#29242258 · 17 Jan 2012, 09:28 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
თუ ბიძინა ივანიშვილი აპირებს წინასაარჩევნოდ შექმნას მორიგი საარჩევნო ბლოკი ~აჯაფსანდალი ~ , რომელშიც გაიერთიენებს აბსოლუტურად განსხვავებული მიმართულებებისა და ღირებულებების ფიფურებს, - მას გარდაუვალი კრახი ელის. აპ ოპოზიციის მთავარი პრობლემა ის არის, რომ მას არა აქვს ქვეყნის განვითარების ალტერნატიული პროექტი. ~შენ წადი, მე უნდა მოვიდე, ეადგან შენ ხარ ცუდი, ხოლო მე ვარ კარგი~- უკაცრავად, ალტერნატიული პროექტი არ არის. ამგვარი ფსევდოპროექტით ესენი ყველა არჩევნებს წააგებენ. თვით ყველაზე ობიექტურ და სამართლიან არჩევნებსაც კი.
შენ წადი მე უნდა მივიდეო - ამას ხმას მხოლოდ პროტესტული ელექტრორატი აძლევს, რომლისთვისაც სულ ერთია ვინ მოვა, ოღონდ ეს წავიდეს. მაგრამ საქმე ისაა, რომ პროტესტული ელექტორატი ამომრჩეველთა უმრავლესობა არ არის. თუნდაც ყველაზე მეტად აქტიურობდეს ქუჩაში. ის რომ უმრავლესობა იყოს ქვეყანაში, მაშინ ჩვენ უკვე სამოქალაქო ომის პირობებში ვიცხოვრებდით.
|