2006 წელს ჩემი სახლიდან დაახლოებით 150 მეტრში ჯ.ღ. მოკლეს, ჩემი უბნელი არის ეჭვმიტანილი, რომელიც მიმალვაშია , გაქცეული არის ამჟამადაც. მკვლელობამდე ერთი 35 წუთით ადრე მაღაზიაში საკვები პროდუქტი ვიყიდე ზუსტად იმ სადარბაზოს გვერდზე, რომლის წინაც ჯ.ღ.-ს სამი ტყვია ესროლეს ოდნავ მოგვიანებით... ამას რატომ ვწერ ახლა: იარაღს როცა იღებს კაცი ხელში, იმას კი მხოლოდ ერთი ლულა აქვს, მარა ლულა მეორე მხარეს ბრუნდება ხოლმე, ტრიალდება... მეორეს მხრივ კი მთელს თბილისში ათობით არის ასეთი მკვლელობა მომხდარი და კიდევ მოხდება არაერთი... ძალიან კრიმინალური ცნობიერება თუ აზროვნება გვაქვს-- ჩემს თავს ვგულისხმობ პირველ რიგში, ანუ მეც..თუმცა მე ზაფხულში მეგობარი მომიკლეს და შურს არ ვიძიებდი, მაგრამ თუ ციხიდან თუ არ გამოყოფდა ცხვირს არასოდეს მისი მკვლელი, ძალიან გამიხარდება... და თან თუ გამოვა გარეთ, მერე სხვასაც შეუქმნის საფრთხეს... ისე კი, ზოგადად ვიტყვი, 2005 წელს სახელმწიფოს მეორე პირი გაგუდეს და დღემდე "მკვლელობა" სიტყვა რომ თქვან პირდაპირ სატელევიზიო გადაცემის მსვლელობისას, იმის ერიდებათ თუ უფრთხიან თუ რა ვიცი... ხან უბედურ შემთხვევას მიაწერენ, ხან გაუგებრობას უწოდებენ.. ყოფილი თავდაცვის მინისტრის, დავით თევზაძის ძმის მისი ავტომანქანიანად აფეთქებაზე აღარაფერს ვამბობ (თბილისში, აღმაშენებლის ხეივნის მგონი მეცხრე თუ მეათე კილომეტრზე, მაგრამ დეტონატორი და მოქმედი ნივთიერება ალბათ მანამდე, რამდენიმე დღით უფრო ადრე მიამაგრეს მანქანას, იევიცი... რადიოტალღებით ააფეთქეს თუ არა,ისიც არ იცოდნენ თავიდან... იარაღით ალბათ იმიტომ არ მოკლეს, რომ ორი-სამი მაკაროვი თვითონაც ექნებოდა მანქანაში ყოველი აუცილებელი შემთხვევისთვის და ასე უფრო დარწმუნებულები იქნებოდნენ მაყუთის გამომსვლელი შემკვეთები, რომ ქილერი არ დაშავდებოდა.. მე შენ გეტყვი და რომ დაეჭრა, მის სისხლის ნიმუშს ვინმე შეინახავდა პოლიციის გამომძიებლებიდან...
This post has been edited by kalebind on 31 Dec 2013, 18:45