#29390088 · 26 Jan 2012, 13:48 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ნახეთ საინტერესოა. რა აქცევს ქალს შვილის მკვლელად? “ძალადობისგან დაცვის ეროვნულმა ქსელმა” სცადა მიზეზების დადგენა და ხანგრძლივი კვლევა ჩაატარა. შედეგები საგანგაშოა.
კვლევის ერთ-ერთი მონაწილე 23 წლისაა. ცხოვრობს რაიონში. აქვს საშუალო განათლება. გაუთხოვარია, მაგრამ არარეგისტრირებული ურთიერთობის შედეგად დაფეხმძიმდა. ორსულობა დამალა. იმშობიარა მარტომ, ჩუმად, საკუთარი სახლის საპირფარეშოში. ახალშობილი გადამალა ნაგვის ყუთში. მშობიარობის შედეგად გაურთულდა ჯანმრთელობის მდგომარეობა და საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც აღიარა, რომ იყო ფეხმძიმედ, იმშობიარა და მიუთითა, სად გადამალა ბავშვი. ჩვილი გარდაცვლილი დახვდათ. ქალი ცხოვრობს მშობლების სახლში. აქვს კონფლიქტური ურთიერთობა მამასთან, რომელიც ფიზიკურად შეურაცხყოფს მასაც და დედამისსაც. ქალი უმუშევარია, დამოკიდებულია მშობლების შემოსავალზე – ეს არის 200-300 ლარი თვეში. გამოკითხვის კიდევ ერთი მონაწილე 26 წლისაა. გათხოვილია. ჰყავდა ერთი შვილი, რომელიც დედამთილის თვალწინ, განერვიულებულმა იმის გამო, რომ ბავშვს შიოდა და ტირილს არ წყვეტდა, მეორე სართულის აივნიდან გადააგდო. დედას მხოლოდ ხუთი კლასის განათლება აქვს. ცხოვრობდა გაჭირვებულ ოჯახში. მთვრალი ოჯახის წევრებისგან ხშირად განიცდიდა ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზეწოლას. ელისო ამირეჯიბი, “ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის” რეგიონული კოორდინატორი: „გამოიკვეთა მკვლელი დედების რამდენიმე კატეგორია. ხოცავენ არა მხოლოდ ჩვილებს, არამედ, ზოგადად, პატარებს, აფექტურ მდგომარეობაში ან წინასწარი განზრახვით.
კვლევების მიხედვით, მკვლელი დედები ცხოვრობენ ოჯახში, სადაც ერთი შეხედვით აღიარებენ რელიგიურ ფასეულობებს, არიან ფსევდოტრადიციული, კონსერვატული აღზრდის სტილის მიმდევრები, მაგრამ მშობლებსა და შვილებს ცუდი ურთიერთობა აქვთ. თვალში საცემია შეზღუდული ინტელექტი და განათლების დაბალი დონე. ძირითადად, მკვლელები ხდებიან არარეგისტრირებული ურთიერთობისას დაფეხმძიმებული და მიტოვებული ქალები. მკვლელობა არ არის წინასწარგანზრახული – რეაქტიულია და განაპირობებს პანიკა – რას იტყვიან, რომ გამიგებენ?! მკვლელობის მოტივია არასასურველი ბავშვი. ასეთია შემთხვევათა 83%.
მკვლელ დედებს შორის ნახავთ 30 წლამდე ასაკის, დამოუკიდებელ, აქტიურ, მტკიცე ხასიათის ქალებსაც, რომელთაც არცთუ საამაყო წარსული აქვთ (ხშირია ნასამართლობა). ამ შემთხვევაში მკვლელობა, ძირითადად, წინასწარგანზრახულია – გეგმავენ მკვლელობას ჩვილის დაბადებამდე. Mმოტივი კვლავ არასასურველი ბავშვია. ერთ-ერთი ასეთი რესპონდენტი 24 წლისაა, განქორწინებულია და ჰყავს ერთი შვილი. მას აქვს არასრული საშუალო განათლება. დააკავეს სისხლის სამართლის დანაშაულისათვის. დაკავების დროს იყო ფეხმძიმედ, რაც დამალა. იმშობიარა ციხის საპირფარეშოში, ახალშობილი ტუალეტში ჩააგდო, რის შედეგადაც ჩვილი გარდაიცვალა. გაირკვა, რომ მას ყოფილი მეუღლე სცემდა…
--------------------
"ღმერთს გული გრძნობს და არა გონება. აი, რა არის რწმენა." "არაფერია ისე ძნელი,როგორც ცუდად აღზრდილი ადამიანის ხელახლა აღზრდა." ბელინსკი
იმედი იქონიე ძაღლის ერთგულებისა ბოლომდე, კაცისა- შემთხვევითობამდე.
|