#29295178 · 20 Jan 2012, 15:54 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
დავით დარჩიაშვილი - ირანისა და აშშ–ის დაპირისპირების შემთხვევაში საქართველოს არჩევანი ნათელი იქნება 14:48 20.01.2012
[ინტერპრესნიუსი]
საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, დავით დარჩიაშვილს მიაჩნია, რომ ირანისა და აშშ–ის დაპირისპირების შემთხვევაში, საქართველოს არჩევანი ნათელი იქნება.
როგორც ჟურნალისტებს დავით დარჩიაშვილმა განუცხადა, მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად ყველაფრის დაშვება შეიძლება, ნაკლებად სავარაუდოა, ირანმა ორმუზის სრუტე დაკეტოს და დანარჩენ სამყაროს ნავთობის მიწოდების შანსები შეუწყვიტოს.
მისივე აზრით, პირიქით, ირანში კომპრომისებზე იფიქრებენ, თუმცა თუ მოხდა გლობალური დაძაბულობა და დაპირისპირება, საქართველოსთვის არჩევანი ძალიან ნათელი იქნება.
"საქართველოსთვის არჩევანი ნათელი იქნება - იყოს თავის საერთაშორისო დემოკრატიულ პარტიორებთან ერთად თუ მათ წინააღმდეგ. მაგრამ არა მგონია, საქმე აქამდე მივიდეს", – დასძინა დარჩიაშვილმა.
დეპუტატის თქმითვე, საერთაშორისო კომუნიკაციების გადაკეტვა ერთ–ერთ ყველაზე დიდ დანაშაულად ითვლება და თუ ასეთ რამეს რომელიმე ქვეყნა გააკეთებს, მის წინააღმდეგ სერიოზული ნაბიჯები გადაიდგმება.
ასეთ ვითარებაში კი, დარჩიაშვილის განცხადებით, საქართველოს არჩევანი არ აქვს, რადგან საერთაშორისო წესების წინააღმდეგ თამაში არ შეიძლება.
|