#33545090 · 19 Oct 2012, 13:04 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მსოფლიო თანამეგობრობოაში და ნატოშიც დიდი ხანია ზის საბჭოური ბანაკის მრავალი ქვეყანა,მაგრამ არავინ ზრდის ჩვენსავით ჯარს და არცერთს არ ყავს ამდენი ჯარისკაცი იქ! რას გვატყუებდნენ ამ ნატოებით,მაპებით და მსგავსი ბაიკებით? ვინ შეგვათრევდა ჩვენ ნატოში? ვინ შეათრევს იმ ქვეყანას ნატოში რომელიც მიწების მეოთხედი სადაო აქვს ნატოს ერთადერთ ყველაზე სერიოზულ მტერთან-რუსეთთან? თუ ვინმეს ჰგონია,რომ ნატოს ქვეყნები რუსეთს გადაიკიდებს ჩვენს გამო? ევროპა (განს.გერმანია და საფრანგეთი) რომ რუსებს ტრაკში უძვრება გაზის და ნავთის გამო ახალი ამბავია ვინმესთვის? საფრანგეთი აქეთ პოსტკოფლიქტურ სიტუაციას გვიგვარებდა ვითომ და იქით 2 თანამედროვე ავიამზიდი აუგო და მიყიდა რუსეთს (ბალტიის ზღვაში ან ციმბირში საომრად რომ არ უნდათ ეგ რუსებსცხადზე ცხადია).რჩება ამერიკა,რომელიც თავის თამაშს თამაშობს რუსეთთან და ამ თამაშს ეწირება საქართველო რეალურად.ეს ყეყეჩა რეგვენი ჯერ ააგდო,რუსეთთან ომს აყვა საქართველო და საქმე საქმეზე,რომ მივიდა გამოგვიგზავნა წყალი და პამპერსები (შავ ზღვაში თუ ფლოტი შემოიყვანა და მიშას მტავრობა გადაარჩინა მაგით დიდი ვერაფერი ხეირი საქართველოს,დაკარგული გაიფორმა რუსეთმა და ზედ კოდორ-ახალგორიც მიამატა).მართალია ჩვენს ჯარს პამპერსისა და წყლის მეტი არაფერი სჭირდება (ბოლო სულის მოსათქმელად სირბილისას და პირველი რისთვის ალბათ მიხვდებით) მაგრამ აშშ-ს თავისი უნდა გაეკეთებინა მაინც თუ ეგეთი ძმა და მოკავშირე იყო ჩვენი.იცით რას მახსენებს ეს ამბავი? დროის მონაკვეთს გიორგიევსკის ტრაქტატიდან აღა-მაჰმად ხანის შემოსევამდე.რუსეთმა გააბრიყვა ერეკლე,მოაწერინა ხელი ტრაქტატზე,სუფთა წყლის პროვოკაცია იყო,ამან გამოიწვია ირანის შაჰის ლაშქრობა,რუსეთი განზე გადგა და არაფრით დაეხმა ერეკლეს,ირანელებმა დედა უტირეს ცოტათი ფეხზე წამომდგარ ქვეყანას და ამის მერე რუსები მშვიდან მოვიდნენ და დაისაკუთრეს მთელი აღმ.საქართველო.შორს ვარ იმ აზრისგან,რომ ამერიკის მეორე ჯორჯია ვიქნებით იურიდიულად,მაგრამ ის რომ აგვაგდო და შეგვატოვა ფაქტია!!! მოკლედ ისევ ჩვენ თუ არ ვიხმართ ჭკუას სულ ასეთი ნახმარ-სახმარები ვიქნებით.არც ევროპას და არც ამერიკას ლამაზი თვალების გამო არ ვუყვარვართ (რუსეთის "სიყვარულზე" თქმაც არ ღირს) და მომავალი მთავრობა მაინც თუ გაიგებს ამას და საკუტარი ქვეყნის ინტერესებს დაიცავს ღირსეულად ხომ კარგი თუარადა ამოუვა ხალხს ეს ყველაფერი და კიდევ ერთი იმედგაცრუების შემდეგ დავერევით ერთმანეთს და დავემსგავსებით "კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას" სადაც ხალხის და მაიმუნის საზრდო ერთია-ბანანი! და რესპუბლიკაც ბანანური აქვთ! ბანალურია მაგრამ ფაქტია! P.S. სულ არ ვაპირებდი ამდენის წერას."სიტყამ მოიტანა"
|