოშიც გაიმეორა და დაასახელა პიროვნება ვინც აწამებდა და სახალხო დამცველმაც დაადასტურა
თუ კი არ არის ნაწამები , სახალხო დამცველი იტყუება ? თუ იტყუება ადვოკატი , ოჯახი , პატიმარი , სახალხო დამცველი , დეპუტატები , რატომ მიიღო სტრასბურგმა საქმე ? მითუმეტეს მაშინ როდესაც სტრასბურგი ხშირად უარს ამბობს საქმის განხილვაზე
In 2011 Georgian authorities drafted a new Code of Administrative Offenses, but the version that passed the first hearing in Georgia’s parliament in July still does not meet the country’s human rights obligations, Human Rights Watch said. The government should take immediate steps to bring all detainees’ fair trial rights into compliance with its human rights obligations by ensuring that anyone taken into custody for an alleged administrative offense is allowed to notify a third party, can choose and notify a lawyer, and is tried under fair trial norms, Human Rights Watch said.
Human Rights Watch-მა „მსოფლიო ანგარიში 2012“ გამოაქვეყნა. ანგარიშში, რომელიც 2011 წელს მსოფლიოს 90-ზე მეტ ქვეყანასა და ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების მდგომარეობას ეხება, საქართველოს ერთი თავი ეთმობა. ორგანიზაცია საქართველოს ხელისუფლებას 26 მაისის აქციის დაშლისას ძალის გადამეტების ფაქტების გამო, დევნელების იძულებითი გამოსახლებისა და სასჯელაღსრულების სისტემაში არსებული მდგომარეობის გამო აკრიტიკებს.
„საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობა 2011 წელს არ შეცვლილა. მაისში, თბილისში ხელისუფლებამ გამოიყენა გადაჭარბებული ძალა ანტისამთავრობო დემონსტრაციის დარბევისას, ხოლო ათობით დაკავებულის უფლებები სასამართლოზე სრულად არ იქნა დაცული. ხელისუფლება ვერ უზრუნველყო ამ ფაქტების ეფექტიანი გამოძიება...
შეიზღუდა შეკრებებისა და მედიის თავისუფლება ისევე, როგორც მოხდა იძულებით გამოსახლება დევნილების, რომლებიც სახელმწიფოს საკუთრებაში მყოფ დროებით საცხოვრებლებში ცხოვრობდნენ. ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა გააღრმავეს პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირები საქართველოსთან, თუმცა ვერ გამოიყენეს ეს შესაძლებლობა ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით მდგომარეობის გასაუმჯობესებლად“, - ვკითხულობთ საქართველოს შესახებ თავის შესავალში.
შეკრების თავისუფლება და პოლიციის სისასტიკე - ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს ხელისუფლებამ ხელი შეუშალა შეკრების თავისუფლების უფლების განხორციელებას.
„ხელისუფლებამ მომიტინგეების წინააღმდეგ გამოიყენა ცრემლმდენი გაზი და რეზინის ხელკეტები. დააკავეს და სცემეს 160 ადამიანი. ქართველ და უცხოელ ჟურნალისტებს ხელი შეეშალათ პროფესიული საქმიანობის განხორციელაბაში. რამდენიმე მათგანი ფიზიკური ზიანიც მიადგა. დაკავებულთა სასამართლოები ეყრდნობოდნენ პოლიციის მიერ წარმოდგენილ არგუმენტებს და არ ითვალისწინებდნენ დაცვის მხარის მოტივებს“, - აღნიშნულია ანგარიშში.
გარდა ამისა, ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული სასჯელი შეეფარდა პოლიციის 16 ოფიცერს, მათ შორის, 4 უწყებიდან გაათავისფლეს. თუმცა, Human Rights Watch დასძენს, რომ, მაისის მოვლენების მსგავსად, ხელისუფლებამ ვერ გამოიძია 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და 2009 წლის ივნისში, პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობასთან გამართული აქციის დროს სამართალდამცველთა მიერ ძალის გადამეტების ფაქტების გამოძიება.
ადმინისტრაციული პატიმრობა - ანგარიშის თანახმად, 2010 წელს ხელისუფლებამ ადმინისტრაციული პატიმრობა 30-დან 90 დღემდე გაზარდა, ხოლო დაკავებულებს არ აქვთ სრული წვდომა „საპროცესო უფლებებზე“.
„დაკავებულების ადვოკატებს ექმნებათ პრობლემები, ხოლო თავად დაკავებულებს საკუთარი ოჯახისთვის დაკავების შესახებ ინფორმაციის მიწოდების უფლება, ხშირ შემთხვევაში, არ ეძლევათ. ადვოკატებს დაცვის მხარის პოზიციის მოსამზადებლად არ აქვთ საკმარისი დრო. ხელისუფლებამ გასაჩივრების ვადა 10-დან 2 დღემდე შეამცირა... ადმინისტრაციული საპატიმრო კვლავ შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკუთვნის და იგი არ არის მოხერხებული დაკავებულისთვის, რადგან მათ შეზღუდული აქვთ აქვთ ჰიგიენური და სამედიცინო საშუალებების გამოყენების უფლება“, - მიიჩნევს ორგანიზაცია.
დევნილების იძულებითი გამოსახლება - Human Rights Watch-ის აზრით, ხელისუფლებამ ვერ უზრუნველყო საერთაშორისო სტანდარტების დაცვა და მათი განსახლების პრობლემის მოგვარება.
„ხელისუფლებას არ უწარმოებია კონსულტაციები დევნილებთან და მან ისინი ვერ უზრუნველყო სათანადო კომპენსაციით... გაეროს დევნილების კომისართან ერთად, ხელისუფლებამ გამოსახლების პროცედურების შესახებ პირობები შეიმუშავა, რომელმაც პროცესი გააუმჯობესა, თუმცა, საერთო ჯამში, საერთაშორისო სტანდარტები მაინც ვერ დაკმაყოფილდა“, - აღნიშნულია ანგარიშში.
მშრომელთა უფლებების დარღვევა - ანგარიშში მოხვდა 2011 წლის აგვისტოში, ქუთაისში მდებარე „ჰერკულესის“ მეტალურგიული ქარხნის მუშების მიერ გამართული საპროტესტო აქცია, როცა ისინი შრომის პირობების გაუმჯობესებას ითხოვდნენ.
„მათი 2-დღიანი აქცია პოლიციამ დაშალა და რამდენიმე მათგანი დააპატიმრა. ისინი მალევე გაათავისუფლეს, თუმცა ზოგიერთი ამბობს, რომ ისინი აიძულეს ხელი მოეწერათ განცხადებაზე, რომლითაც დადეს პირობა, რომ აღარ მიიღებენ მონაწილეობას საპროტესტო აქციაში... 18 სექტემბერს, ქუთაისში პროფკავშირების 3 წარმომადგენელი პოლიციამ დააკავა და 10-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა, რაც ზოგიერთმა ასევე მათზე ზეწოლად შეაფასა“, - ვკითხულობთ ანგარიშში.
ომის კანონის დარღვევებისადმი ანგარიშვალდებულების ნაკლებობა - ორგანიზაციის ინფორმაციით, საქართველომ ვერ უზრუნველყო 2008 წლის ომში ქართველი სამხედროების მიერ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის დარღვევის ფაქტების გამოძიება.
მედიის თავისუფლება - Human Rights Watch მიიჩნევს, რომ საქართველოში მედიაგარემო „კვლავ შერეული რჩება“ - ბეჭდური მედია მრავალფეროვანია, ხოლო მთელი ქვეყნის მასშტაბით სამი ტელეარხი მაუწყებლობს: „რუსთავი 2“, „იმედი“, „საზოგადოებრივი მაუწყებელი“. ორგანიზაცია დადებითად აფასებს მაუწყებელთა მფლობელების გამჭვირვალობის შესახებ კანონს.
ანგარიშში მოხვდა ზაფხულში, ჯაშუშობის ბრალდებით ოთხი ფოტოგრაფის - ზურაბ ქურციკიძის, გიორგი აბდალაძის, ირაკლი გედენიძისა და ნათია გედენიძის დაკავების ფაქტიც. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ დაკავების შემდეგ, მათ საქმეს გრიფი - „საიდუმლო“ დაედო. ასევე, ანაგარიშის მიხედვით, ადგილობრივმა და საერთაშორისო ჯგუფებმა მათი დაკავება პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნიეს, რადგან, მათი აზრით, ფოტოგრაფები 26 მაისის აქციის დარბევის ფოტოების გავრცელების გამო დააკავეს.
ანგარიშში მოხვდა „მედიაპალიტრაში საგადასახადო უწყებების შესვლაც. როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, ზოგიერთმა მედიასაშუალებამ და არასამთავრობო ორგანიზაციამ მიიჩნია, რომ ამით ხელისუფლებას, 26 მაისი ამბების გაშუქების გამო, მედიაორგანიზაციის დასჯა სურდა.
სასჯელაღსრულების სისტემა - ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ციხეების გადატვირთულობა კვლავ პრობლემაა. ანგარიშის თანახმად, სახალხო დამცველმა პატიმრების წამების რამდენიმე ფაქტი გამოავლინა და პროკურატურას მათი გამოძიებისკენ მოუწოდა.
გარდა ამისა, ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა თომას ჰამარბერგმა დადებითად შეაფასა სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმა, თუმცა ხელისუფლებას უფრო მეტად ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული სასჯელაღსრულების პოლიტიკის შემუშავებისკენ მოუწოდა.
მნიშვნელოვანი საერთაშორისო აქტორები - ანგარიშში აღნიშნულია, რომ შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა გააღრმავეს ეკონომიკური კავშირები საქართველოსთან, თუმცა მათ ვერ გამოიყენეს ეს შესაძლებლობა ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.
გარდა ამისა, ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ აშშ-მა, ევროკავშირმა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ხელისუფლებას 26 მაისის აქციის დაშლის დროს პოლიციის მიერ კანონდარღვევების გამოძიებისკენ მოუწოდა.