comus-74
Tyis zonderi

      
ჯგუფი: Members
წერილები: 18956
წევრი No.: 66026
რეგისტრ.: 29-June 08
|
#29415186 · 27 Jan 2012, 22:23 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მათ, ვინც იაპონიაშია ნამყოფი, შეიძლება შეექმნას შთაბეჭდილება, რომ იაპონელები ისეთივენი არიან როგოებიც ჩვენ–აცვიათ ჩვენნაირი ტანსაცმელი, აშენებენ ცათამბჯენებს და უსმენენ ბეთჰოვენს. ბევრი მათგანი ინგლისურადაც ლაპარაკობს. როცა იაპონიას, როგორც წარმატებულ ქვეყანას, ანალიზს უკეთებენ, აქცენტი კეთდება ფინანსური პოლიტიკისა და მართვის სისტემის სრულყოფილებაზე, თუმცა ასეთივე წარმატებით შეგვიძლია ვეძებოთ სიღარიბის მიზეზები ამერიკული გეტოს ფედერალური დახამარების პროგრამებში. ისინი, ვინც დიდი ხანი დაჰყო იაპონიაში ამჩნევვენ, რომ იაპონელები ისეთები არიან, როგორებიც ჩვენ ვიყავით ადრე, როგორებიც ჩვენ ვერასოდეს გავხდებით, და რაც მთავარია ისინი არიან და იქნებიან იაპონელები. იაპონელები დარწმუნებულნი არიან თავიანთ უნიკალურობაში, მსოფლიოს არც ერთი ერი ამდენ დროს არ უთმობს ბოდიშის მოხდას თავისი უნიკალურობის და განუმეორებლობის გამო. არსებობს პუბლიკაციების ჟანრი, რომელსაც *იაპონელების თეორია* შეგვიძლიათ დავარქვათ, სადაც ავტორები დიდის კმაყოფილებით განმარტავენ, რამდენად შეუცნობელი და მიუწვდომელია მათი ერი სხვა ერებისათვის. რა თქმა უნდა მაღალგანვითარებული უნიკალურობის გრძნობა მოითხოვს იმ მკაფიო განსხვავებების გაგებას, რითაც ისინი დანარჩენი მსოფლიოსაგან გამოირჩევიან. ჯერ კიდევ მე–17 საუკუნეში იაპონელებს ისე ძალიან არ სურდათ თავიანთ მიწაზე უცხოელების ყოფნა, რომ ორი საუკუნის განმავლობაში იზოლირებულები იყვნენ დანარჩენი მსოფლიოსაგან. მათი იძულებით *დაბრუნებას* დანარჩენ მსოფლიოსთან 1853 წელს, არ შეუცვლია მათი განკერძოება მთელი სამყაროსაგან. მათთვის ყველაფერი მარტივადაა– იმისთვის რომ გახდე იაპონელი, უნდა დაიბადო იაპონელად. ის, თუ როგორ ექცევიან იაპონელები იქ მცხოვრებ კორეელებს, ამის ნათელი მაგალითია. 1910–1945 წლებში, როცა კორეა იაპონიის ნაწილი იყო, ბევრი კორეელი გადავიდა იაპონიაში საცხოვრებლად. მათი მესამე თაობა დღესაც ცხოვრობს იაპონიაში. ისინი გამოიყურებიან და იქცევიან იაპონელებივით, მიღებული აქვთ ბინადრობის უფლება, მაგრამ იაპონიის მოქალაქეები არ არიან– ვერ მონაწილეობან არჩევნებში, ვერ მუშაობენ მთავრობაში, იაპონელების უმრავლესობა მათთან არ ქორწინდება და არ იღებს მათ სამსახურში. ბოლო რამდენიმე წელია ეს სიტუაცია განსჯის საგანი გახდა, მაგრამ იაპონელების უმრავლესობა თვლის, თუ კორეელებს მათ ქვეყანაში არ მოსწონთ, შეუძლიათ დაბრუნდნენ კორეაში. სიტყვა *ნაცია* (ლათინური სიტყვა natio) რასას, ერს და აგრეთვე დაბადებას ნიშნავს. იაპონელებივით კარგად, ეს არავის ესმის. არ აქვს მნიშვნელობა რამდენად გვანან გარეგნულად კორეელები იაპონელებს– მათი წარმოშობა მათ უცხოელებად ხდის. მე ვეკითხებოდი იაპონელებს –რამდენი თაობა დასჭირდებოდათ კორეელბს, რომ იაპონელები გამხდარიყვნენ. ისინი ისე მიყურებდნენ, როგორც სულელს, და მპასუხობდნენ–რომ ისინი ყოველთვის კორეელებად დარჩებიან. იაპონელები ეჭვის თვალით უყურებენ თავიანთ თანამემამულე ემიგრანტებსაც. ისინი, ვინც დატოვა იაპონია ამერიკაში ბრაზილიასა და კანადაში საცხოვრებლად, აღარასოდეს იქნებიან ჭეშმარიტი იაპონელები. თუ მათი შთამომავლები როდესმე გადაწყვეტენ სამშობლოში დაბრუნებას, მათ მიმართ დამოკიდებულება იქნება კორეელების მსგავსი. თუ იაპონელები ასე ექცევიან იმათ, ვინც მათ გარეგნულად ჰგავს, წრმოიდგინეთ მათი დამოკიდებულება იმათ მიმართ, ვინ მათგან რადიკალურად განსხვავდება. 1986 წელს იაპონიის პრემიერ მინისტრმა იასუხირო ნაკასონემ აღნიშნა, რომ ამერიკის ეკონომიკურ განვითარებას ამ ქვეყნის შავი და მექსიკური წარმოშობის მოსახლეობა აფერხებს, და ქვეყანას ხდის ნაკლებად კონკურენტუნარიას. ამერიკაში ამ განცხადებამ განრისხება გამოიწვია, თუმცა იაპონელებმა ეს ჭეშმარიტებად აღიქვეს. იაპონელების მტრული დამოკიდებულება შავკანიანებისადმი სიახლე არაა. ომსშემდგომი იაპონიის ოკუპაციის შედეგს– ნახევრად იაპონელ და ნახევრად ამერიკელი ბავშვების თაობას– იაპონენელები როგრღაც კიდევ ითმენენ. აი ნახევრად შავკანიანი ბავშვები კი, ბრაზილიაში გადააგზავნეს დედებთან ერთად. ენობრივი, კულტურული და რასობრივი ურთიერთობებით, იაპონია ერთ - ერთი ყველაზე ერთგვაროვანი ქვეყანაა მსოფლიოში. ეს ნიშნავს, რომ იაპონიაში არასოდეს იფიქრებენ საკითხებზე, რომლებიც შეშფოთებას, იწვევენ ამერიკაში. იმის გამო, რომ იაპონიაში მხოლოდ ერთი რასა ცხოვრობს, არავინ არ იყენებს სიტყვას "რასიზმი". ისეთი მოვლენები, როგორცაა მოძრაობა "სამოქალაქო უფლებები*, ბრძოლა სხვადასხვა რასის ინტეგრაციაზე, სასმართლო დადგენილებებით ბავშვების ავტობუსებით ტარება, სხვადასხვა ენებზე სწავლება, კვოტები მოსახლეობაში დასაქმებაში–იაპონიას უბრალოდ არ აშფოთებს. იაპონიაში არ არის პოლიტკორექტულობის ტირანია, არავინ აიდეალებს მულტიკულტურულიზმს, არავი სურს ისტორიის გადაწერა. როცა ფირმა ახალ თანამშრომლებს აკომპლექტებს, არავინ ფიქრობს ეთნიკურ ბალანსაზე, ფირმა არჩევანს აჩერებს, უბრალოდ, შესაფერის კანდიდატზე. იაპონიაში არაა *სამოქალაქო უფლებათა და დასაქმების თანაბარი შესაძლებლობების* კომისია, არაა კანონი თანაბარი საცხოვრებელი უფლებებისა და თანაბარი საარჩევნო უფლებების შესახებ, არავინ ცვლის საარჩევნო ოლქებს შორის საზღვრებს, უმრავლესობისა და უმცირესობის კნდიდატების ასარჩევად. იაპონიაში არაა ეთნიკური ჯგუფები, რომლებიც პოლიტიკაზე გავლენის მოპოვებას ცდილობენ. იაპონელებს წარმოდგენ არა აქვთ, რას ნიშნავს დანაშაული სიძულვილის ნიადაგზე. და ეს სია უსასრულოდ გრძელდება.... ჩამონათვალი პრობლემებისა, რომლებიც იაპონელებს არ აღელვებთ. რით დაკავდებოდა და როგორ იცხოვრებდა უამრავი ადამიანი ამერიკაში, რასობრივი პრობლემა რომ არ არსებობდეს. იმ ფულს, დროს და ძალებს, რომლებსაც ამერიკელები ამ პრობლემების გადასაჭრელად ხარჯავენ, იაპონელები ნაყოფირეად იყენებენ. პროგრესული ამერიკელები თვლიან, რომ აურზაური რასობრივი პრობლემების ირგვლივ, გარკვეულწილად, სასარგებლოა მათი ქვეყნისათვის. ისინი წყობიდან გამოჰყავთ იაპონელების სურვილს, მკაფიო ზღვარი იყოს მათსა და დანარჩენ მსოფლიოს შორის. რა თქმა უნდა, ამ საზღვრების არსებობის სურვილი, იაპონიის ყველაზე ნათელი და დიდი უპირატესობაა.... და ჯანსაღი საზოგადოებისათვის დამახასიათებელი თვისებაა. ყველაზე დიდი სხვაობა ამერიკასა და იაპონიას შორის, მუშკეტერებისცხოვრების პრინციპია–*ერთი ყველასათვის და ყველა ერთისთვის*. რასაც არ უნდა აკეთებდნენ იაპონელები, ამას აკეთებენ ერთად. საერთო მიზნისკენ სწრაფვა სხვადასხვანაირად გამოიხატება– მაგალითად იაპონიაში თითქმის არ არსებობს დანაშაული, იაპონელებს შეუძლიათ წავიდნენ სადაც უნდათ, როცა უნდათ და როგორც უნდათ, თუ მაღაზიის მეპატრონეს ჭარბი საქონელი დაუგროვდა მას შეუძლია გამოიტანოს ტროტუარზე და არ ეშინოდეს, რომ რამეს მოიპარავენ, ეროვნული სოლიდარობისა და ერთიანობის კიდევ ერთი მაგალითი– სოცილური კონფლიქტების არარსებობა. რადგან ქვეყნის მოსახულეობა ძირითადად იაპონელებიგან შედგება, ისინი ღებულობენ ერთნაირ განათლებას, იზრდებიან ერთსა და იმავე ტრადიციებზე, ერთმანეთისგანაც ერსა და იმავეს ელიან. ამერიკელებისაგან განსხვავებით, ისინი ეჭვქვეშ არ აყენებენ, რა არის მისაღები და რა –არა. შედეგად–იაპონელების უმრავლესობა ისე კვდება, რომ ადვოკატი არ ესაჭიროება. ერთ სულ მოსახლეზე 20–ჯერ ნაკლები იურისტია, ვიდრე ამერიკაში. ისინი დროს არ ხარჯავენ იმაში, რომ სასამართლოებში იარონ. თუ ბიზნესმენებს კონტრაქტი ესაჭირობათ, ისინი სხდებიან და ერთად წერენ ამ კონტრაქტს, ყოველგვარი იურისტების დახმარების გარეშე. თუ მათ უთანხმოებანი აქვთ, ჯდებიან და პრობლემებს ერთმანეთთან აგვარებენ, იაპონელებს კარგად აქვთ გაცნობიერებული, რომ ეროვნული სოლიდარობა დაფუძვნებულია მათ საერთო ღირებულებებზე, ისინი აფასებენ თავიანთი საზოგადოების ჰომოგენულობას და არ უნდათ, ის გაითქვიფოს სხვა ერებთან. ერთადერთი საშუალება გახდე იაპონელი –ენდა გყავდეს იაპონელი მუღლე. თუმცა მოქალაქეობას ავტომატურად მაინც არ იღებ_ხელისუფლება ყურადღებით სწავლობს უცხოელის წარსულს, მის ხასიათს და, სულაც არ არის წინააღმდეგი, თუ უცხოელი თავის განზრახვას შეიცვლის. ეს პროცესი წლობით გრძელდება და, მხოლოდ მაშინ მთავრდება, როცა უცხოელი ფაქტობრივად ხდება ახალი იაპონური ოჯახის წევრი, იცვლის სახელს. პეროდულად იაპონიას აიძულებენ რომ მიიღოს უცხოელები და ჩაისახლოს ისინი. 70–იან წლებში ამერიკამ ფაქტობრივად აიძულა იაპონია მიეღო ვიეტნამელი ლტოლვილების გარკვეული რაოდენობა. ვიეტნამელები ძალიან მალე მიხვდნენ, მათი იქ ყოფნა არასასურველია და მათი უმრავლესობა ბოლოს და ბოლოს ამერიკაში გადავიდა საცხოვრებლად. იაპონელები ჩუმად ზეიმობდნენ. იაპონელების თანდაყოლილ ერთიანობას შეეძლო სახელმწიფო მიეყვანა სკანდინავიური ტიპის ძიძა სახელმწიფოს შექმნამდე, რომელიც თავის მოქალაქეებს ყოველი ფეხის ნაბიჯზე აკონტროლებს, მაგრამ ასე არ მოხდა. იაპონური ოჯახები გაურიგდნენ სახელმწიფოს – თავიანთ წარუმატებელ შვილებს თვითონვე ეპატრონებოდნენ, სანაცვლოდ კი ყურადღებასა და მზრუნველობას მიიღებდნენ ხელისუფლებისაგან. ეს კი ნიშნავს, რომ იაპონურ ქალაქებში ვერ შეხვდებით უსახლკაროთა ლაშქარს, რომელიც ასე მარვლადაა ამერიკის ქალაქებში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. იაპონური კომერციული გალერეები რამდენიმე ათასი მილზეა განლაგებული, ნიუ–იორკსა და ჩიკაგოში ეს გალერეები უსახლკაროებით იქნებოდა დასახლებული, და ჩვეულებრივი ადამიანები იქ საღამოს გამოჩენასაც ვერ გაბედავდნენ, ოსაკასა და ტოკიოში მთელი დღე რომ იაროთ, უსახლკაროს ვერ იპოვით. იმ დროს, როცა მოდას და სტილს საზღვრები არა აქვს, პირდაპირ გასაოცარია როგორ დარჩა იაპონია ასე ურყევად იაპონური–დიდ როლს ამაში თამაშობს საოკეანო საზღვარი –ფაქტობრივად ყველაფერმა, რაც იაპონიაში უნდა მოხვდეს, ოკეანე უნდა გადაკვეთოს. ამის გათვალისწინებით კი, იაპონია მშვიდად არღვევს მრავალ წესს, რომელიც მსოფლიოს ამერიკამ სავალდებულო გაუხადა. გარდა თანდაყოლილი რასობრივი დისკრმინიაციისა, დასავლეთს ყველაზე მეტად აცოფებს სქესობრივი დისკრიმინაცია. ქალები და მამაკაცები თავიანთ კუთვნილ სფეროებში საქმიანობენ და ამას, თითქმის, არავინ აპროტესტებს. ბევრი კომპანია სხვადასხვანაირად გეგემავს მამაკაცებისა და ქალების კარიერას, მაგალითად გათხოვების შემდეგ ქალები ძირითადა ეთხოვებიან სამუშაოდან, მაშ რაღა საჭიროა მათ მენეჯმენტი შეისწავლონ? ამავე დროს დიასახლისობა იაპონაში არც ისე ადვილია. მამაკაცები ქალებს გადააბარებენ ყველა სახლთან დაკავშირებულ პრობლემას –ისინი ხელფასს მთლიანად გადასცემენ ცოლებს, ჯიბის ხარჯების გარდა. ქალები წყვეტენ, როგორ სკოლაში მიიყვანონ ბავშვები, სად გაატაროს ოჯახმა შვებულება, როგორი სახლი იყიდონ, და რაც მთავარია, იაპონელი დიასახლისების დამსახურებაა, რომ მოსწავლეები ისე ბევრს და სისტემატიურად მეცადინეობენ რომ საერთაშორისო კონკურსებში ყოველთვის პირველ ადგილს იჭერენ. იაპონელი დისახლისების ამგვარი მდგომარეობა ამერიკელი ფემინისტი ქალებისთვის პირდაპირ შეურაცხყოფაა. ისინი რეგულარულად ჩამოდინ იაპონიაში და თავიანთ იაპონელ *დებს* უხსნიან, რამდენად არიან ისინი დაჩაგრულები. იაპონელი ქალები ყურადღებით უსმენენ და კვლავ აგრძელებენ *ჩაგრულ* ცხოვრებას. ისინი სულაც არ არინ წინააღმდეგნი, რომ იცხოვრონ საზოგადოებაში, სადაც ბავშვები არ ცდილობენ დამოუკიდებლობის მოპოვებას, არასრულწლოვანთა დანაშაული ფაქტიურად არ არსებობს, არ ჰყავთ უკანონო შვილები და განქორწინებები ორცერ ნაკლებია ვიდრე ამერიკაში. ტრადიციული შეხედულებები აქვთ იაპონელებს ჰომოსექსუალისტების მიმართ–ისინი აქ არ უყვართ, ბრძოლა გეების უფლებების შესახებ არ არსებობს, იაპონელების უმრავლესობას სჯერა, გეები იაპონიაში არ არიან. აი, რაც იაპონიაში ფაქტიურად არაა, სპიდით დაავადებულები–მთელი ქვეყნის მასშტაბით მათი რაოდენობა სულ 400 ადამიანს შეადგენს, მაშინ როცა ამერიკაში ორჯერ მეტი მოსახლეობის რაოდენობაზე მათი რიცხვი 12500–ია და ინფიცირებულია მილიონი ადამიანი, შიდსით დაავადებულ უცხოელებს ისინი დაუყონებლივ აძევებენ ქვეყნიდან, და მკაცრ კონტროლზე იყვანენ რომ დაავადება სხვას არ გადაეცეს. იაპონელებისთვის დამახასიათებელი კიდევ ერთი ძველმოდური, მაგრამ ქვეყნისათვის სასარგებლო თვისება, ადამიანებს შორის უთანასწორობის რწმენაა–თუმცა იაპონელები ინტელექტის დონეს არ უჩივიან, მაგრამ თანასწორობის შესახებ პოლემიკას არ მართავენ. ისინი ნორმალურად თვლიან, რომ ვიღაც ძალიან ბევრს აღწევს ცხოვრებასა და კარიერაში, ვიღაც კი ვერა. ერთი სიტყვით მათთვის ეს ნორმალურია, ახალგაზრდები პატივისცემით ექცევიან უფროსებს, სტუდენტები მასწავლებელებს, ხელქვეითები უფროსებს, კლიენტებს კი ყველანი პატვს სცემენ. ტურისტები ამ დამოკიდებულებას გრძნობენ სასტუმროსა თუ რესტორანში შესვლისთანავე, იაპონური მომსახურების სფეროს არანაირი საერთო არა აქვს ამერიკულთან (მე შენზე ნაკლები არაფრით არ ვარ, ძმობილო), ოფიციანტი ან შვეიცარი ყველაფერს აგაკეთებს იმისთვის, რომ თქვენ კმაყოფილი დარჩეთ. ასეთ მოპყრობას დამამცირებლად არავინ თვლის, ისინი ისე გექცევიან, როგორც გვირგვინოსან პერსონებს–იაპონელებისთვის ეს სწორად შესრულებული სამუშაოა. თუმცა არასწორი იქნება რომ ვთქვათ– ერთგვაროვნება იაპონიას ყოველგავრ პრობლემებს უხსნის. იაპონიაში არის ბევრი რაღაც, რაც მხოლოდ იაპონელს შეიძლება მოსწონდეს–მაგალითად, იაპონელი მამაკაცების დამოკიდებულება სექსისადმი, დაახლოებით გავს ამერიკელი თინეიჯერების დამოკიდებულებას –თვალის ჩაკვრითა და ხითხითით. არიან ისინი მთვრალები თუ არა, მათ შეუძლიათ ბავშვებივით მოგცევა. და რაც ძნელი დასაჯერებელია– იაპონური ტელევიზია კიდევ უფრო ვულგარულია, ვიდრე ამერიკული. იაპონური საზოგადოების ერთ–ერთი მთავარი პრობლემა, რომელიც არ უნდა არსებობდეს ჯანსაღ საზოგადოებაში, დაბალი შობადობაა–იაპონელი ქალები საშუალოდ ერთ ბავშვს აჩენენ, უფრო იშვიათად ორს, ყველა მომდევნო თაობა 25 პროცენტით ნაკლებია ვიდრე წინა. სტატისტიკოსები კი ცდილობენ, გამოითვალონ რამდენი თაობის შემდეგ გაქრებიან იაპონელები აღსანიშნავია, რომ ასეთი დაბალი შობადობის პირობებეში, მუშახელის ნაკლებობის შესახებ მხოლოდ სოციალისტები ლაპარაკობენ. იყო მოსაზრება, რომ მუშახელი მოიზიდონ სამხრეთ აზიიდან მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ. მაგრამ იაპონელების უმრავლესობა ამის წინააღმდეგია–ამის მაგივრად ისინი განიხილავენ საკითხს საპენსიო ასაკის ამაღლების შესახებ –65დან 75 წლამდე. ამერიკელებისთვის ეს სისულელეა. ემიგრაციის გარეშე შრომის თვითღირებულება იაპონიაში გაცილებით მაღალია–თუმცა ნაციის ერთიანობისათვის მსხვერპლი უნდა გაიღო და მათი უმრავლესობა მზადაა ამისთვის. მიუხედავად ამ მცირე საზღაურისა, იაპონელები აპირებენ მომავალი თაობებს გადასცენ –ერთობა, კულტურული ერთიანობა, ოჯახური კავშირები, საკუთარი ქვეყნის სიყვარული და უნიკალური იაპონური ხასიათი. რა თქმა უნდა, იაპონიაში არის რასიზმი, სექსიზმი, ჰომოფობია– და მიუხედავად ამისა ეს ყველაზე წარმატებული ყვეყანაა მსოფლიოში.
--------------------
ჯიგარი ფაშისტზე უარესია! @ remediosi
მაინც ვერ გვაიძულებს რუსეთი უარი გვათქმევინოს მასთან მეგობრობაზე@ ქoci – ministri paata zaqareishvili
ნრავიტსია ნე ნრავიტსია ვსიო რავნო რაზვალიტსია@ ვ.ვ. პრუწინი
|