FRIDRIXაქ ჩაიხედე
20 ლარი გიგი უგულავას მხარდასაჭერად
http://liberali.ge/20-lari-gigi-ugulavas-mkhardasacარჩევნები 18 იანვარი, 2012 - 17:13
20 ლარი გიგი უგულავას მხარდასაჭერად
მალხაზ ჭკადუა
ვინ აფინანსებდა მოძრაობას „ჩვენი ხმა გიგი უგულავას“
მოძრაობა „ჩვენი ხმა გიგი უგულავას“ რეგისტრაციიდან დღემდე ერთადერთი საბანკო ოპერაცია აქვს განხორციელებული. საბანკო ამონაწერის თანახმად, 2011 წლის 6 აპრილს, მოძრაობის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ზვიად ფოფხაძემ ანგარიშზე 20 ლარი შეიტანა. ამ დოკუმენტაციას, მოთხოვნის შესაბამისად, საქართველოს კონტროლის პალატის მონიტორინგის სამსახურს გადაუგზავნიან.
განცხადების იმის შესახებ, რომ „ქართული ოცნების" შემდეგ ფინანსურ ანგარიშს მოძრაობას „ჩვენი ხმაგიგი უგულავას" მოსთხოვდნენ, უწყებაში 16 იანვარს გააკეთეს. იმავე დღეს მოძრაობამ ოფიციალურიწერილი მიიღო, ფინანსური ანგარიშის წარდგენას კი გიგი უგულავას მხარდამჭერები 20 იანვარსაპირებენ.
„ლიბერალის" კითხვაზე, რა თანხებით ატარებდნენ სხვადასხვა ღონისძიებას, მოძრაობის გამგეობისწევრები ამბობენ, რომ ძირითადად, მეგობარი კომპანიები საკუთარი ნების საფუძველზე ეხმარებოდნენ.
2010 წლის 3 მარტს უგულავას მხარდამჭერებმა დედის დღე ქალთა კოლონიაში მყოფ პატიმრებსკონცერტით მიულოცეს.
„აპარატურა მეგობრებმა გვათხოვეს, მომღერლებმაც კომპოზიციები უანგაროდ შეასრულეს, „გუდვილს"ვთხოვეთ, ავუხსენით, რომ პატიმარი ქალბატონებისთვის ვატარებდით კონცერტს და ტორტიმოგვიტანა", - იხსენებს მოძრაობის წევრი კონსტანტინე (კოტიკო) თოლორაია.
„ჩვენი ხმა გიგი უგულავას" მიერ მოწყობილი ფრენბურთის ტურნირის გამარჯვებულებს კომპანიებმა: „ინტერკონტინენტალმა" და „ენტურმა" ეგვიპტის კურორტ შარმ-ელ-შეიხში 10-დღიანი საგზურიგადასცეს. თოლორაია ამბობს, რომ კომპანიებმა სპორტსმენები მოძრაობის თხოვნით დააჯილდოვეს.
ერთ-ერთმა მაღაზიამ ასევე უანგაროდ გადასცა „ადიდასის" და „ნაიკის" სპორტული ტანსაცმელიმოძრაობის მიერ ორგანიზებულ ცურვის შეჯიბრების პრიზიორებს. ზვიად ფოფხაძე და კონსტანტინეთოლორაია ამბობენ, რომ საცურაო აუზიც ადმინისტრაციამ უსასყიდლოდ დაუთმო.
„ეს მათთვისაც თავისებური პიარი იყო, ღონისძიებებზე ვაცხადებდით, რომ ესა თუ ის კომპანიაგვეხმარებოდა, ამასთან, ტელევიზიითაც ხომ გადიოდა, ძალიან ბევრი ადამიანი იგებდა ჩვენი მეგობარიკომპანიების შესახებ", - თოლორაია ამგვარად ხსნის კომპანიების დაინტერესებას, ჩართულიყვნენ გიგიუგულავას მხარდამჭერთა სააგიტაციო კამპანიაში.
ზვიად ფოფხაძე კი ამბობს, რომ არაერთხელ სმენია მის მიერ დაფუძნებულ მოძრაობაზე, თითქოს„ფულის გასათეთრებლად შექმნესო".
„თქვენც ხედავთ, ფულთან პრაქტიკულად შეხება არ გვქონია. არც პირადი დაინტერესება ყოფილა იმაზემეტი, რომ უბრალოდ მხარს ვუჭერდით ბატონ გიგის. ახლაც ასე ვფიქრობ და მომავალშიც დავუჭერთ", -თქვა ზვიად ფოფხაძემ.
მოძრაობის წევრებს თბილისის მერის არჩევნებამდე ჰქონდათ იდეა, ჩაეწერათ გიგი უგულავასმხარდამჭერი სიმღერა. კონსტანტინე თოლორაია ამბობს, რომ სიმღერაზე კლიპის გადაღებაუსახსრობის გამო ვერ მოხერხდა, თავად კომპოზიცია კი დაუსრულუბელი სახით ინტერნეტში მაინცგავრცელდა.
მოძრაობაში „ჩვენი ხმა გიგი უგულავას" ამბობენ, რომ კონტოლის პალატაში გაკეთებული განცხადებამათთვის საკმაოდ მოულოდნელი იყო, თუმცა დოკუმენტაციის შედგენა და მომზდება პრობლემა არგამხდარა.
„მომხრეები ვართ ყველა ორგანიზაცია თუ მოძრაობა შემოწმდეს, ვისაც რაიმე კავშირი აქვსპოლიტიკასთან. დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენს მერე სხვის ჯერიც დადგება", - თქვა კონსტანტინეთოლორაიამ.
....................................................................................................
ისე, სხვათაშორის საარჩევნო კომპანიის და არა მარტო კომპანიის ან ორგანიზაციის აქტივში რაიმე მატერიალური შენატანიც ირიცხება როგორც ფასეულობა ოღონდ იქვე უნდა იყოს მითითებული, რომ უსასყიდლოდაა გადაცემული, თორემ ფასი აუცილებლად აღინიშნება.
ბიუჯეტში ცალკე გრაფა არსებობს ამისთვის
This post has been edited by markes on 20 Jan 2012, 17:26