"ქართულმა ოცნებამ" მოძრაობის ლოგოიანი მაისურების გაყიდვის მცდელობის ფაქტი დააფიქსირა
17:25 19.01.2012
[პირველი]
"ქართულმა ოცნებამ" მოძრაობის ლოგოიანი მაისურების გაყიდვის მცდელობის ფაქტი დააფიქსირა.
მოძრაობის პრეს-სამსახური კატეგორიულად აცხადებს, რომ "ქართული ოცნების" მაისურები არ იყიდება.
"დღეს ერთ-ერთი ინტერნეტ-მაღაზიის ვებ-გვერდზე "ქართული ოცნების" ლოგოთი მაისურების გაყიდვასთან დაკავშირებული განცხადება დაიდო. გვინდა, განვაცხადოთ, რომ "ქართული ოცნების" მაისურები არ იყიდება და მისი უსასყიდლოდ გავრცელების უფლება მხოლოდ საზოგადოებრივი მოძრაობის წარმომადგენლებს აქვთ. ჩვენ ვცადეთ, დავკავშირებოდით განმცხადებელს და გაგვერკვია, თუ საიდან მოიპოვა მან "ქართული ოცნების" ლოგო მაისურებზე დასაბეჭდად, თუმცა შეკითხვის მოსმენისთანავე მან ტელეფონი გათიშა. გთხოვთ, მსგავსი ფაქტების აღმოჩენის შემთხვევაში ინფორმაცია მოგვაწოდოთ", - ნათქვამია მოძრაობის პრეს-სამსახურის განცხადებაში, რომელიც "ქართული ოცნების" ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
http://www.presage.tv/?m=news&NID=24294